Digest Logo

„არ ღირს წვრილმანებზე ენერგიის დახარჯვა, ნუ აჩქარდებით, ერიდეთ კონფლიქტებს...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1785149779
ქეთევან ჯანდიერი

ასტროლოგიური პროგნოზი ამ კვირისთვის (27 ივლისი – 2 აგვისტო).

„ადამიანი თავად არის საკუთარი ცხოვრების მშენებელიც და დამანგრეველიც“.

❗️ეს კვირა მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენისა და მომავლის ტენდენციების ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი იქნება. პარადოქსი იმაშია, რომ წარსულში მიღწეულ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ, თუმცა ამავე დროს თამამად უნდა დაანგრიოთ ის ფორმები, რომლებმაც უკვე ამოწურა საკუთარი თავი. არ გადაიტანოთ აგვისტოში ის, რაც უკვე აღარ მუშაობს.

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, მაგრამ არც ის დაკარგოთ, რაც ნამდვილად ღირებულია. განახლება ამ კვირის მთავარი გასაღებია.

კვირის მთავარი თემები:

✅ კრიზისებიდან გამოსვლა

✅ ახალი ცხოვრებისეული ორიენტირები

⚠️ ტექნოგენური და სტიქიური რისკები

⚠️ მოულოდნელი, ფეთქებადი მოვლენები.

❗️საზოგადოება: მსოფლიო დაძაბულ გარემოში ცდილობს თამაშის წესების შეცვლას. მოსალოდნელია პროტესტები, ინტერესთა დაპირისპირება და სისტემების გადაკეთება სხვადასხვა დონეზე.

მოვლენების განვითარებას მხოლოდ ხელისუფლება აღარ განსაზღვრავს.. ხალხის ნებაც გადამწყვეტი ხდება. რაც უფრო ძლიერია “ზემოდან” წინააღმდეგობა, მით უფრო სწრაფად შეიძლება პოზიციების დაკარგვა.

საბოლოოდ, სიმართლე მაინც იმარჯვებს.

✅ მასშტაბური პროექტები;

⚠️ ლოგისტიკური შეფერხებები.

❗️პირადი ცხოვრება: დაფიქრდით იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს: სწორ გზაზე დგახართ? თუ ძველ ჩარჩოებში დარჩებით, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გვერდით ჩაგიაროთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის შეცვლის. მოუსმინეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი სიბრძნე და კეთილი განზრახვები. ცვლილებები მაშინ იწყება, როცა თავად გადაწყვეტთ განახლებაში შესვლას.

✅ შინაგანი გარდაქმნა;

✅ წარმატებული სწავლა;

⚠️ პირადი ინტერესების კონფლიქტი;

⚠️ მრავალი ცდუნება.

❗️სამსახური და კარიერა: იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. ახლა არ ღირს წვრილმანებზე ენერგიის დახარჯვა.

იმოქმედეთ ფართო ხედვით, ნუ აჩქარდებით, ერიდეთ კონფლიქტებს და ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. განსაკუთრებით დააფასეთ ერთგული და საიმედო თანამშრომლები.

✅ წარმატებული მოლაპარაკებები;

⚠️ დაძაბულობა ხელმძღვანელობასთან.

❗️სიყვარული: გაუფრთხილდით თქვენს ადამიანებს. ეს კვირა ნათლად აჩვენებს, რომელი ურთიერთობა დგას მყარ საფუძველზე და რომელი მხოლოდ ემოციასა და ჩვევაზე იყო აგებული. შემთხვევითი კავშირები სწრაფად დასრულდება, ხოლო ძველი პარტნიორები შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში განახლებულები დაბრუნდნენ.

❗️გადაწყვეტილება გულით მიიღეთ. ახალი გაცნობებისთვის საუკეთესო დღეებია: პარასკევი, შაბათი და კვირა..

❗️27 ივლისი - ორშაბათი. დღე თქვენს გამძლეობას გამოცდის, თუმცა მათთვის, ვინც არ ნებდება, ახალ შესაძლებლობებსაც მოიტანს. ემოციურად დაძაბული და ფეთქებადია. ბევრს ექნება სურვილი საკუთარი ადგილისთვის იბრძოლოს, ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველაზე დიდი საყრდენი ერთგული მეგობრები იქნებიან.

🌔 მე-14 მთვარის დღე, 28 ივლისი. სამშაბათი - ორშაბათის დაძაბულობა გრძელდება, თუმცა ყურადღება სამუშაოსა და ფინანსებზე გადადის. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველაფერი და ნუ მისცემთ სხვებს საშუალებას, თქვენი პოზიციები შეარყიონ. მაცდურ, მაგრამ საეჭვო შეთავაზებებს ნუ აჰყვებით! სჯობს ის აირჩიოთ, რაც უკვე თქვენს ხელშია.

🌕 მე-15 მთვარის დღე, 29 ივლისი,ოთხშაბათი. კვირის ყველაზე დატვირთული და დაძაბული დღე. ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ. კამათშიც კი ეცადეთ ურთიერთობები არ გააფუჭოთ. ტექნიკამ შესაძლოა ხშირად შეგაფერხოთ, ამიტომ მხოლოდ მასზე ნუ დაეყრდნობით.

🌕 მე-16 მთვარის დღე, სავსე მთვარე, 30 ივლისი, ხუთშაბათი. დღე მოქმედებისა და გაბედული ნაბიჯებისთვისაა. ნუ დაიხევთ უკან იქ, სადაც ინიციატივის გამოჩენაა საჭირო. წარმატება გაბედულებს მხარეს იქნება. შესაძლოა მოულოდნელი ფინანსური დანაკარგიც მოხდეს, თუმცა ეს სამყაროსგან უფრო დიდი პრობლემის არიდებადაც შეიძლება ჩაითვალოს.

🌕 მე-17 მთვარის დღე, 31 ივლისი, პარასკევი - ივლისის ბოლო დღე შედეგების შეჯამების დროა. დრო მხოლოდ მნიშვნელოვან ადამიანებსა და საქმეებს დაუთმეთ. ახალი სასარგებლო ნაცნობობა მომავალში მყარ საფუძველს ჩაუყრის მნიშვნელოვან პროექტებს. გზაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.

🌖 მე-18 მთვარის დღე, 1 აგვისტო, შაბათი მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველაფერი მოძრაობაშია, არჩევანი თქვენზეა. არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებსა და თვითგანვითარებას. ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლეებიც შესაძლებელია.

🌖 მე-19 მთვარის დღე,  2 აგვისტო, კვირა სიმშვიდე და აუჩქარებლობა სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ. მიჰყევით გულის ხმას და აირჩიეთ ის გზა, რომელსაც შინაგანად გრძნობთ. სამსახურში მხარდაჭერა საჭირო დროს გამოჩნდება, თუმცა მადლიერების გამოხატვაც არ დაგავიწყდეთ. საუკეთესო დასვენება ახლობლებთან ერთად, ქალაქის ხმაურისა და ექსტრემისგან შორს იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორია ბედნიერი ქორწინება ქალის ფსიქოემოციურ სამყაროში? - ფსიქოლოგის განხილვა

„ჩემი ბედნიერება...“ - ირინა ონაშვილი ოჯახთან ერთად კრეტაზე ისვენებს

„არ აჰყვეთ წარსულის ემოციებს და მისი გავლენით გადაწყვეტილებები არ მიიღოთ“ - თაკო მელიქიშვილი 27 ივლისის ენერგიებზე