Digest Logo

„არაა გამორიცხული, რომ იგრძნოთ გადაღლა...“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი 11 სექტემბრის ახალმთვარეობისთვის

1789122537
ხათუნა ნოელი

ცაზე ახალი მთვარის გამოჩენა ასტროლოგიურად ყოველთვის ახალი ინიციატივების, გეგმების დასახვისა და შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდთან ასოცირდება. ასტროლოგების განმარტებით, ახალმთვარეობის ენერგეტიკა საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ძველი, ამოწურული ეტაპის დასასრულებლად და ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შემოსაშვებად. სამეცნიერო თვალსაზრისით კი, ეს ბუნებრივი ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორის ექცევა და ღამის ცაზე პრაქტიკულად უხილავი ხდება.

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 11 სექტემბრის ახალმთვარეობაზე წერს:

„11 სექტემბერს, თბილისის დროით 7:27-ზე, ქალწულის ზოდიაქოს მე 19 გრადუსზე ახალმთვარეობაა.

ახალმთვარეობის ენერგეტიკული გავლენა ჩვეულებრივ 3 დღე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიულად ახალმთვარეობა კონკრეტულ წუთზე ფიქსირდება ხოლმე, ენერგეტიკული გავლენა დაახლოებით 3 დღე გრძელდება. უშუალოდ ახალმთვარეობის და წინა და მომდევნო დღეები.

ეს პერიოდი უფრო მეტად შრომატევადი და ანალიტიკურია, ვიდრე ემოციურად რთული. რადგან ახალმთვარეობა ქალწულშია, მიწის სტიქიის ნიშანში, მთავარი აქცენტები დაისმება ისეთ თემებზე, როგორიცაა პრაქტიკულობა, სტაბილურობისკენ სწრაფვა, წესრიგი, დეტალები და ყოველდღიური რუტინა.

ეს დღეები საუკეთესო დროა გეგმების დასასახავად, საქმეების ორგანიზებისთვის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის დასაწყებად და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

ახალმთვარეობის დღეს (და მომდევნო 24 საათში) ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, მასშტაბური საქმეების პრაქტიკულად დაწყებას უნდა მოერიდოთ. კარგია ძველი, გამოუსადეგარი ნივთების გადაყრა ან ციფრული ფაილების მოწესრიგება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეალური დროა დაგეგმვისთვის, უშუალოდ მოქმედებისთვის ენერგია ჯერ კიდევ მინიმალურია.

არაა გამორიცხული რომ იგრძნოთ გადაღლა, გადამეტებული თვითკრიტიკა ან შფოთვა დეტალების გამო. ქალწულის ნიშნის უარყოფითი მხარე გადამეტებული პერფექციონიზმია. მოერიდეთ საკუთარი თავის ან ახლობლების წვრილმანების გამო გაკილვას, რადგან ამ დღეებში წამოწყებული კონფლიქტი დიდხანს გაჰყვება ურთიერთობას.

ახალმთვარეობისას ორგანიზმის იმუნიტეტი და ენერგეტიკული ტონუსი ისედაც დაბალია. ნუ გადატვირთავთ სხეულს მძიმე ვარჯიშით.

ქალწული მართავს საჭმლის მომნელებელ სისტემას. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ამ დღეს მოერიდეთ გეგმურ ქირურგიულ ჩარევებს მუცლის ღრუსა და ნაწლავებზე“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე