კითხვა, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი სიკვდილის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში აღელვებდა კაცობრიობას. დაკრძალვის ორგანიზებისას ბევრი ქვეცნობიერად ითვალისწინებს, რომ გარდაცვლილი ყველაფერს დაინახავს და ამიტომ, სურს, არ გაანაწყენოს, შეურაცხყოს ის. სულის სხეულთან ყოფნის თემა გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დროს დიდი კამათის საგანია და ეს თემა „თბილისელებთან“ ეზოტერიკოსმა განიხილა:
- საიდუმლო ცოდნის მომხრეთა აზრით, სიკვდილი მხოლოდ ზღურბლია სხვა სამყაროში გადასასვლელად. სული მარადიულია, რომელიც არსებულ გარსს იშორებს და ახალ დონეზე გადადის. პირველი რამდენიმე დღე ინდივიდის ცნობიერება არ ქრება, რაც ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ყველაფერს ხედავს და გრძნობს, ოღონდ მიწიერ ცხოვრებასთან შედარებით, სხვაგვარად. ეზოტერული სწავლებებით, ადამიანს აქვს არა მხოლოდ ფიზიკური სხეული, არამედ ასტრალურიც, რაც აძლევს კიდეც მას საშუალებას, გარკვეული დროით დარჩეს ცოცხლების სამყაროში, დაესწროს გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს და ნახოს ყველა მგლოვიარე. ამიტომაც სულისთვის დაკრძალვა მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა ადამიანური სამყაროსგან საბოლოო განშორების გზაზე.
- იქნებ უფრო მეტი გვიამბოთ ნატიფი სხეულის ენერგეტიკულ კავშირებზე?
- მისტიკური პრაქტიკების მიხედვით, ადამიანის გარშემო არსებობს უხილავი გარსების ერთობლიობა და თითოეული მათგანი პასუხისმგებელია კონკრეტულ ემოციებზე, აზრებსა და სულიერ გამოცდილებაზე. გულის გაჩერების შემდეგ კი, ეს სტრუქტურები ავტონომიურად აგრძელებენ ფუნქციონირებას და გარდაცვლილი მოვლენებს აღიქვამს არა თვალით, არამედ ინფორმაციული ველის საშუალებით. ის გრძნობს საყვარელი ადამიანების მწუხარებას და დამშვიდობების რიტუალის საერთო ატმოსფეროს. ეს ხსნის, თუ რატომ აქვთ სხვადასხვა კულტურაში ღირსეულად ქცევისა და სასაფლაოებზე ტრადიციების დაცვის წესი. მსგავსი ცერემონიალი ჭირისუფალს მძიმე დანაკარგთან გამკლავებაში ეხმარება. მეცნიერები კი ამ მდგომარეობას მომაკვდავის ტვინში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებით ხსნიან: გულის გაჩერებით ტვინი განიცდის ჟანგბადის მწვავე დეფიციტს, რა დროსაც ნეირონებისგან უამრავი სპეციალური ნივთიერება და სიგნალი გამოიყოფა. სწორედ ეს არღვევს რეალობას და იწვევს ჰალუცინაციებს. დოფამინისა და ენდორფინების კომბინაცია უქმნის გარდაცვლილს წარმოუდგენელი სიმშვიდის განცდას, რასაც შეიძლება, ნათელი სურათები ან ფრენის შეგრძნებაც ახლდეს. ამიტომაც ამტკიცებს ბევრი ექსპერტი, რომ სიკვდილი მომაკვდავი ადამიანისთვის ერთგვარი ეიფორიაა, სწორედ ჰორმონების გამო.
- მეცნიერული კვლევებით, როგორია ტვინის აქტივობა სიცოცხლის ბოლო მომენტში?
- ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ადამიანის ტვინი ძალიან ინტენსიურად მუშაობს, წარმოქმნის ძლიერ ელექტრულ ტალღებს, რაც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე. ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რასაც განიცდიან კლინიკურ სიკვდილს გამოვლილი ადამიანები. აღნიშნული ტალღები ჰგავს ღრმა ფიქრებს ან ნათელ სიზმრებს და გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთს სუნთქვის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, მეცნიერებას არ შეუძლია, დაკრძალვის ცერემონიალს დააკვირდეს რამდენიმე დღის შემდეგ. თუმცა არსებობს თამამი თეორიები კვანტური ცნობიერებისა და თანამედროვე ჰიპოთეზების სახით, რის თანახმადაც: ადამიანის აზრები მუშაობს მიკროკოსმოსის კანონებით და ნეირონებში ინფორმაცია კვანტურ დონეზე ინახება. თუ ასეა, მონაცემები შეიძლება არ განადგურდეს ტვინის უჯრედებთან ერთად - ინფორმაცია დაუბრუნდეს სამყაროს ზოგად ენერგეტიკულ ველში, ესე იგი, ცნობიერება შეიძლება არსებობდეს მისი ბიოლოგიური მატარებლისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ეს მტკიცება ჯერჯერობით მხოლოდ ლამაზ მათემატიკურ წინადადებად რჩება.
- იქნებ, რომელიმე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებზე გვიამბოთ, სურათი რომ უფრო ნათელი გახდეს?
- მეცნიერებმა სცადეს იმის პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება, რომ სულს შეუძლია გარედან დააკვირდეს მოვლენებს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს მხოლოდ ჭერიდან ხილული ფარული გამოსახულებები. მერე კი, გამოკითხეს პაციენტები, რომლებიც გულის გაჩერების შემდეგ გაცოცხლდნენ. შედეგები არადამაჯერებელი იყო და ვერ ადასტურებდა სხეულის გარედან ხედვის არსებობას. გადარჩენილ პაციენტთაგან ვერცერთმა ვერ შეეძლო, ზუსტად აღეწერა ის გამოსახულება, რაც, წესით, უნდა დაენახა. ეს ეჭვქვეშ აყენებს ფიზიკური გარსის მიღმა ცნობიერების რეალობას. ამჟამად, მეცნიერებამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გარდაცვლილის მიერ საკუთარი დაკრძალვის ნახვის უნარს. ყველა უჩვეულო გამოცდილება აიხსნება ტვინის ქიმიით და ნეირონების სპეციფიკური ფუნქციონირებით. კითხვა ღიად რჩება თითოეული ადამიანისთვის და მათი პირადი რწმენისთვის. თუმცა, ეზოტერიკოსები და მისტიკოსები საპირისპიროს ამტკიცებენ.
- რას გვეუბნებიან ისინი?
- ეზოტერიკოსებისა და მისტიკოსების აზრით, გარდაცვლილი არა მხოლოდ ხედავს მოვლენებს, არამედ მნიშვნელოვანი მანძილის გავლაც შეუძლია. მაგალითად, ერთ-ერთი გარდაცვლილი თბილისიდან საკუთარ სოფელში გაემგზავრა, რათა დაკრძალვამდე ნათესავები „მოენახულებინა“. თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფიზიკის კანონები, რომლებიც ცოცხალ არსებებზე ვრცელდება, სულზე არ მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, უბრალოდ, გასარკვევია, თუ - ზუსტად რის.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 6 ნოემბერს? - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე
წყარო: tbiliselebi.ge