ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 30 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„30 ოქტომბერი — განულების დღე
დღეს სამყაროს ენერგია იმართება ციფრით 4 — ეს არის დღე მიზნების, სტრუქტურისა და შინაგანი სიბრძნის. დღე, როცა შეგიძლია ნელა და მშვიდად დახურო ძველი ციკლი და გადადგა ნაბიჯი ახალ გზაზე.
იფიქრე შემოქმედებითად, მიეცი სივრცე ახალ იდეებს და თუნდაც პატარა ნაბიჯით გამოხატე შენი ნიჭი. მოერიდე სევდას — პოზიტიური ფიქრი, მედიტაცია და აფირმაციები დაგეხმარება ენერგიის აღდგენაში.
ფულთან მიმართებაში იყავი გონივრული — ხარჯე მხოლოდ საჭიროებისამებრ. არ გააკრიტიკო სხვები და არ ჩაება საუბარში, სადაც არის ნეგატივი — სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ხელშეკრულებები გადაანაცვლე — დღეს შეიძლება არ იმუშაონ ისე, როგორც გეგონება.
დღის ფერები და ენერგია:
ხუთშაბათი წარმატებულია ცნობიერების რიცხვისთვის 3 (დაბადებულნი 3, 12, 21, 30-ში) — მათთვის იღბლიანი ფერია ყვითელი.
ასევე აქტიურია ცნობიერების რიცხვი 4 (დაბადებულნი 4, 13, 22, 31-ში) — მათი ენერგიის გამაძლიერებელია მწვანე, ცისფერი და ნაცრისფერი ტონები.
დღეს მთავარი ამოცანაა — გაასუფთავო გონება, მოეშვა და ნელა განაახლო საკუთარი ცხოვრება ახალი აზრებით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიყვარული არის სამოთხის დაბადება და ჯოჯოხეთის სიკვდილი“ - გია მურღულია
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი