Digest Logo

„არ არის სასურველი ქორწინება და მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება“ - როგორი იქნება 2026 წლის მეორე ნახევარი ასტროლოგიურად, რჩევები და გაფრთხილება!

1779255955
	ჰოროსკოპი

2026 წლის მეორე ნახევარი ასტროლოგიურად საკმაოდ დინამიკური და მოვლენებით დატვირთული იქნება. წლის ამ მონაკვეთში განსაკუთრებით აქტიურდება ფიქსირებული და მუტაბელური ნიშნების ღერძები, იცვლება კარმული კვანძები, უმაღლესი პლანეტები რეტროგრადულ მოძრაობას იწყებენ, ხოლო დაბნელებების სეზონი მნიშვნელოვან გარდამტეხ პროცესებს გაააქტიურებს.

30 ივნისს სოციალური პლანეტა იუპიტერი კირჩხიბიდან ლომის ზოდიაქოში გადადის. იუპიტერი აფართოებს ყველაფერს, რასაც ეხება — მოაქვს ახალი შესაძლებლობები, ზრდა, ცოდნა და ხშირად იღბალიც. ლომებისთვის ეს იქნება იუპიტერის დაბრუნება და ახალი 12-წლიანი ციკლის დასაწყისი. პოზიტიურად აისახება ეს ტრანზიტი სხვა ცეცხლის ნიშნებზეც — ვერძსა და მშვილდოსანზე. უფრო ინტენსიური და გამოწვევებთან დაკავშირებული კი იქნება ფიქსირებული ნიშნებისთვის — მერწყულის, კუროსა და მორიელისთვის, რადგან მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გაფართოების პროცესი უფრო კრიზისულ ფონზე განვითარდება.

ამავე დღეს 30 ივნისს მერკური ხდება რეტროგრადული კირჩხიბის 26° გრადუსზე და 25 ივლისამდე იმოძრავებს უკუსვლით. ამ პერიოდში მეტი ყურადღება იქნება საჭირო მოგზაურობის, დოკუმენტების, ხელშეკრულებებისა და ზოგადად დეტალებთან მუშაობის დროს, რადგან შესაძლოა პროცესები შეფერხდეს, გადაიდოს ან რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს.

7 ივლისიდან ურანი ტყუპების 4° გრადუსზე გადადის და ურანს, ნეპტუნსა და პლუტონს შორის ჰარმონიული ბისექსტილი იკვრება. ეს კონფიგურაცია ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და შექმნის ძლიერ კოლექტიურ ფონს ტექნოლოგიური, სოციალური და ცნობიერების ცვლილებებისთვის. განსაკუთრებით გააქტიურდება ხელოვნური ინტელექტის, ინფორმაციის, კომუნიკაციისა და აზროვნების ახალი ფორმების თემა.

28 ივლისს სატურნი ვერძის 14° გრადუსზე რეტროგრადული ხდება და 12 დეკემბრამდე იმოძრავებს უკუსვლით.

ეს გაახანგრძლივებს სატურნის ტრანზიტს მათთვის, ვისაც ვერძის და სხვა კარდინალური ნიშნების — კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის — 6°-15° გრადუსებში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები.

პასუხისმგებლობების, ვალდებულებებისა და ცხოვრების სტრუქტურის თემები ხელახლა გადაიხედება

12 აგვისტოს მზის დაბნელებაა ლომის 20° გრადუსზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პერიოდი იქნება ლომებისთვის, მერწყულებისთვის, კუროებისა და მორიელებისთვის.

18 აგვისტოს კარმული კვანძები ნიშანს იცვლიან და ლომი–მერწყულის ღერძზე გადადიან. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ფიქსირებული ნიშნების თემებს, მით უმეტეს, რომ პლუტონი უკვე მერწყულში მოძრაობს, ხოლო

იუპიტერი — ლომში. ამ ნიშნებისთვის იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებების, მიმართულების შეცვლისა და ცხოვრების ახალი ეტაპების პერიოდი.

28 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა თევზების 4° გრადუსზე. მზე და მთვარე ქალწული–თევზების ღერძზე ზუსტ კვადრატს ქმნიან ურანთან ტყუპებში. ეს მომდევნო ექვს თვეს მოულოდნელი ცვლილებებისა და გარდატეხების პერიოდად აქცევს მუტაბელური ნიშნებისთვის — ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები — განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ ნიშნების 2°-6° გრადუსებში მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები აქვთ.

11 სექტემბერს ურანი რეტროგრადული ხდება და უკან გადის ტყუპების საწყის გრადუსებს. მუტაბელური ნიშნებისთვის ეს იქნება წლის დასაწყისში დაწყებული ცვლილებების გადახედვისა და გადამუშავების პერიოდი.

3 ოქტომბერს ვენერა იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას მორიელის 8° გრადუსიდან. ამ პერიოდში ნაკლებად სასურველია მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ქორწინება ან სერიოზული ურთიერთობების დაწყება. ვენერას რეტრო მოძრაობა 15 ნოემბრამდე გასტანს.

13 დეკემბერს კი იუპიტერი ლომის 27° გრადუსზე რეტროგრადული ხდება და 2027 წლის 14 აპრილამდე იმოძრავებს უკუსვლით. ეს გაახანგრძლივებს მის ტრანზიტს და გავლენას მათთვის, ვისაც ლომის ამ მონაკვეთში მნიშვნელოვანი პლანეტები ან წერტილები აქვთ.

2026 წლის მეორე ნახევარი გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ის მიმართულებები, რომლებიც სტაბილური და უცვლელი გვეგონა. განსაკუთრებით ფიქსირებული და მუტაბელური ნიშნებისთვის ეს იქნება პერიოდი, როდესაც ძველი ფორმები და ჩვევები ვეღარ შეინარჩუნებს ძველ სიმყარეს, რადგან ცხოვრება უკვე ახალ

მიმართულებას, ზრდასა და განვითარებას მოითხოვს.

წარმატებულ და სიახლეებით სავსე წლის მეორე ნახევარს გისურვებთ!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„დღეს გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით ახლის მოზიდვას შეუწყოთ ხელი“ - 20 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕კათოლიკოს-პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს