მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან „ფეისბუკზე“ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოწყენილობის შესახებ წერს.
მისი თქმით, მოწყენილობას გააჩნია 3 ეტაპი.
„რატომ გვაშინებს სიცარიელე და რა ხდება სინამდვილეში
(მექანიკა)
რასაც ჩვენ „მოწყენილობას“ ვეძახით, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ცრუ ეგოს პანიკა სიცარიელის წინაშე.
მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე ის არაა, რომ გასართობი არ გაქვს. უბრალოდ, არის მომენტი, როცა სხეულის მოტორი გაჩერდა, მაგრამ შენი გონება ისევ ითხოვს საწვავს. ტვინი ხომ დრამით, პრობლემებით, ემოციებით და ინფორმაციით იკვებება, და როცა გარშემო აღარაფერი ხდება - გონება პანიკდება და ამ მდგომარეობას უცებ აწებებს იარლიყს - „მოწყენილობა“.
მოწყენილობის 3 ეტაპი
ჩრდილი - ანუ „მიშველეთ, სიცარიელეა“
აქ მოწყენილობა პასიურობა კი არა, ნევროზული ფაჩუნია. როგორც კი ემოციური სიჩუმე ჩამოწვება, გეწყება დისკომფორტი. ეს არ არის ფიზიკური შიმშილი, ეს მენტალური "ლომკაა".
გონება გეუბნება: "სასწრაფოდ რამე უნდა ვქნათ, თორემ გავრეკავ!"
იღებ ტელეფონს და იწყებ უაზროდ სქროლვას; აღებ მაცივარს, თუმცა საერთოდ არ გშია; იწყებ ჩხუბს, უბრალოდ იმიტომ, რომ დრამამ ცოტა „გაგაცოცხლოს"; ეძებ ახალ წიგნს, ახალ კურსს, ახალ ურთიერთობას და ა.შ. - ოღონდ საკუთარ თავთან მარტო არ დარჩე.
ხაფანგი ისაა, რომ: რასაც არ უნდა აკეთებდე ამ დროს, მაინც ვერ კმაყოფილდები. შენ უბრალოდ ყლაპავ გამოცდილებებს, მაგრამ რჩები მშიერი.
ამ ჩრდილს თუ გააცნობიერებ, მერე მოდის საჩუქარი - ანუ „მოდი, შევირგოთ"
ალქიმია იწყება ზუსტად იქ, სადაც გაქცევას წყვეტ. აი, ზუსტად აქაა თემა. მოდის მოწყენილობა? აღარ ეცემი მაგ ტელეფონს და აღარ ეძებ დრამას. უბრალოდ ჯდები და თვალებში უყურებ ამ შენს მოწყენილობას. პირველი 15-20 წუთი ტვინი კივის, მაგრამ თუ გაუძლებ და ამ სიცარიელეში დარჩები, ხდება კვანტური ნახტომი. "შიმშილი" ქრება და სიცარიელე სხვანაირად იწყებს ნათებას.
ამ დროს იცვლება ის, რომ: მოწყენილობა ხდება „თავგადასავალი“ და ხვდები, რომ თავგადასავალი მარტო ჰიმალაებზე აძრომა არაა - ისიცაა, როგორ სვამ ჩაის ან როგორ სუნთქავ. აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ რაღაც გარედან უნდა მოხდეს.
თუ კიდევ სიღრმეში ჩავალთ - აქ მოდის „კოსმოსური სიცარიელე“
ეს ის „არაფერია", ყველაზე მაღალი ლეველი - მოწყენილობის უმაღლესი ფორმა, რომელიც სინამდვილეში კოსმოსური ექსტაზია.
ამ დონეზე ხვდები, რომ ის, რასაც ადრე „მოწყენილობას“ ეძახდი, თურმე ღვთაებრივი ფონი ყოფილა. საზღვრები აღარ არსებობს - შენ და ის კედელი, რომელსაც უყურებ, ერთი ხართ. დრო ჩერდება და აქ აღარ გჭირდება გამოცდილებების მიღების სურვილი, იმიტომ რომ შენ თავად ხარ ეგ გამოცდილება.
ეს „მოწყენილობა“ ჰაერივით გჭირდება...
როცა ტრანსფორმაციას გადიხარ, ენერგია იცვლება და რაღაცები ითიშება, სულ უფრო ხშირად შეხვდები ამ მოწყენილობის უფსკრულს.
გონება მაშინვე დაგიწყებს ჩიჩინს: „აუ, ენერგია დავკარგე“, „ვდეგრადირდები“, „ცხოვრებამ აზრი დაკარგა“ „ცხოვრება ჩაიქროლებს" და ა.შ.
სინამდვილეში კი რა ხდება სხეულში:
ინფორმაციის მონელება მიდის. ამ დროს შენი ტვინი ხარშავს და აკრისტალებს კოლოსალურად დიდ ინფორმაციას რომელსაც იღებ პირდაპირ ნეიტრინოების დაბომვისგან. თუ შენ ამ სიჩუმეს ისევ ტელეფონით და დრამით გადატენი, ეგ პროცესი ჩაიშლება.
ნეირონული „რესეტი“, ეს სხეულის მექანიზმია, რომ გამოირთოს გარე სამყაროს ტოქსიკური სტრესებისგან და დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ქიმიას.
შეცვალე დამოკიდებულება ამ სიტყვის მიმართ. მოწყენილობა სასჯელი არაა - ის პორტალია. როცა შემდეგ ჯერზე იგრძნობ ამ საშინელ სიცარიელეს და ხელები გაგექცევა, რომ სასწრაფოდ რამე გააკეთო - გაჩერდი.
უბრალოდ დააკვირდი, ფიზიკურად სად გტკივა ეგ სიცარიელე სხეულში“,- წერს ვატო მსხილაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნუ აიღებთ კრედიტებს და ვალს“ - 23 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი