🟡თუ პაციენტმა ტუჩის ფორმის შეცვლა და პირის ღრუს მოწესრიგება გადაწყვიტა, რა თანმიმდევრობით სჯობს ამ პროცედურების ჩატარება?
🟡როგორ ხდება კბილების განახლება იმ ადამიანებისთვის, ვინც კამერის წინ, ან სცენაზე მუშაობს?
აღნიშნულ საკითხებზე ორთოპედმა რამაზ ცხვარაძემ პოდკასტში „კოტcast“ ისაუბრა:
„ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით. აზრი ორთოპედიაშიც ორად იყოფა. ხშირად არის მომენტი, როცა პაციენტი მოდის, გეუბნება, რომ აი, მითხრა მე კოსმეტოლოგმა, პირობითად ინსტიტუტში, რომ დარგის სპეციალისტმა უნდა გაიკეთო ჯერ კბილები, დაასრულო და შემდეგ მიხედო ტუჩს, მაგრამ არის სიტუაციები, რომ უკეთებ კბილებს, მიდის ადამიანი, გიბრუნდება შემდეგ დამალული კბილებით, ეს უკვე არაესთეტიკურია.
დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ამ დროს იმ დარგის სპეციალისტებს ვინც ტუჩს ამატებს, სჭირდება უკან საყრდენი, ანუ ტუჩს უკან ქსოვილების საფუძველი და საყრდენი, ეს არის კბილები, ღრძილი, ძვალი, ეს ყველაფერი მას სჭირდება, რომ გააკეთოს ტუჩი. ჩვენ რა პრობლემას ვაწყდებით? დაამატებს და ეს ჩვენი გაკეთებული კბილები, ქრება.
მე ასეთ გამოსავალს ვნახულობ ხოლმე, არსებობს „ვოქსაფ“ ტექნოლოგია, როდესაც ხდება პირის ღრუს სკანირება ციფრულად, კეთდება საბოლოო შედეგის წინასწარი იმიტირება, ამ დროს სკანირდება სახეც, რბილი ქსოვილიც, ხდება „3 დ“ რენტგენოგრაფია და ეს „ვოქსაფი“ გადაგაქვს უკვე დაუპრეპარირებელ, დაუმუშავებელ კბილებზე და როდესაც პაციენტი უყურებს, როგორ უხდება ეს ზომა, ფორმა და კბილების ფორმა, აი, მაშინ უკვე უჩნდება სპეციალისტს საყრდენი, წარმოდგენა აქვს სად იქნება კბილები, რომ იმის მიხედვით დაამატოს ტუჩი. ამ ეტაპზე ხდება უკვე ტუჩის გაკეთება. მერე უკვე მე მაქვს ვარირების საშუალება, იმიტომ, რომ ეს კონსტრუქცია არის დროებითი, მე შემიძლია ამ კონსტრუქციას დავამატო, მოვაკლო სურვილის მიხედვით“, - ამბობს რამაზ ცხვარაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: