Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული სატურნი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს - „ურთიერთობების სფეროში რადიკალური ცვლილებები ელოდებათ“

1752817385
რეტროგრადული სატურნი

პლანეტა სატურნმა 13 ივლისს რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ყველა იმ სფეროს შეფერხებას იწვევს, რომლებსაც ისინი განაგებენ, ადამიანებს მაინც აქვთ შანსი, მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ, გამოიყენონ ეს პერიოდი სწავლისთვის და ცხოვრების სტილი უკეთესობისაკენ შეცვალონ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული სატურნის პერიოდი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გარედან შეხედონ, შეაფასონ მიღებული გადაწყვეტილებები და სამომავლო გეგმები დასახონ.

აღსანიშნავია, რომ სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას 28 ნოემბრამდე გააგრძელებს. 

ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებისათვის კი, რეტროგრადული სატურნის პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება:

ვერძი
 
მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ჯიუტი, ამავდროულად, თავდაჯერებული და ძლიერი ადამიანები არიან, რეტროგრადული სატურნის პერიოდში მოუწევთ, მოთმინება ისწავლონ, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღონ და თითოეული მოვლენა წინასწარ გააანალიზონ. ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, მაგრამ კარგად დაგეგმილი და გააზრებული ცვლილებები დაიწყოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანები არიან. შესაძლოა, სამსახურში, საქმიან ურთიერთობებში გარკვეული დაბრკოლებები გაჩნდეს და ეს განსაკუთრებით ემოციურად აღიქვათ. რეტროგრადული სატურნის პერიოდი გასწავლით, რამდენად მნიშვნელოვანია სისხარტე და როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც ძირითადი გეგმა ვერ სრულდება. ეს არის დროს, როცა საკუთარ თავში ახალი, მნიშვნელოვანი თვისებების აღმოჩენა შეგიძლიათ.

სასწორი

სასწორებს ურთიერთობების სფეროში რადიკალური ცვლილებები ელოდებათ. თუ აქამდე თქვენს პარტნიორზე, ახლობელ ადამიანზე ილუზია გქონდათ, სამწუხაროდ, მალე ვარდისფერი სათვალის მოხსნა და რეალობის შეფასება მოგიწევთ. ეს, რა თქმა უნდა, ემოციური ფონის გაზრდას გამოიწვევს, თუმცა სიმართლის ცოდნა და გულწრფელობა მნიშვნელოვანია. მცდარი მოლოდინებისაგან გათავისუფლება პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებაშიც დაგეხმარებათ.

თხის რქა

სავარაუდოდ, მომდევნო თვეების განმავლობაში, პიროვნული თვითრეალიზაციისა და ოჯახის საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება გადაჯაჭვული. გექნებათ შანსი, საკუთარი თავი როგორც საქმიან, ისე ოჯახურ ურთიერთობებში უფრო აქტიურად გამოავლინოთ და სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვაზე იფიქროთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„იმოქმედეთ დამოუკიდებლად, არ გაამჟღავნოთ სხვისი საიდუმლო“ - 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „არ შემიძლია ვიწუწუნო, აქამდეც რომ მოვედი ძალიან მადლიერი ვარ... სიკვდილის არ მეშინოდა, რადგან გააზრებული ცოდვა არ მქონდა ჩადენილი, პატარა ვიყავი“ - ნატალია ბლიაძე, რომელსაც 7 წლის ასაკში ოსტეო სარკომა დაუდგინდა

🎥 „13 წელია ფონდი არსებობს, რამდენი შვილი გავუშვი მამა ანდრიასთან სასუფეველში, ეს სიმძიმე მემატებოდა“ - რას ჰყვება თინათინ ჩხვიმიანი

წყარო: www.beaumonde.ge