როგორი იქნება ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რა ტენდენციებს გაააქტიურებს ცის კაბადონზე ვარსკვლავების განლაგება - ამ საკითხზე, ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ ასტროპროგნოზს აქვეყნებს:
„მთვარის „უკურსო მოძრაობა“
ოქტომბერი
ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:
* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენები.
რეკომენდებულია:
* დასვენება;
* მედიტაცია;
* ვიზუალიზაცია;
* მუსიკის მოსმენა;
* კითხვა;
* საყვარელი საქმის კეთება;
* რაღაცის მოწესრიგება, დასუფთავება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება