
„ფონი არის უმნიშვნელოვანესი. დაბნელებების დერეფანში ჩვენ შევდივართ 28 თებერვალს, საქართველოს დროით 04:45 საათზე. გვექნება მზის დაბნელება, რითაც დაიწყება 2025 წლის პირველი დაბნელება.
რაც შეეხება მომავალ კვირას, აუცილებელია ვიზრუნოთ სულიერ მდგომარეობაზე, რადგან ამ კვირას ყველაზე კარგად რწმენა იმუშავებს. აუცილებელია პოზიტიური ენერგიის გაშვება, ვიწამოთ ჩვენი შესაძლებლობების. შინაგანი მდგომარეობა ყველაფერზე მოახდენს გავლენას, მათ შორის გარეგნულ წარმატება-წარუმატებლობაზე. უნდა დავიცვათ ემოციური ჰიგიენა.
ეს არის პერიოდი, რაც ერთმნიშვნელოვნად ითხოვს სულიერი ღირებულებების გადაფასებას როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ისე სხვადასხვა სფეროებს.
ახალი საქმის დაწყებას ამ კვირაში არ გირჩევთ, არც კონტრაქტების გაფორმებას. რაც გაწუხებთ ის მოიშორეთ. ნუ დახარჯავთ ძალიან დიდ ენერგიას, არც ემოციურ გამოფიტვას გირჩევთ.
დაბნელებების დერეფანი იწვევს შიშების წინ წამოწევას. დეპრესიული ფონი წარმოიქმნება.
2 მარტს ჩამოწერეთ მომავალი თვის გეგმა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის ტალღა“ ასტროლოგმა ხატია ბედოშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დასუსტებულია თქვენი ენერგია. კარგად გამოიძინეთ, დაისვენეთ, სამსახურში ნუ შეხვალთ კონფლიქტში უფროსებთან, თანამშრომლებთან. ფინანსური მხარე თქვენთვის ჰარმონიულია.
კურო - სოციუმთან ურთიერთობა იქნება აქტიური, მოგიწევთ ბევრი ადამიანის დახმარება. დაბნელებების გამოცდა იქნება თქვენთვის მატერიალური კუთხით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სულიერების თვალსაზრისით გადიხართ ცვლილებებს. მაქსიმალურად გაეცით სიკეთე. დიდი ფინანსების დაბანდებას არ გირჩევთ.
ტყუპები - სოციალური თვალსაზრისით თავს დაუფასებლად იგრძნობთ. მოგიწევთ ისეთი საქმის გაკეთება, რაც ახლა დაუფასებლად გეჩვენებათ, თუმცა მომავალში ეს შეიცვლება. ნუ შეხვალთ კონფლიქტში ოჯახის წევრებთან. დაისვენეთ, გამოიძინეთ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები. ფინანსური კუთხით გევალებათ რაღაც მყარის შექმნა.
კირჩხიბი - რთული მისია გაქვთ. მოგიწევთ ბევრი ადამიანის დახმარება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ნუ ჩაიკეტებით თქვენივე ნაჭუჭში, აუცილებელია ის ენერგია რაც სულიერების თვალსაზრისით გაქვთ, გასცეთ. შესაძლოა დაიწყოთ ახალი საქმის შესწავლა. კარგი იქნება თუ ინტუიციას მიჰყვებით. ფინანსური თვალსაზრისით ცუდი პერიოდი არ გაქვთ.
ლომი - მნიშვნელოვანია ფინანსებზე ყურადღება. შინაგანი ბრძოლები გექნებათ, ამიტომ ჩაუღრმავდით თქვენს სულიერ მდგომარეობას. მოიშორეთ ადამიანები, ვინც ნეგატივით გავსებენ. გაემიჯნეთ ყველაფერს, რაც თქვენთვის სტრესულია. უკონტროლო ხარჯებისგან თავი შეიკავეთ.
ქალწული - ფინანსური თვალსაზრისით კარგი პერიოდია, თუმცა შესაძლოა პიროვნულად ურთიერთობების პრობლემა შეგექმნებათ. კარიერაშიც გექნებათ შეფერხება. ნუ გაიფუჭებთ რეპუტაციას.
სასწორი - საკმაოდ დიდი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობაზე. შეიცვლით სამსახურს, ან არსებულში პოზიციას შეიცვლით. განსაკუთრებით იმუშავებს ის, რომ შინაგანი ემოციური ფონი იმოქმედებს ყველაფერზე. მატერიალური კუთხით ცუდი კვირა არ გექნებათ.
მორიელი - ახალი სასიყვარულო ურთიერთობა გელოდებათ, შვილებთან დაკავშირებით გადადის რაღაც ახალ ეტაპზე. გევალებათ, გასცეთ უპირობო სიყვარული, როგორც მშობლების, დედმამიშვილების, ისე შვილების მიმართ. არ გააპროტესტოთ ვალდებულებები. ფინანსურად დაძაბული კვირა გელოდებათ.
მშვილდოსანი - ოჯახური, კარიერული თვალსაზრისით რაღაც ახალი იწყება. სადაც ცხოვრობთ, იმ ატმოსფეროს მიაქციეთ ყურადღება. პასუხისმგებლობებს ნუ აარიდებთ თავს. ფინანსების მხრივ კარგი კვირაა, მოგემატებათ შემოსავალი.
თხის რქა - გარშემომყოფებზე აიღებთ პასუხისმგებლობას. ნუ დაიშურებთ რჩევების გაცემას. ოჯახში და სასიყვარულო ურთიერთობებში დაძაბულობა გექნებათ, ნუ შეხვალთ კონფლიქტებში. ფინანსურად კარგი კვირა გაქვთ.
მერწყული - ყველაზე რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება. შემოქმედებითი საქმიანობა წამოვა წინ, მაგრამ ყურადღება ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ. დააფასეთ ყველა თეთრი რაც გაქვთ.
თევზები - განსაკუთრებით წინ წამოიწევს ინტუიცია, წინასწარმეტყველური სიზმრები. ნუ გადაჰყვებით სხვებს, ჩაუღრმავდით თქვენს სულიერ მდგომარეობას. მოგიწევთ გადახედოთ ფინანსებს. როგორც გაუფრთხილდებით საკუთარ თავს, ის დაგიბრუნდებათ სამყაროსგან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნანუკა სტამბოლიშვილის პირველი კომენტარი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემდეგ