Digest Logo

„არ იჩქაროთ, არ დააჩქაროთ მოვლენები, ამ დღეს ყველაფერი ბუნებრივად იხსნება“ - 15 აპრილის ასტროპროგნოზი

1776243719
15 აპრილის ასტროპროგნოზი

დღევანდელი დღე - 15 აპრილი - მრავალშრიანი და გარკვეული თვალსაზრისით გარდამტეხი დღეა, რადგან ვიმყოფებით წყლის სიღრმიდან ცეცხლის ენერგიაში გადასვლის პროცესში.

დღის განმავლობაში მთვარე კვლავ თევზების ნიშანში იმოძრავებს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის გრძნობების, ინტუიციის, სიფაქიზის და საკუთარ თავში ჩაღრმავების დრო. თუმცა უკვე საღამოს იგი ვერძში გადადის და ჩვენ მკაფიოდ შევიგრძნობთ, როგორ ინთება შიგნით ცეცხლი - როგორ ჩნდება იმპულსი, მოქმედების სურვილი, გამოხატვისა და საკუთარი თავის წარმოჩენის მოთხოვნილება. მთვარე ვერძში გადავა 18:05 საათზე თბილისის დროით, თუმცა მანამდე 1 საათის განმავლობაში - 17: 05-დან იქნება მთვარის უკურსო პერიოდი
ამ დროს არ არის რეკომენდებული რაიმე პრინციპულად ახალი საქმის დაწყება - არ ღირს ხელშეკრულებების გაფორმება, დოკუმენტების შეტანა, მსხვილი შესყიდვების განხორციელება ან მნიშვნელოვანი შეხვედრების დანიშვნა.

დღის განმავლობაში მთვარე რამდენიმე მნიშვნელოვან შეერთებას გაივლის - დილით მერკურთან, შემდეგ ნეპტუნთან, დღის მეორე ნახევარში მარსთან, ხოლო ღამით სატურნთან. ეს ასპექტები ძლიერ აისახება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე და შეიძლება იგრძნოს, თითქოს ერთ დღეში რამდენიმე განსხვავებულ მდგომარეობას გავდივართ - სიცხადიდან ბუნდოვანებაში, ბუნდოვანებიდან ენერგიის მოზღვავებაში და იქიდან გაცნობიერებასა და პასუხისმგებლობაში.

საქმიანი აქტივობისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო იქნება დილის საათები. ამ პერიოდში გონება მკაფიოდ მუშაობს, აზრები ადვილად ლაგდება, კომუნიკაცია გამარტივებულია. ამიტომ დილა იდეალურია მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის და ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

ყველაფერი, რაც მოითხოვს ლოგიკას, კონცენტრაციას და სიზუსტეს, უმჯობესია შესრულდეს დღის პირველ ნახევარში. შესაძლებელია იგრძნოთ კიდეც, რომ იმყოფებით ნაკადში, როდესაც ყველაფერი ბუნებრივად ეწყობა.
შუა დღეს ენერგია იცვლება - მთვარე ნეპტუნთან შეერთებისკენ გადადის და ირთვება უფრო სენსიტიური, ინტუიციური ფონი. გვიჩნდება სურვილი შევანელოთ ტემპი, დავრჩეთ სიჩუმეში, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს გაფანტულობა, მეოცნებეობა და ემოციური მგრძნობელობა. ამ პერიოდში ადვილად შეიძლება ვენდოთ არასწორ ადამიანებს ან სიტყვებს, დავამატოთ ის, რაც რეალურად არ არსებობს, ან ვერ შევამჩნიოთ მნიშვნელოვანი დეტალები. ამიტომ სჯობს საქმიანი აქტივობა შევამციროთ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში არ ვიჩქაროთ, გადავამოწმოთ ინფორმაცია და არ მივიღოთ გადამწყვეტი გადაწყვეტილებები.

ამავდროულად, ეს ძალიან კარგი დროა შემოქმედებისთვის, მედიტაციისთვის და შინაგანი პროცესების გასაღრმავებლად. საღამოს ენერგია მკვეთრად იცვლება. მთვარე ვერძში გადადის და მარსთან შეერთდება, რაც იწვევს ძლიერ ენერგეტიკულ იმპულსს. ეს შეიძლება იგრძნოს, როგორც შიგნით „სტარტის ღილაკის“ ჩართვა - ენერგია იმატებს, ჩნდება მოქმედების სურვილი, სისწრაფე, პირდაპირობა და მოუთმენლობა. ეს შესანიშნავი დროა ფიზიკური აქტივობისთვის, სპორტისთვის და თამამი ნაბიჯებისთვის. თუმცა თუ ამ ენერგიას ვერ გავაკონტროლებთ, მარტივად შეიძლება გადავიდეთ კონფლიქტში, გაღიზიანებაში და მკვეთრ ქმედებებში, რომელზეც მოგვიანებით ვინანებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ენერგია შეგნებულად მივმართოთ კონსტრუქციულ და შემოქმედებით მიმართულებაში.

დღეს ასევე მერკური გადადის ვერძის ნიშანში, რაც აჩქარებს აზროვნებასა და მეტყველებას. სიტყვები შეიძლება უფრო სწრაფად გაჟღერდეს, ვიდრე მოვასწრებთ გააზრებას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო კომუნიკაციაში.

მიუხედავად ამ დინამიკისა, დღე მხარდაჭერილია ჰარმონიული ასპექტებით - ურანისა და პლუტონის სექსტილებით, რაც მიუთითებს, რომ მიმდინარე მოვლენები არ არის შემთხვევითი. მოულოდნელი ცვლილებები და შინაგანი გარდატეხები გვამზადებს ტრანსფორმაციისთვის და ახალი ეტაპისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ვუახლოვდებით 17 აპრილის ძლიერ ახალმთვარეობას.

ამასთან, მთელი დღის განმავლობაში ჩვენს შინაგან პროცესებზე გავლენას ახდენს ოცდამერვე მთვარის დღე - ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ამაღლებული მთვარის ციკლში. ეს არის მშვიდი სიცხადის პერიოდი, როდესაც გული იხსნება და გვაძლევს შესაძლებლობას გავიაზროთ უფრო ღრმა სულიერი კანონები. ამ დღის სიმბოლო ლოტოსია - სისუფთავის, გახსნის და შინაგანი გაბრწყინების ნიშანი. ის, რაც სიღრმეში იბადება, საბოლოოდ სინათლეში იშლება, და სწორედ ასე შეგვიძლია ამ დღეს ჩვენც გამოვიდეთ ილუზიებიდან, შიშებიდან და დავინახოთ რეალობა სუფთა ხედვით.

ოცდამერვე მთვარის დღეს მოაქვს სიმშვიდის ენერგია, შინაგანი წინააღმდეგობებისგან განთავისუფლება და ჰარმონია. ეს იდეალური დროა გაცნობიერებისთვის, სულიერი გამოფხიზლებისთვის და იმის გასააზრებლად, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ჩვენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში და რატომ განვითარდა მოვლენები სწორედ ასე. ჩვენ ვუახლოვდებით მთვარის ციკლის დასრულებას, და ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ მთლიანი სურათი.

ამ ენერგიებთან თანხვედრისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ შინაგანი სიმსუბუქე და სისუფთავე. არ გადაიტვირთოთ ხმაურიანი მოვლენებითა და მძიმე საუბრებით - ეძიეთ სიჩუმე, მარტოობა, ბუნებასთან კავშირი. ეს შესანიშნავი დროა მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის, მადლიერებისთვის, შემოქმედებისთვის და ენერგეტიკული აღდგენისთვის.

დღეს განსაკუთრებით მარტივია კავშირი საკუთარ უმაღლეს „მე“-სთან. საკმარისია ჩამოაყალიბოთ განზრახვა: დაე გამეხსნას ჭეშმარიტება, რომელიც მშვიდობისა და სინათლისკენ მიმიყვანს.

ამრიგად, არ იჩქაროთ, არ დააჩქაროთ მოვლენები და ნუ ეცდებით ძალით რაიმეს შეცვლას. ამ დღეს ყველაფერი ბუნებრივად იხსნება - როგორც ყვავილი განთიადზე, როგორც ლოტოსი წყლის ზედაპირზე. ეს არის განწმენდისა და შინაგანი განახლების დღე, როდესაც მნიშვნელოვანია მადლიერება, მიღება და სილამაზის დანახვა ყველაზე უბრალო დეტალებშიც.

გისურვებთ სინათლით, სიცხადით და შინაგანი სიმშვიდით სავსე დღეს. გახსოვდეთ - ვარსკვლავები გვიჩვენებენ მიმართულებას, თუმცა არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა დამოკიდებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა „აუტისტს“ სალანძღავად იყენებ, შენ არ ხუმრობ და შენ აკნინებ ბავშვებს, მშობლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან“ - ხატია სიჭინავა

⭕„თუ გაქვთ დიაბეტი და ყოველდღე მიირთმევთ მაკარონს, პურს, სუხარს — უნდა იცოდეთ სიმართლე“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕„დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ“ - მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ