ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც რეტროგრადულ მერკურზე ისაუბრა.
ეზოტერიკოსმა განმარტა რას უნდა ვერიდოთ და რა უნდა გავაკეთოთ მიმდინარე პერიოდში;
„რეტროგრადული მერკური დიდად არაფერს გვიშვრება, უბრალოს გვაბრუნებს წარსულში, გვაფიქრებს იმაზე რა გვინდა და ხელს გვიწყობს გადავაფასოთ ფასეულობები. ამიტომ სასურველია არ მივიღოთ რაიმე სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით კარიერასთან და პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით.
23 ივლისიდან უნდა მოვემზადოთ მზის დაბნელება, რადგან გვაქვს 12 აგვისტოს. ეს პერიოდი შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ. თუ რაიმე შეცდომა დავუშვით მიმდინარე პერიოდში, 23 ივლისის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს გამოვასწოროთ. ამიტომ უნდა შევხედოთ სხვა თვალით ყველაფერს და გამოვასწოროთ.
როცა მერკური რეტროგრადულია, ამ დროს რთულია ინფორმაციის შესწავლა ან გადმოცემა, შესაბამისად უნდა თქვას რომ აბიტურიენტებს ამ მხრივ არ გაუმართლათ. შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია. შესაბამისად თუ შეცდომა მოგვივიდა, ვიფიქროთ იმაზე: იქნებ ასე იყო უმჯობესი. შეიძლება ერთგვარი მინიშნება იყოს ეს“, - აღნიშნა ნინა სუსლოვამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
🎥 თამო ვაშალომიძე ბათუმში ისვენებს - მოდელი ზღვის ხედზე პოზირებს