მზის დაბნელების კვირა ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდია — 12 აგვისტოს ლომის ნიშანში მომხდარი მზის სრული დაბნელება ახალ ეტაპებს, მოულოდნელ ცვლილებებსა და პრიორიტეტების გადახედვას უკავშირდება.
ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უახლოეს დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდება ურთიერთობების, კარიერის, პირადი მიზნებისა და თვითრეალიზაციის თემები, ამიტომ კვირა ბევრისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ახალი მიმართულებების არჩევის პერიოდად შეიძლება იქცეს.
აღნიშნულ საკითხზე რჩევებსა და ინფორმაციულ ვიდეოს ასტროლოგი თამარ აქუბარდია გვიზიარებს:
„ყველაზე კარგი პერიოდია ახალი საქმეებისა და ურთიერთობების დასაწყებად. მნტელურ-ფსიქოლოგიურ დონეზე კი სჭირდება პერსონალური რუკის ნახვას. რაღაც სხვა ღირებულებები შემოდის, რადგან იუპიტერი გვაქვს ასევე ლომში. მოხდება ამ ღირებულებების გადაფასება.
გვაქვს პლუტონისა და მერკურის ოპოზიცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია მიმდინარე პერიოდში. მერკური არის კომუნიკაცია და ურთიერთობები. აქ პლუტონი ქმნის დაძაბულობას. მაგრამ ყველასთან სხვადასხვაგვარად ვლინდება. ეს დაბნელების ფონი სიტყვას მისცემს დიდ ძალას. დააკვირდით სიტყვებს, რადგან ეს შეიძლება კარმულად დაგიბრუნდეს. შესაძლოა წარმოიშვას კონფლიქტები აზრთა სხვადასხვაობის გამო.
ხდება ენერგეტიკულ დონეზე დაპირისპირება. მერკური ასევე მართავს გზებს, ამიტომ ფრთხილად იყავით გადაადგილების დროს. ძალიან ბევრი სკანდალური ინფორმაცია გაჟღერდება. ველი არის გადატვირთული. ელოდეთ ტოქსიკურ ინფორმაციებს. ყველაფერი შეეტყობა როგორც ინდივიდუალურად ადამიანებს, ასევე მსოფლიოსა და ქვეყანას. შეიძლება რაღაც ისეთი გავიგოთ, რაც ძალიან დიდი ხნის წინ დამარხული იყო. იქნება გარდამქნელი და დამაფიქრებელი საზოგადოებისთვის.
დაბნელებას აქვს რამდენიმეკვირიანი ფონი. იწყება ორი კვირით ადრე ეს ფონი და შემდეგ გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირა. შეიძლება დაახლოებით 6 თვეში დაინახოთ ამ ფონის შედეგები. ფსიქოლოგიურ დონეზე შემოვა განცდა, რომ მიიღეთ ინფორმაცია, რომლის დანახვაც დიდი ხანია არ გინდოდათ. იქნება პესიმისტური განწყობაც. ეს შეიძლება იყოს წლების განმავლობაში დაგროვილი ენერგია. გადაჭარბებულად ხდება ხოლმე ტკივილი და მნიშვნელობის მინიჭება. ყურადღებით იყავით ნეგატიურ ინფორმაციებთან. ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტივი. არ არის სასურველი ურთიერთობების გარკვევა.
ეცადეთ მზეზე ნაკლებად გახვიდეთ, რადგან დაბნელების ენერგია განსაკუთრებით მოქმედებს. დაბნელებაზე აუცილებელი არ არის რომ შევხვდეთ მზეს, რადგან ნეგატივს შევისრუტავთ“, - აღნიშნა თამარ აქუბარდიამ
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეცდომა სასჯელი კი არ არის, არამედ ძვირფასი გაკვეთილია...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
⭕ „ყველაზე კაშკაშა პერსეიდების მარაგი“ - 12 აგვისტოს ასტროლოგიური მოვლენები: ნინა ხომერიკი
⭕„მრავალგზის გეზეიმოთ დიდგორობა ერთიან და უკეთეს საქართველოში!...“ - გიორგი ლობჯანიძე