Digest Logo

„არაა გამორიცხული ვიხილოთ მთელი რიგი გადატრიალებები...“ - გიორგი ლობჯანიძე 18 იანვრის ახალმთვარეობაზე

1768648710
გიორგი ლობჯანიძე

18 იანვარს თხის რქის ნიშანში 2026 წლის პირველი ახალი მთვარეა. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია, საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე სრულად ვკონცენტრირდეთ და სამომავლო პერსპექტივა ცხადად განვსაზღვროთ.

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე 18 იანვრის ახალმთვარეობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამ დღის ტენდენციებზე წერს:

„ხვალ, 18 იანვარს, თბილისის დროით 23:52 საათზე, გვექნება წლის პირველი ახალმთვარეობა თხის რქის 29-ე გრადუსზე. დღევანდელ პოსტში ვისაუბრებ აღნიშნულსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პლანეტარულ ჭრილში.
როგორც მოგეხსენებათ, ახალმთვარეობა ესაა ასტრონომიული პროცესი, როდესაც დღის და ღამის მანათობლები ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშანში უერთდებიან პიკზე ერთმანეთს. ამ დროს, ძალიან კარგია მიზნების დასახვა, სამომავლო პროექტების განხილვა და მეტი შორსმჭვრეტელობის გამოვლენა.

პიკის დროს კი მთვარეს აქვს, როგორც პოზიტიური, ისე მძიმე ფონის ენერგიები.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იანვრის ბოლომდე, რადგან მთვარეს მძიმე შეერთება აქვს ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონზე, ეს დრო ითხოვს ძველი სტრუქტურების დაშლას და ახლის აშენებას.

არაა გამორიცხული საჯაროდ ბევრ ადგილას, მრავალ ორგანიზაციასა და ფირმაში, სტრუქტურაში, ნაწილობრივ სახელმწიფო მართვის სამსახურებში ვიხილოთ მთელი რიგი გადატრიალებები ან უბრალოდ შიდა კადრობრივი რეორგანიზაციული მომენტებიც.

შანსი მაღალია ზოგიერთ ქვეყანაში სახალხო დემონსტრაციული პერფორმანსების და დაუმორჩილებლობის. ამას ემატება შეერთება აქტიურ და ბრძოლისუნარიან მარსზეც, შესაბამისად ტემპერატურა დუღილით შენარჩუნებულია.
სად არის დადებითი ძვრები?

პოზიტიური განლაგებაა პლანეტებიდან ვენერას, ურანის და სატურნის შემთხვევაში, ამიტომ ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა მიმართოს მეტი დიპლომატიისა და სიმშვიდის გზებს, არაა გამორიცხული მოხდეს უეცარი პროგრესის ან დაწინაურების ვარიანტები, როგორც სახელმწიფო სისტემებში, აგრეთვე, კერძო კომპანიებშიც.

წლის პირველი ახალმთვარეობა აქტიურად უწყობს ხელს კარიერული საკითხების, როგორც ტრანსფორმაციას, ასევე სასიამოვნოდ დალაგებას.

კარგი იქნება, თუკი გაწერთ კონკრეტულ გეგმას, რის შესრულებას აპირებთ და რა გსურთ სამომავლოდ. დრო მისაღებია ბიზნესის საქმიანობის, მიწის ნაკვეთების, მარკეტინგული და ადმინისტრაციული საქმიანობების გააქტიურებისთვის. რაც დრომოჭმულია იმას გაეშვით და ახალ რელსებზე დადექით.

ეს ახალმთვარეობა არ არის მარტივი და მსუბუქი, მაგრამ რიგ ეპიზოდებში სასიამოვნოდ ტრანსფორმაციულია.
სხვა პლანეტარულ ხაზს, რაც შეეხება: მალე გვექნება ამ დღეებში მზის და პლუტონის გადავლა, ეს ერთ-ერთი საყურადღებო ასპექტია, თანაც კოლექტიურ მერწყულში, ამიტომ საჯარო გამოსვლები, ხალხთა დიდი ნაკადი, რიგ სახელმწიფოებში ზღვრების მოშლა, მოსალოდნელია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, შეიძლება ამ სიტუაციების თავიდან არიდება, გააჩნია როგორ იმოქმედებენ მმართველი ორგანოები და ლიდერები.

ყველაზე პიკური და ამავდროულად გადამწყვეტი თვეები მაინც იქნება თებერვალი და მარტი, რამე თუ თებერვალ - მარტში გვექნება მზე-მთვარის დაბნელებები, რაზედაც ცალკე ვისაუბრებ, ამავდროულად კი ცის კაბადონზე სოციალური და უმაღლესი პლანეტების შეერთება, სატურნისა და ნეპტუნის სახით ცეცხლოვან ვერძში, რაც აუცილებლად გაააქტიურებს საომარ მოქმედებებს.

ეს საომარი მოქმედებები, რამდენად დიდი და მასშტაბური ხასიათის იქნება ამას ერთად ვიხილავთ, ნამდვილად მაღალი შანსია იმისა, რომ შეეჯახონ ერთმანეთს ახლო აღმოსავლეთში ქვეყნები, ასევე დიდი დაპირისპირება დაიწყოს დასავლეთ კონტინენტზეც.

ნამდვილად არ მსურს რომ ვინმე შევაშინო, არც ეს პროგნოზი არ არის ნეგატიური მესიჯ-შეტყობინება. აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ყველაფერი ასე წარიმართოს, ეს ისედაც ცალსახაა საითაც მიდის მოვლენები, უბრალოდ პლანეტარულადაც დასტურდება ყოველივე.

სხვათა შორის, პირველად როდესაც დავწერე წინა წლის დასაწყისშიც და შემდგომ ზაფხულშიც, მაშინ გვქონდა ნეპტუნ-სატურნის პირველი შეერთება ვერძში, ვამბობდი რომ მოხდებოდა დიდი დაპირისპირებები და მოხდა კიდეც ირანსა და ისრაელს შორის. ახლა მეორე შეერთებაა ამ პლანეტების, ამიტომ გლობალური ფართობი გაზრდილია და ასევე მაღალია რისკები ომის.

დანარჩენი დამოკიდებულია ამ ქვეყნების ლიდერებზე, შეიძლება ნებისმიერი სცენარის შეცვლა, გააჩნია როგორ მიუდგებიან ამ საკითხს მმართველები.

2026 წელი კოლექტიური ცვლილებების მომტანია, როგორც ინდივიდუალურ, ისე სამთავრობო დონეზე“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რაში ვხარჯავთ სულის იმ სასიცოცხლო ენერგიას რომელიც ღვთის სადიდებლად უნდა იყოს?!...“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„უმშვენიერესი გოგო“ - შორენა ბეგაშვილის ახალი ფოტოები ტაილანდიდან

🎥 „კახეთოს“ ახალი ვერსია გავამზადე კაპელასთან ერთად ამ საოცარმა კაცმა რომ იმღეროს“ - დავით არჩვაძე ედო არზუმოვის შესრულებას ეხმაურება