Digest Logo

„ეს გამარჯვება კიდევ უფრო დიდ სახელს ატარებს, რადგან მის უკან არა საბჭოთა კავშირი, არამედ თვითონ სახელმწიფო საქართველოა“ - გოგა ჩანადირი

1711630072
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული მატჩის შემდგომ გადაღებულ ფოტოებს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. 

როგორც იგი წერს,  ეს გამარჯვება კიდევ უფრო დიდ სახელს ატარებს. 

„როგორ გაიხარეს ბავშვებმა საქართველოს ნაკრების მოგებით. აგერ, შეხედეთ ფოტოებს.

ახლა ხომ ყველამ გავიგეთ, რა ხდებოდა 1981 წლის 13 მაისს, „დინამომ" თასების თასი რომ მოიგო? ისიც საქართველოს ნაკრები იყო, ისიც საქართველოს სახე იყო.

ოღონდ, ეს გამარჯვება კიდევ უფრო დიდ სახელს ატარებს, რადგან მის უკან არა საბჭოთა კავშირი, არამედ თვითონ სახელმწიფო საქართველოა. ამ ბავშვებმა დიდი გამარჯვება უკვე ნახეს, გემო გაუგეს სახალხო სიხარულსა და ბედნიერებას.

ამ ბავშვებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია უყალიბდებათ და ეს დამაჩაჩანაკებელი სიტყვა - ბედკრული საქართველო მათი სათქმელი აღარ იქნება.

ამ ბავშვებმა უკვე გაიგეს, რომ ნიჭს, შრომას, სამშობლოსთვის ბოლომდე დახარჯვას გამარჯვება მოქვს.
ამ ბავშვებმა გაიხარეს. იხარონ, იხარონ, იხარონ, ამინ!“, - წერს გოგა ჩანადირი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „საერთოდ აღარ გვაქვს ემოცია, ეს იყო 2-3 წუთში გამოშვებული მთელი ერის დაგროვებული ყველა ემოცია...“ - დათო ლიკლიკაძე

⭕„ყოველ წვიმიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა...ერთხელ, მიკროავტობუსის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო“- რას წერს მეზობელი ნიკა კვეკვესკირზე

⭕🎥 რა კერძები უყვართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს? - „როცა ღომი და ხარჩო გვაქვს ტაციაობაა“