Digest Logo

„არსებობს აუტიზმის ფორმულა, რომლის საშუალებითაც ხდება დიაგნოზის გადამოწმება და სირთულის დონის დადგენა“ - ასტროლოგი

1783087577
აუტიზმი და ასტროლოგია

ასტროლოგიაში არსებობს აუტიზმის ფორმულა, რომლის საშუალებითაც ხდება აუტიზმის დიაგნოზის გადამოწმება და სირთულის დონის დადგენა.

აუტიზმის ფორმულა რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

1. სოციალიზაციის პრობლემა.

2. აზროვნების თავისებურებების და მეტყველების პრობლემების გამოვლენა.

3. თვითდესტრუქციული მიდრეკილებები.

სოციალიზაციის პრობლემა ანახვებს, თუ რამდენად გრძნობს ადამიანი საფრთხეს სოციუმისგან და რამდენად დიდია ბარიერი მას და დანარჩენ ადამიანებს შორის.

აზროვნების თავისებურებებში ჩანს არასტანდარტული აზროვნება, სუბიექტურობა, რეალობას მოწყვეტა, პრაქტიკულობის ნაკლებობა, კომუნიკაციის და მეტყველების სირთულეები.

თვითდესტრუქციის მიდრეკილებები ანახვებს, თუ რამდენად გრძნობს ადამიანი თავს სამყაროს ნაწილად, რამდენად ჰარმონიულია საკუთარ თავთან და რამდენად უსაფრთხოა მისი დატოვება მეთვალყურეობის, სხვა ადამიანის გარეშე (სხვათა შორის, უამრავი ნეიროტიპიური ადამიანია თვითდესტრუქციული. ამის ყველაზე მარტივი გამოვლინებები ხელების დასერვა მარტოობისას, მუწუკების წვალება და ა. შ.).

ყველა რუკაში აუტიზმის გამოვლენის დონე განსხვავებულია. ზოგან მხოლოდ სოციალიზაციის პრობლემაა და აზროვნება და ფსიქიკა შენარჩუნებულია, ზოგან სოციალიზაცია ნორმაშია და აზროვნების თავისებურებები უფრო მკვეთრია, ზოგან აუტიზმის დიაგნოზს ემატება სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ზოგან ემატება სამედიცინო პრობლემები, რომლებიც უფრო ამძიმებს სიტუაციას.

აუტიზმის დიაგნოსტიკა დამოკიდებულია დაბადების ზუსტ საათზე და წუთზე და შესაბამისად, მისი გამოვლინების ინტენსივობა შესაძლოა შეიცვალოს სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. ანუ, აუტიზმი შესაძლოა შემსუბუქდეს, ან დამძიმდეს კონკრეტულ ქალაქებში და ქვეყნებში.

აუტიზმის დიაგნოსტიკა უფასოა, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში მონაცემები (დაბადების საათი და წუთი (!), დაბადების ადგილი და ახლანდელი საცხოვრებელი. აუტიზმის ნიშნები (ზოგიერთს არ აქვს აუტიზმი და დროს ტყუილად აკარგვინებს სხვებს უმიზეზო გადამოწმებებით).

აუტიზმის დიაგნოზის ქონის შემთხვევაში სასურველია საბაზისო რუკის ანალიზი და ასტროლოგის კონსულტაცია ბავშვთან მიდგომის თავისებურებების განხილვისთვის და საერთო სირთულის დონიდან გამომდინარე რჩევების მისაღებად.

პ.ს. ნუ გამომიხტებით ახლა ტერმინის სისწორეზე. ასე უფრო მოკლე და ყველასთვის გასაგებია, რაზე ვსაუბრობ.

პოსტის თემა არ არის ტერმინოლოგია და კომპლექსების განხილვა.

ასევე დაგაინტერესეთ:

„უმეტესობას ჰგონია ყავას უსაფრთხო, ბუნებრივი ქაღალდის ჭიქიდან სვამს და ამით გარემოზეც ზრუნავს...“ - რას წერს მეტაფიზიკოსი

„ეს არ არის გასართობი ქვიზი...“ - თერაპიული სავარჯიშო „სტრესის ფილტრი“ შფოთვის შესამცირებლად

⭕„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - საქართველოში ამინდი გაუარესდება