„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტმა, სადაც მან ოპონენტების მისამართით ფრაზა „პოლიტიკური აუტისტები“ გამოიყენა, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
შშმ ბავშვის მშობელი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, ნიკა გვარამიას მიერ გამოყენებულ ტერმინს - „პოლიტიკური აუტისტები“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როცა „აუტისტს“ სალანძღავად იყენებ, შენ არ ხუმრობ.
შენ აკნინებ ბავშვებს, მშობლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან და მაინც სიყვარულით ცხოვრობენ.
შეიძლება მათ სხვანაირად ესმით სამყარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები ღირსება აქვთ.
ეს ბავშვები ჩვენი მომავალია ❤️
და ჩვენ არავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას!
ისწავლეთ სიყვარული და პატივისცემა მათგან!
მათ ეს ბევრ თქვენგანზე კარგად შეუძლიათ“, - წერს ხატია სიჭინავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ“ - მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ