
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 25 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„მთვარის დღე – 2 / 3
მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე ქალწულში / სასწორში
ვერძი
დღე იქნება მშვიდი. შესაძლოა დაბრუნდეთ დაუმთავრებელ საქმეებთან. ახალი ინიციატივების დაწყება ჯობია გადადოთ. რაც უფრო იჩქარებთ, მით უფრო შეფერხდება პროცესები. იყავით ყურადღებით სამსახურში და ორჯერ გადაამოწმეთ თქვენი მოქმედებები.
კურო
შეიძლება, გამოჩნდეს მცირე სირთულეები, მაგრამ ისინი ისეთი სერიოზული არ იქნება, როგორც თავიდან მოგეჩვენებათ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. ადამიანები მოგიზიდავთ და ახალ გარემოში შეძლებთ სასიამოვნო კომუნიკაციას. ზოგიერთს ელოდება ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება გზამკვლევადაც იქცეს.
ტყუპები
დროა ზომიერება შეინარჩუნოთ ყველაფერში, განსაკუთრებით იმაში, რაც სხვების დახმარებას ეხება. ნუ გახდებით გადამრჩენელი ყველასთვის, რადგან საკუთარი საქმეებიც მოითხოვს ყურადღებას. ყურადღება მოიკრიბეთ მიმდინარე ამოცანებზე და ნუ ფიქრობთ შორეულ მომავალზე, როცა თქვენს მაგიდაზე ბევრი დაულაგებელი საქმე გელით.
კირჩხიბი
დღე ხელსაყრელია. თქვენ ცნობისმოყვარე ხართ, ეძებთ ახალ ინფორმაციას და ცდილობთ სხვისი გამოცდილების გაზიარებას. იყავით უფრო თავდაჯერებული - შესაძლოა, ახალ შესაძლებლობებს წააწყდეთ. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს და გაატარეთ დრო ერთად.
ლომი
რაც დიდი ხანია დაგეგმილი გაქვთ, დღეს განხორციელდება. შესაფერისია შეხვედრები თანამოაზრეებთან. მათი მხარდაჭერა დაგეხმარებათ წარმატებაში. თუმცა, შესყიდვები სჯობს გადადოთ - შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ და კმაყოფილებაც ვერ მიიღოთ.
ქალწული
წარმატება გელით კოლეგებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან. კომუნიკაციები ადვილად შედგება, რაც დააჩქარებს საქმეების შესრულებას. ზოგიერთს კი რომანტიკული გაცნობაც ელოდება, რომელსაც გაგრძელება ექნება.
სასწორი
ემოციური ფონი არასტაბილურია: ხან დაბნეული იქნებით, ხან თავდაჯერებული, ხან ნერვიული. სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაუშვათ ქმედება, რომლის გამოც შემდეგ ინანებთ. სამწუხაროდ, ყველასგან მხარდაჭერას ვერ მიიღებთ, ამიტომ შიდა სიმშვიდეზე თავად იზრუნეთ.
მორიელი
არ ღირს ყველას მიმართ ეჭვიანობა და მათში მტრის ძიება. ეს შეიძლება გულსატკენი იყოს მათთვის, ვინც მეგობრულად გექცევათ. კრიტიკას აგრესიით ნუ უპასუხებთ. სჯობს დაფიქრდეთ - იქნებ მართლა არის აზრი სხვების შენიშვნებში.
მშვილდოსანი
დღეს შესაძლოა, გაღიზიანდეთ სიუხვითა და ხმაურით. მოგინდებათ მარტო ყოფნა და საკუთარი საქმეებით დაკავება. შესაძლოა გეგონოთ, რომ ყველა განზრახ გიშლით ხელს. ემოციები დაგიგროვდებათ და სიმშვიდის პოვნა გაგიჭირდებათ, ამიტომ ნუ ელით ამ დღიდან მაღალ პროდუქტიულობას.
თხის რქა
25 აგვისტოს ნათლად დაინახავთ, რა ნაბიჯებია საჭირო მიზნის სწრაფად მისაღწევად. შესაძლებელია ფინანსური შემოსავალი: პრემია, დავიწყებული ვალი ან შეკვეთის ფასი. ეს კარგი დღეა დიდი შესყიდვებისთვისაც.
მერწყული
დილით ენერგიულად დაიწყეთ საქმიანობა. ეს საუკეთესო დროა აქტიურობისთვის, გეგმებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისთვის. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქმეში ან პირად ცხოვრებაში. შუადღის შემდეგ ჯობია მეტი დასვენება - ყურადღება დაიკლებს და პროდუქტიულობა შემცირდება.
თევზები
კარგი დღეა კომუნიკაციისთვის. ბევრ ადამიანთან ადვილად იპოვით საერთო ენას. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ოფიციალური ურთიერთობები. ხელსაყრელია დოკუმენტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობა. არ დაგავიწყდეთ შესვენებები - სუფთა ჰაერზე გასეირნება ენერგიას შეგმატებთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი ღოღობერიძე უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს - გაიცანით ექიმის ცუგო
⭕ „საოცრად გამოიყურები...“ - თაკო ნაცვლიშვილი მაიორკაზე მოგზაურობს