Digest Logo

„არ ისესხოთ და გაასესხოთ ფული, არ მიიღოთ ალკოჰოლი...“ - 8 აპრილს მზის სრული დაბნელებაა, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

1711703479
მზის სრული დაბნელება

2024 წლის 8 აპრილს ვერძის ნიშანში მზის სრული დაბნელება და ახალი მთვარე იქნება. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა, სერიოზული ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დასაწყისი აღმოჩნდეს. ვერძი ცეცხლის ელემენტია და მას იმდენად სწრაფი განვითარების მოტანა შეუძლია, რომ გავლენას ყველა იგრძნობს. 

აღსანიშნავია, რომ დაბნელება თითოეული ადამიანის განწყობასა და ემოციებზე მოქმედებს და როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, ამ დღეს შფოთვა, მომატებული გაღიზიანება იგრძნოთ. მზის სრული დაბნელება 2024 წლის დაბნელების დერეფანს დახურავს. ამიტომაც, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ, რომ კონფლიქტები თავიდან აირიდოთ.

 მზის დაბნელების დღეს რეკომენდებული არ არის:

⏺ ფულის სესხება, ან გასესხება;
⏺ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება;
⏺ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა;
⏺ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა;
⏺ ჩხუბი, კამათი, დაპირისპირება;
⏺ ურთიერთობის დასრულება;
⏺ სამსახურიდან მოულოდნელად წასვლა;
⏺ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
⏺ შორ მანძილზე სამოგზაუროდ წასვლა;
⏺ ალკოჰოლის მიღება.
 
ამავდროულად, 8 აპრილის მზის სრული დაბნელება ერთ-ერთი გამორჩეული და იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა. ამ კონკრეტული დაბნელების დროს მთვარე, მზე და დედამიწა სწორ ხაზს ქმნიან. შემდეგ კი დედამიწის თანამგზავრი მზის შუქს მთლიანად ფარავს. 8 აპრილს მთვარე დედამიწასთან უფრო ახლოს იქნება და შესაბამისად, უფრო მკვეთრად და დიდად გამოჩნდება. მზის სრული დაბნელების დროს მზის გვირგვინზე დაკვირვებაც იქნება შესაძლებელი.

გარდა აკრძალვებისა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწოთ. თუკი ამ დღეს გადაწყვეტთ, რომ მავნე ჩვევები მოიშოროთ, ფიზიკური აქტივობა დაიწყოთ, ამ მიმართულებით, არსებული წესები შეცვალოთ, კვების მოდელს გადახედოთ, წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.

მზის დაბნელების დროს მშვიდად ყოფნა და განტვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული ენერგია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

გარდა ამისა, კარგია, თუ სამომავლო გეგმებს შეადგენთ და ყველა იმ მიზნისა და ოცნების შესახებ ჩამოწერთ, რომლებიც გინდათ, რომ აგისრულდეთ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს მიზნებზე ფიქრს განსაკუთრებული ძალა აქვს.

ასევე, აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ, მოძველებული, ტოქსიკური ურთიერთობებისაგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ და უარი თქვათ იმ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რომლებსაც თქვენთვის ზიანი მოაქვთ. საფუძვლიანად დაასუფთავეთ სახლი, მოძველებული ნივთები კი გადაყარეთ.

გააკეთეთ რაიმე კარგი და დადებითი, გამოხატეთ კეთილგანწყობა, დაეხმარეთ ადამიანებს. ეს ენერგია უკან დაგიბრუნდებათ და თავადაც წარმატებასა და გამართლებას ნახავთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც“ - ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

⭕„ეს გამარჯვება კიდევ უფრო დიდ სახელს ატარებს, რადგან მის უკან არა საბჭოთა კავშირი, არამედ თვითონ სახელმწიფო საქართველოა“ - გოგა ჩანადირი

⭕🎥 რა კერძები უყვართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს? - „როცა ღომი და ხარჩო გვაქვს ტაციაობაა“

წყარო: www.beaumonde.ge