Digest Logo

„არ მიიღო გადაწყვეტილებები ემოციურობის ფონზე...“ - რა გავლენას მოახდენს ადამიანებზე 3 მარტის „მთვარის დაბნელება“ ქალწულის ნიშანში?

1772208446
მთვარის დაბნელება

3 მარტს სრულდება „დაბნელებების დერეფანი“, „მთვარის დაბნელებით“ ქალწულის ნიშანში. დაბნელებები საბედისწერო ცვლილებების კატალიზატორებია. ისინი გვიხსნიან შესაძლებლობების ფანჯრებს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ემოციური აფეთქება და შინაგანი კონფლიქტები.

„მთვარის დაბნელება“ ყოველთვის ატარებს კულმინაციის და დასრულების ენერგიას. ზედაპირზე ამოდის გადაღლის, გადატვირთვის იმედგაცრუებისა და შინაგანი წინააღმდეგობების თემები. შეიძლება გამძაფრდეს განცდა, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე დიდ ტვირთს ატარებდით საკუთარ მხრებზე. სამსახურში, ურთიერთობებში, ან ყოველდღიურ საკითხებში.

ამავე დროს, ეს დაბნელება გაძლევს შესაძლებლობას წერტილი დასვა გარკვეულ საკითხებში.

უარი თქვა ილუზიებზე და სიტუაციას ფხიზელი თვალით იყიდო.

ამჩნევ, რა აღარ მუშაობს ძველებურად და რა საჭიროებს გადახედვას.

დაბნელების დერეფანი ატარებს ფატალურობის და ემოციური გადატვირთვის ხასიათს. ამ პერიოდში იმატებს იმპულსურობა, ხდება დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი ხდება.

დაბნელებები იშვიათად ხდება ჰაერიდან, ისინი აძლიერებენ იმას, რაც უკვე დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა შენგან ყურადღებას.

ამ პერიოდის გავლა სჯობს შემდეგნაირად:

  • არ მიიღო გადაწყვეტილებები ემოციურობის ფონზე.
  • შეამცირეთ დატვირთვა, სადაც შესაძლებელია.
  • ორჯერ გადაამოწმე შეთანხმებები და ინფორმაცია.
  • ყურადღება მიაქციე ძილსა და სხეულს.

მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის წინ მიეცი საკუთარ თავს პაუზა.

დაბნელებები ძლიერი კოსმოსური მოვლენებია, რომლებიც ცვლიან ჩვენი ბედის ბორბალს. იწვევენ ძლიერ ენერგეტიკულ ძვრებს, როგორც ჩვენ შიგნით, ისე გარშემო. ენერგიას შეუძლია ახალ საფეხურზე აყვანა და სერიოზული ნაბიჯების წინაშე დაყენება. დაბნელების იგნორირება ნიშნავს შანსს, დაიწყო ახალი ფურცლიდან. მაქსიმალურად გამოიყენეთ შანსები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„მოთმინებაში ვარჯიში არის ყოველდღიური საქმიანობა ქრისტიანისა, შენი ერთგულება უფლისადმი იცდება“ - თეოდორე გიგნაძე

„როგორ ტრიალებს დედამიწა უსასრულო სივრცეში? პლანეტა ცოცხლობს, ცივილიზაციები ინგრევა, იმპერიები ქრება“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

🎥 ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2-იდან 8 მარტის ჩათვლით კრიზისიდან გამოსვლის პერიოდი აქვთ - „მინდა მოგილოცოთ“

წყარო: www.facebook.com