„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტაა მერკური. ეს დღე ენერგეტიკულად ცოტა მძიმეა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქცევებს, საუბრებს, რომ უთანხმოება და კონფლიქტები არ გამოიწვიოთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
ვერძი - თუ რაიმეს შეცვლა გინდოდა, მაგალითად ჩვევის, მიდგომის, ეს დღე ამისთვის იდეალურია. შეცვალეთ აღქმა, გამოასწორეთ საკუთარ თავში ის, რაც არ მოგწონთ.
კურო - კარგი იქნება ახალი საქმის ცდა. ნებისმიერი სიახლე, ქმედება, რომელიც გინდოდათ გეცადათ, ეს დღე გამოიყენეთ ამის გასაკეთებლად. გამოდით კომფორტის ზონიდან.
ტყუპები - დღეს არ არის სასურველი სიჩქარე, თქვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მშვიდად მიღებული. საიდუმლოების, გეგმების, მიზნების გამოაშკარავება არ არის კარგი.
კირჩხიბი - დღის დასაწყისი არც ისე სასიამოვნო იქნება, რადგან გინდათ ყველაფერი მალე მოხდეს და მოთმინება გიჭირთ, სწორედ ამ დროს უშვებთ შეცდომებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და მიხვდებით, რომ მარტივად შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას.
ლომი - დღის პირველ ნახევარში თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ქმედებებისგან, რადგან ეს პერიოდი შესაძლოა მეტად ნეგატიური იყოს თქვენთვის. დღის მეორე ნახევარში იმოქმედეთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის შესაძლებლობების.
ქალწული - საკმაოდ ნაყოფიერი დღე იქნება განსაკუთრებით კარიერული მიმართულებით. მოსალოდნელია ცვლილებები, წინ სვლა, სამუშაო ადგილის შეცვლა, თუმცა მნიშვნელოვანია სწორად და კარგად გამიჯნოთ პირადი და საქმიანი ურთიერთობა.
სასწორი - დღევანდელი დღე დაუთმეთ ოჯახის წევრებს, თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. გაიგეთ რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და რა სჭირდებათ, თუ თქვენი დახმარებაა საჭირო დაეხმარეთ. შეასრულეთ ყველა დაპირება, რაც გაცემული გაქვთ.
მორიელი - კონცენტრირდით საქმეზე, იმაზე რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. იყავით თამამები და გამოიჩინეთ ინიციატივა. ბრძოლა აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის.
მშვილდოსანი - დღე დადებითი იქნება ურთიერთობების კუთხით. დრო დაუთმეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და გამოასწორეთ კონფლიქტები, რაც თქვენს ოჯახის წევრებთან გქონდათ.
თხის რქა - დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ მაქსიმალურად, რადგან უფრო მეტად პროდუქტიულები იქნებით. დღის მეორე ნახევარში შეიცვლება სიტუაცია , ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე, ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ დრო.
მერწყული - ურთიერთობა გექნებათ სრულიად განსხვავებულ ადამიანთან, თუმცა ეს რთული გასაკეთებელი არ იქნება.
თევზები - უმჯობესია მეტად მშვიდად გაატაროთ დღე, არ დახარჯოთ ენერგია, არ აკეთოთ ისეთი საქმე, რაც დაგღლით. სწორად გადაანაწილეთ დრო და ენერგია. დღის მეორე ნახევარი შედარებით პოზიტიურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მუსიკოსი ჯონ მეიოლი გარდაიცვალა
⭕ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან