საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლის - ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.
სოციალურ ქსელში დღეს მთავარი განხილვის თემაც, სწორედ ეს ხმაურიანი სასამართლოა.
ბექა მჭედლიშვილი სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ფაქტია ბასილაშვილი სასამართლომ გაამართლა და მკითხაობა იმაზე არის თუ არა მოძალადე სისულელეა.
„ბასილაშვილზე და დოროყაშვილზე მეც მაქვს აზრი ბარემ.
ფაქტია სასამართლომ გაამართლა და მკითხაობა იმაზე, არის თუ არა მოძალადე, სისულელე მგონია, იმიტომ რომ არავინ არ ყოფილა იქ, როცა ხდებოდა, თუ რამე ხდებოდა და მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე ქალია ან კაცია ვერც მართალი იქნება და ვერც მტყუანი, პროკურატურამ გავასაჩივრებთო და წინაა ეგ ამბავი კიდევ, მაგრამ
კაცი ცოლს, თუნდაც ყოფილს და ზოგადად ქალს, რო რას ჰგავხარ და დატყლარჭული ხარო ეტყვი, სულ რო მართლა რას ჰგავდეს, მანდ გინდ მართალი იყავი, გინდ გასხივოსნდი, გინდა ყველაფერი მოიგე, მაინც ბანძი არაკაცი ხარ ჯიგარო, ახლა გინდა აქედან მოუარე, გინდა იქიდან“, - წერს ბექა მჭედლიშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი...“ - მებო ნუცუბიძე