14 იანვარს ბევრი ადამიანი ძველით ახალ წელს აღნიშნავს. ეს დღესასწაული მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტრადიციასა და ჩვევას აერთიანებდა, რომლებსაც წინაპრები საგულდაგულოდ იცავდნენ, რომ სახლში წარმატება და ბედნიერება მოეზიდათ.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ ისაუბრა. როგორც თავად გვირჩევს, ძველით ახალ წელს კარგი იქნება გავიხსენოთ ჩვენი ისტორია, ფუძე და წეს-ჩვეულებები.
„ის რაც არსებობს, ესე იგი სამყაროსთვის ამ ეტაპზე საჭიროა, ნებისმიერი თარიღი შეგვიძლია ვაქციოთ ჯადოსნურ თარიღად, მით უმეტეს ძველით ახალი წელი.
საქართველოში ამდენი ადამიანი ელოდება იმედის თვალით ამ დღეს. ჩვენც შევუერთდეთ ამ მოლოდინს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი პოზიტიურადაა განწყობილი, რომც არ იყოს ეს დღე მნიშვნელოვანი, უკვე ხდება ჯადოსნური, რადგან ბევრი სასიკეთო ენერგია იყრის თავს.
სულ ვამბობ, არანაირი ფოთლები, ფულის ჩადებები. მთავარი შიგნიდან წამოსული რწმენაა და რამდენად აძლევ საკუთარ თავს უფლებას ეს რაღაც სიკეთე შემოვიდეს შენს ცხოვრებაში.
ჩემი რიტუალებია სანთელი, რომელიც ისტუმრებს ძველ წელს. დალაგებული სახლით უნდა შევხვდეთ, სიმყუდროვეში. ვანულებთ წარსულის ენერგიებს როგორც სივრცეში, ისე საკუთარ თავში“, - ამბობს ქეთი ვაწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან