
ასტროლოგიური თვალსაზრისით, წინ საკმაოდ რთული და საინტერესო კვირები გველოდება.
14 მარტიდან - 29 რიცხვის ჩათვლით დაბნელებების პერიოდი იწყება. გარდა ამისა, ვენერა (სიყვარულის და ფინანსების მმართველი პლანეტა) მალე რეტროგრადული გახდება, რაც ბევრ რამეზე მიგვანიშნებს.
მარტის თვის პროგნოზზე სოციალურ ქსელში ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„მარტში არაფერი არ უნდა დაგეგმოთ, იმდენად ტრანსფორმაციული და მძიმე თვეა.
14-დან 29 მარტის ჩათვლით გვექნება დაბნელებები, ამ პერიოდში არ ვარგა არც კონფლიქტები, შენაძენები, ოპერაციები, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, რადგან დაბნელება შემდეგ იწვევს ჩაბეჭვდას და ამის კორექტირება აღარ ხდება. უნდა იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რადგან თქვენს ყველა ქმედებას, სიტყვას ექნება სერიოზული, საბედისწერო გავლენა შემდგომში თქვენს მომავალზე. ეს ეხება 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს.
12 აპრილის ჩათვლით ვენერა, ანუ სიყვარულის და ფინანსების მმართველი პლანეტა არის რეტროგრადული. ეს ნიშნავს, რომ ყოფილები დაბრუნდებიან, მოგაწვებათ ნოსტალგიები და გახსენდებათ სცენარები წარსულიდან. ფინანსური დაბანდებები არ ვარგა, არც ახალი ურთიერთობების წამოწყება, რადგან უამრავი ხარვეზი იქნება. ძველი ურთიერთობების კორექტირება, ვალების გასტუმრებისთვის კარგი პერიოდია. ნუ დაგავიწყდებათ დაბნელებების პერიოდი, როცა სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, ეს კი შინაგანი ჰარმონიის მოძებნაშია.
არ მინდა მესამე მსოფლიო ომზე ფიქრი, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავ ისეთი სერიოზული, ნეგატიური ტენდენციებია ამ მიმართულებით.
კარგი პერიოდია თევზებისთვის, კირჩხიბებისა და მორიელებისთვის. არის ოდნავ დეპრესიული, თუმცა ინტუიციური პერიოდი, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიზმრებს და შეგრძნებებს.
ასევე დაგაინტერესებთ: