
ინფლუენსერი და ნინი ბადურაშვილის მენეჯერი კოკი ფერაზი-ფანგანი, რომელიც სოციალურ ქსელში შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ხშირად ჩანს და მათი უდიდესი სიყვარულითაც სარგებლობს, „ფეისბუკზე“ სასიხარულო პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ნინი ბადურაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე ოფიციალურად მიიწვიეს:
„ქართული სილამაზე ვენეციის წითელ ხალიჩაზე! ნინი ბადურაშვილი, რომლის სტილი, დახვეწილობა და შარმი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ახლა უკვე მსოფლიო ასპარეზზე, ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე!
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ოფიციალური მოწვევა ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებისა და „Armani“-სგან,ბრენდისგან, რომელიც საუკუნეა ელეგანტურობისა და კლასის სიმბოლოა!
სწორედ „Armani“ იზრუნებს ნინის ჩაცმულობაზე წითელი ხალიჩისთვის, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მის გამოსვლას.
ეს ის მომენტია, როცა ქართული სილამაზე, სტილი და ტალანტი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა და რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვიქნები მეც,როგორც მისი მენეჯერი, ამ ისტორიული მომენტის თანამონაწილე“, - წერს კოკი ფანგანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საოცრად გამოიყურები...“ - თაკო ნაცვლიშვილი მაიორკაზე მოგზაურობს
⭕ „მოძღვრის ფუნქცია არ არის კურთხევებით გაცხოვროს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე