ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:
„23 თებერვალი დღე 5·8·4. მოძრაობისა და კავშირების დღე
5·8·4 აქტიურობა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
დღეს ჩუმად არ ვზივართ. მივდივართ ახალ ადგილას, პირველები ვეცნობით, თავად ვიწყებთ საუბარს. აქცენტი საკუთარ თავზე კეთდება საქმით: ბიზნესი, პროექტები, საკითხების გადაწყვეტა.
ვაწყობთ კომუნიკაციებს.
თუ სამუშაო თემების განხილვის შანსია ვიყენებთ. თქვენი წარმატება დღეს კონტაქტებშია. კავშირები უკვე არსებობს, ადამიანები გვერდით არიან. არ მოგერიდოთ თავის შეხსენება ეს ნორმალურია.
ვაყენებთ მიზანს და ვინარჩუნებთ ფოკუსს.
ეჭვების გარეშე უნდა თუ არა. გადაწყვიტეთ და ბოლომდე მიდით. მკაფიო პოზიცია დღეს სწრაფ შედეგს იძლევა.
არ განვიხილავთ სხვის პრობლემებს.
არავითარი ჭორები და ზედმეტი საუბრები. ენერგია თქვენს ამოცანებზე უნდა წავიდეს.
დელეგირება.
ყველაფერს საკუთარ თავზე არ ვიღებთ. დღეს სხვა ადამიანების საშუალებით მეტის გადაწყვეტა შეიძლება, ვიდრე მარტო.
ვაკონტროლებთ აზრებს.
უნდა წავიდეთ იქ, სადაც ცოტათი გვეშინია, მაგრამ ყველაფერი წინასწარ გააზრებულია.
სიმამაცე + სტრატეგია ამ დღის წარმატების ფორმულაა.
იყავით აქტიური დღეს შესაძლებელია ძლიერი წინსვლა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: