Digest Logo

„არ იჩხუბოთ, არ გადაიწვათ, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ემოციების გავლენით...“ - ეზოტერიკოსი 14 ივნისის ენერგიებზე

1781424674
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

🌙 თუ დღეს ენერგია მხოლოდ იმდენზე გყოფნით, რომ წამოწვეთ და ცოტა იწუწუნოთ - გილოცავთ, დღის ენერგიებთან სრულ ჰარმონიაში ხართ.

ახალმთვარეობამდე ერთი დღით ადრე რესურსები ხშირად მინიმუმამდე დადის, ამიტომ დღეს მთების გადადგმა აუცილებელი არ არის. მაქსიმუმ, შორიდან შეხედეთ და თქვით: „რა ლამაზია...“.

🏔 29-ე მთვარის დღე გმირობებისთვის, მკვეთრი გადაწყვეტილებებისთვის და დრამატული განცხადებებისთვის არ არის.

ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ!“ სჯობს ცოტა ხნით გადადოთ. ახალი ცხოვრება ახალმთვარეობასაც მოასწრებს მოსვლას. დღეს კი მთავარი შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებაა, მაშინაც კი, თუ სამყარო ისევ ისე იქცევა, თითქოს სცენარის გარეშე გადაღებულ სერიალში ცხოვრობდეთ.

🙃 ✨ დღის მთავარი ამოცანაა: არ იჩხუბოთ. არ გადაიწვათ. არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ემოციების გავლენით. არ შეხვიდეთ იქ, სადაც შინაგანად უკვე გრძნობთ, რომ არ ღირს. დღეს დასვენება სისუსტე არ არის, ეს თქვენი ფსიქიკის ტექნიკური მომსახურებაა.

😌 🌙 მთვარე ტყუპებში გვირჩევს:

👕 ჩაიცვით კომფორტულად

🍞 არ გადააჭარბოთ სწრაფ ნახშირწყლებს

💬 აირჩიეთ მხოლოდ სასიამოვნო და მშვიდი კომუნიკაცია

📵 არ უპასუხოთ იმ ადამიანებს, რომელთა შეტყობინების შემდეგ მონასტერში წასვლის სურვილი გიჩნდებათ

💳 გააუქმეთ არასაჭირო გამოწერები და ფულის უსარგებლო გადინება

🛋 მიეცით საკუთარ თავს ერთი დღე გმირობის გარეშე.

🌙 სიზმრები დღეს შეიძლება უცნაური და ემოციური იყოს. ნუ ეცდებით მათ ისე გაშიფვრას, თითქოს ბედის საიდუმლო ინსტრუქცია იყოს. შესაძლოა, თქვენი ნერვული სისტემა უბრალოდ ქვეცნობიერიდან დაგროვილ ემოციურ „ნაგავს“ ასუფთავებდეს.

😌 დღის სიბრძნე: დღეს ბედთან თამაშმა შეიძლება წაგებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ სჯობს აირჩიოთ სიჩუმე, ჩაი და რეჟიმი „ამჟამად აღდგენაზე ვარ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დავძლიოთ ღამით ჭამის სურვილი? რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

„საკუთარი აზროვნების დამოუკიდებლობის გამოცდას გავივლით, რამდენად შეგვიძლია სიცრუისა და სიმართლის გარჩევა...“ - რას ველოდოთ ახალმთვარეობისგან

„ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას...“ - არუნ ხათრი თხილეულის სასარგებლო თვისებებზე