
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და დღე საკმაოდ აქტიური იქნება. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც მოგეცემათ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსულოვამ ისაუბრა.
ვერძი
წარმატებული დღე გაქვთ, განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი.ლ შეეცადეთ, რომ იმოქმედოთ. იყავით ლიდერები და შეეცადეთ აიღოთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. დღის მეორე ნახევარში შეისვენეთ.
კურო
სწრაფად მოქმედება მოგიწევთ. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, შეეცადეთ, რომ გეგმებს არ გადაუხვიოთ. წარმატებული დღეა, როგორც კარიერული კუთხით, ისე პირად ურთიერთობებში. შეეცადეთ გამოიჩინოთ ინიციატივა.
ტყუპები
შესაძლოა ყველაფერი ისე მარტივად არ მიდიოდეს როგორც თქვენ გქონდათ დაგეგმილი, თუმცა თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, ყველაფერი გამოგივათ. გაითვალისწინეთ და მოუსმინეთ სხვების რჩევებს.
კირჩხიბი
დღე საკმაოდ დაძაბულია. თითქოს ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თქვენ გქონდათ დაგეგმილი. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან კომუნიკაციის პრობლემა თავიდან აირიდოთ.
ლომი
დღე გამოიყენეთ დასვენებისთვის, შეეცადეთ დღევანდელი დღე საკუთარ თავს და განვითრებას დაუთმოთ. არ არის სასურველი ისეთი საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც მარტივად გამოიწვევს თქვენს დაღლას. არ ენდოთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ.
ქალწული
თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია მშვიდ გარემოში მიიღოთ გადაწყვეტილება. არ იჩქაროთ. კარგი იქნება ახალი საქმით დაკავება.
სასწორი
სასიამოვნო დღეა. თქვენი ნებისმიერი წამოწყება აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის. ზედმეტად არ დაიტვირთოთ, რადგან შესაძლოა ამან უძილობა და თვის ტკივილი გამოიწვიოს.
მორიელი
დღის დასაწყისში გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. ყველაფერზე მარტივად ღიზიანდებით და წყობიდან გამოჰყავხართ, დღის მეორე ნახევარში სიტუაცია დადებითისკენ შეიცვლება.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში შესაძლოა გარკვეული ინციდენტები მოხდეს. არ შეხედოთ ამ ყველაფერს ნეგატიურად და ეცადეთ მიჰყვეთ დღის გეგმას.
თხის რქა
დაძაბული დღეა. ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი და შესაძლოა სხვებმაც მოგმართონ დახმარებისთვის. დღე მაქსიმალურად დაუთმეთ საკუთარ თავს.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ დაგეგმოთ შეხვედრები და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, თამამად გამოიყენეთ დღე ამისთვის.
თევზები
დილა განსაკუთრებით დატვირთული გექნებათ. ჩვეულზე მეტად ერევიან სხვები თქვენს საქმეში. შეეცადეთ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან დღის მეორე ნახევრისთვის სიტუაცია დადებითისკენ შეიცვლება.
ასევე დაგაინტერესებთ: