
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, და ამ დღის გამოყენება შეგიძლიათ სწავლის ან ახალი ინფორმაციის მისაღებად. არ არის სასურველი პირობის მიცემა - ეცადეთ, თქვენს სიტყვებზე აიღოთ პასუხისმგებლობა“, - 1-ელი ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:
ვერძი ♈︎
შესაძლოა, თქვენი დღე არც ისე სასიამოვნოდ დაიწყოს - გქონდეთ გარკვეული კითხვები და წინააღმდეგობები, მაგრამ მარტივად მოახერხებთ გამოსავლის პოვნას. მთავარია, არ იჩქაროთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
კურო ♉︎
შეგრძნება, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში აიგნორებდით, დღეს შეგახსენებთ თავს. კარგი იქნება, თუ მათ გადახედავთ და გადააფასებთ - წარსულის გამოცდილება მომავალში შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები ♊︎
საინტერესო დღე გელოდებათ. არ არის რეკომენდებული ზედმეტი საუბარი - უმჯობესია, მოუსმინოთ სხვებს.
კირჩხიბი ♋︎
მნიშვნელოვანი დღე გელოდებათ, შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. თუ დახმარება დაგჭირდებათ, აუცილებლად დაგეხმარებიან თქვენი მეგობრები. შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდით, დღევანდელი დღე მოგცემთ საშუალებას.
ლომი ♌︎
ხშირად ხართ ორიენტირებული საქმეებზე, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე, რომლებიც გაგაჩნიათ, თუმცა ზოგჯერ ამ ყველაფერში საკუთარი თავი გავიწყდებათ - ის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, თავი საკუთარ თავს მიუძღვნათ.
ქალწული ♍︎
უმჯობესი იქნება, თუ კონკრეტულ პრობლემებსა და საკითხებს განსხვავებული კუთხით მიუდგებით. კარგი იქნება, გადააფასოთ ის მოვლენები, რომლებიც უახლოეს წარსულში მოხდა.
სასწორი ♎︎
საინტერესო დღე გელოდებათ. შესაძლოა, გაგახსენდეთ ძველი მოგონებები და ემოციები, ან შეხვდეთ ადამიანებს, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ.
მორიელი ♏︎
კარგი იქნება, დაასრულოთ ის საქმეები, რომლებიც ადრე დაიწყეთ. დღეს არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება, ასევე - ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ან დიდი შენაძენების განხორციელება.
მშვილდოსანი ♐︎
წარმატებული დღე გელოდებათ - თუ თქვენს ენერგიას სწორად გამოიყენებთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა. თავიდან უნდა აირიდოთ ნეგატიური დამოკიდებულება და ცუდ ხასიათზე ყოფნა.
თხის რქა ♑︎
ნეიტრალური დღე გელოდებათ. უმჯობესია, დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ - არ არის სასურველი ახალი საქმის წამოწყება.
მერწყული ♒︎
დღეს ეცადეთ, ორიენტირდეთ საკუთარ საქმიანობაზე. არ არის სასურველი დახმარება გაუწიოთ სხვას ისე, რომ ამით თქვენი საქმე დაზარალდეს. პირველ რიგში მიხედეთ საკუთარ საქმეებს, და თუ დრო დაგრჩებათ მერე იზრუნეთ სხვებზე.
თევზები ♓︎
ენერგეტიკულად წარმატებული დღე გელოდებათ. მარტივად შეძლებთ წარმატების მიღწევას. ემოციების გამოხატვაც სასარგებლო და საჭირო იქნება თქვენთვის. სცადეთ დაინახოთ ის საჩუქრები, რასაც სამყარო გიგზავნით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ანუკი არეშიძე იუბილარია - დიზაინერს მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს
⭕მამა წყალში გადახტა, რათა გადაერჩინა ქალიშვილი, რომელიც საკრუიზო გემიდან ოკეანეში გადავარდა