Digest Logo

„არ ღირს ჯადოსნური ამულეტებისა და ოკულტური რიტუალებით აუტკივარი თავის ატკივება “ - რას წერს ხათუნა ნოელი 7 ნოემბრის ტრანზიტზე

1793957949
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 7 ნოემბრის ასტროლოგიურ ტრანზიტზე საუბრობს:

„მომეჩვენა თუ არა არ ვიცი, მაგრამ რაღაც 7 ნოემბრის გარშემო უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი მგონი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, არიქა, ეს დღე თუ არ გამოიყენეთ, მერე მორჩა, აღარაფერი გეღირსებათ...

არიქა, ეს რიტუალი, არიქა, ის ამულეტი, ის შელოცვა, ეს ისა, ის ისა...

კარგი, ვნახოთ რა ხდება. განა არა, 7 ნოემბრის ასტროლოგიური სურათი ნამდვილად საინტერესოა:

მთვარე სასწორის ზოდიაქოს 24-ე გრადუსზე რეტროგრადულ ვენერას უერთდება და ორივენი ერთად გადიან ე.წ. Via Combusta-ს ანუ დამწვარი გზის მონაკვეთს.

რაც მართალია, მართალია, ეს ზონა გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება და ხშირად განიხილება ხოლმე როგორც სიტუაცია, რომელშიც ემოციური წონასწორობის შენარჩუნება რთულდება და ურთიერთობებში არსებული წინააღმდეგობები უფრო შესამჩნევი ხდება.

თუმცა ახლა მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით დღის კრიზისულ პერიოდად გამოცხადება ნაჩქარევი დასკვნა იქნებოდა!

ყველაფერი, რაც იწვის, დასასრულს არ ნიშნავს, ზოგჯერ ასეც ხდება რომ ეს წვა ცვლილებისთვის საჭირო ენერგიას იძლევა!

განსაკუთრებით ახლა, როცა ამ კონფიგურაციას ისეთი ძლიერი საპირწონე აქვს, როგორიცაა მთვარისა და ვენერას წყვილი ჰარმონიული ასპექტები მარსისა და იუპიტერის შეერთებასთან.

მარსი მოქმედებისა და ნებისყოფის სიმბოლოა, იუპიტერი კი მასშტაბისა და ახალი პერსპექტივების და ეს მძლავრი ტანდემი წარსულში ქექვის ნაცვლად, გააზრებული ნაბიჯების გადადგმისაკენ გვიბიძგებს, გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ არა მხოლოდ წარსულის გადახედვაზე, არამედ გაცნობიერებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის შესაძლებლობაზეც.

მოკლედ რომ ვთქვა, ეს დღე თავისთავად არც გარდაუვალ კრიზისს გვპირდება და არც სასწაულებრივ გარდასახვას. კოსმოსი მხოლოდ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს გვიჩვენებს, ის მხოლოდ შანსებს გვაძლევს, პირადი ისტორია კი თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა დაწეროს, საკუთარი რუკის მიხედვით.

მით უმეტეს, არ ღირს არანაირი ჯადოსნური ამულეტებისა და ბაბაიაგების მთელი არსენალის მომზადება და ზედმეტი მაგიური თუ ოკულტური რიტუალებით აუტკივარი თავის ატკივება“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ჯერ ტუჩის გაკეთება და მერე კბილები? ორთოპედი სადავო თემაზე საუბრობს

🎥 ვინირი VS გვირგვინი: როდის არის თითოეული მათგანის გაკეთება რეკომენდებული? - რამაზ ცხვარაძის განმარტება

⭕ხედავს თუ არა გარდაცვლილი საკუთარ დაკრძალვას და გრძნობს თუ არა ახლობლების მწუხარებას? - რას ამბობს ეზოტერიკოსი

✕