ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გორდონმა რომ ბურთი გაიტანა, სიკეთე იყო თუ ბოროტება?
ინგლისისთვის სიკეთე იყო, არგენტინისთვის - ბოროტება.
შემდეგ სამხრეთ ამერიკელთა ორი გოლი რაღა იყო?
პირიქით იყო, პირიქით - არგენტინის ბედნიერება და ინგლისელთა დიდი მწუხარება.
ეს სოციალური ფარდობითობაა - მოვლენა ერთია, განუსხვავებელია, მისი აღქმა და ხედვა კი - ორი და ურთიერთგამომრიცხავი.
მნიშვნელობა იმას აქვს, ამ მოვლენას სახელს ვინ არქმევს - მომპოვებელი თუ დამკარგავი, გახარებული თუ დამწუხრებული.
ერთსა და იმავეს უყურებენ და ამ დროს ერთი იღიმება, მეორე კი ტირის.
სამყარო ორი ნიღბის თამაშია.
ბრძენნი ამბობენ, ისინი ყოველთვის ერთმანეთს ემსგავსებიანო.
იქნებ ასეც არის - ნიღაბი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სახე ხომ ერთია“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თამო ვაშალომიძე ბათუმში ისვენებს - მოდელი ზღვის ხედზე პოზირებს
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 16 ივლისის ენერგიებზე