რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ბავშვს როგორ უნდა მივუდგეთ, რომ მეცადინეობა მეტად ნაყოფიერი იყოს - ამის საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსი და ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.
♈ ვერძი
ისინი ლიდერები არიან პატარაობიდანვე. უჭირთ ერთ ადგილას გაჩერება, თუ მათთვის საინტერესო რამ არ ხდება. ასევე ისინი არიან ბუნტისთავები, როგორც კარგი, ასევე ცუდი მიმართულებითაც. მათ აუცილებლად სჭირდებათ ისეთი სპორტით დაკავება, სადაც ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.
♉ კურო
არიან ბეჯითები, თუმცა მათი დიდი მინუსი არის სიზარმაცე. არ უყვართ შენიშვნის მიცემა.
მშობლებმა ისინი ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიოს დამოუკიდებლობას და გამოიყვანონ კომფორტის ზონიდან.
♊ ტყუპები
აინტერესებთ ყოველთვის ყველაფერ და მაქსიმალურად ცდილობენ ყველა სახის ინფორმაცია აითვისონ. მათი მინუსი არის ზედაპირული სწავლა, ის რაც დღეს იცოდნენ შეიძლება, ხვალ უკვე დავიწყებულიც ჰქონდეთ.
♋ კირჩხიბი
აქვთ ემოციური დამოკიდებულება სწავლასთან დაკავშირებთ. შეუძლია, რომ ისწავლონ ძალიან კარგად, ან საერთოდ არ ისწავლონ გააჩნია როგორ ხასიათზე იქნებიან.
მშობელმა მათ აუცილებლად უნდა ასწავლოს ემოციის კონტროლი, და მიახვედროს რომ მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავისთვის. ძირითად შემთხვევაში არიან კეთილები, და მზად არიან ყველას დააწერინოს დავალება და დაეხმარონ.
♌ ლომი
ამბიცურები და ლიდერები არიან. მათ აქვთ ამბიცია იყვნენ პირველები, ჰქონდეთ მაღალი ნიშანი, უყვარდეს მასწავლებელს. მშობლებმა უნდა მიაჩვიოს ამბიციების სწორ მართვას. ყველაზე ხშირად მედალოსნები სწორედ ლომები არიან.
♍ ქალწული
აქვთ ამბიცია იცოდნენ ყველაფერი. თუ არის ამოცანა ამოსახსნელი, მანამ არ ამოხსნან ბოლომდე თავს არ დაანებებენ. მათთვის შრომა და დისციპლინა არის მთავარი და მშობლებმა უნდა ასწავლოს, რომ თუ დაბალ ნიშანს მიიღებენ ეს კატასტროფა არ არის.
♎ სასწორი
ცდილობენ იყვნენ მეგობრები და ჰარმონიულები. მშობლებმა აუცილებლად უნდა ასწავლოს სწორი კომუნიკაციის უნარი და თუ რაიმე ხდება თქვან. მათ შეუძლიათ სწავლა, თუმცა აქ არის ბალანსის დაჭერა აუცილებელი.
♏ მორიელი
თუ მოსწონს სწავლობს, თუ არ მოსწონს არ სწავლობს - ასეთია მათი დამოკიდებულება სწავლისადმი. მათ საგანთან ერთად უნდა მოსწონდეს მასწავლებელიც, რომ ისწავლოს ეს საგანი.
მშობელმა არ უნდა დააძალოს სწავლა, მათ აქვთ საოცარი დაკვირვების უნარი და შეუძლიათ სწავლაც თუ სურვილიც ექნებათ.
♐ მშვილდოსანი
მათ არ უყვართ ჩარჩოებში მოქცევა და სკოლის წესები. ის რაც მათ თავისუფლებას ზღუდავს იწვევს დისკომფორტს.
მშობლებმა უნდა მისცენ მეტი თავისუფლება, აკეთონ ის რაც უნდათ.
♑ თხის რქა
არიან მონდომებულები და დისციპლინის მოყვარულები. შეიძლება არ ისწავლოს სახლში, მაგრამ აუცილებლად გადაიკითხავს და ისე შევა გაკვეთილზე. მათი ცოდნა შეიძლება კლასელებმა გამოიყენონ ბოროტულად.
♒ მერწყული
უნდა უჩვენო, რომ სწავლა მათთვის საჭიროა და გაუჩინოს მშობელმა სწავლის მიმართ ინტერესი.
♓ თევზები
მათთვის აუცილებელია გარემო, სადაც იმყოფება იყოს კომფორტული და მისაღები. ასევე აუცილებელია მათთვის მასწავლებელთან კომუნიკაცია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადების დღეს გილოცავ!“ – ელენე ეპიტაშვილი ნინიკო მამარდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
🎥 გიორგი ძოწენიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადაცემის წამყვანი გახდა
⭕„ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა უამრავ გამარჯვებას იმსახურებს“ - ხვიჩა კვარაცხელია