
ბედის მატრიცა არის მეთოდი, რომელიც პოპულარული გახდა 2006 წლიდან და სწრაფად მიიპყრო თვითშემეცნებითა და ეზოტერიზმით დაინტერესებულთა ყურადღება. შედარებით მარტივი სწავლებაა, ეს მეთოდი არ მოითხოვს ღრმა ცოდნას, არამედ მხოლოდ ძირითად მათემატიკურ უნარებს და თქვენი დაბადების თარიღის ცოდნას.
არსებობს კოდები, რომელიც ბედის მატრიცაში ყველაზე „რთული“ ან „კარმულია“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, „მატრიცა 888“ წერს:
„მეგობრებო, ხშირად მეკითხებით, რომელი კოდებია ბედის მატრიცაში ყველაზე „რთული“ ან „კარმული“. ყველა კოდს თავისი სირთულე და სილამაზე აქვს, თუმცა არსებობს რამდენიმე კოდი, რომელიც განსაკუთრებით მკვეთრად ერევა ჩვენს ცხოვრებაში, საუბარია 𝟏𝟑, 𝟏𝟒, 𝟏𝟔 და 𝟏𝟗-ზე.
მათ ხშირად „კარმულ კოდებს“ ვეძახით. აი, მათი მოკლე მიმოხილვა:
𝟏𝟑 არის შრომის, დისციპლინის და მოთმინების მასწავლებელი. ეს კოდი თითქოს გვახსენებს, რომ შედეგი იოლი გზით არ მოდის. ხშირად 𝟏𝟑-ის მქონე ადამიანს უწევს ბევრი მოთმინება, თვითდისციპლინის გამომუშავება და მხოლოდ ასე იღებს ნამდვილი შრომის ფასს. თუ ამ კოდის ჩრდილოვანი ენერგია ჭარბობს, იქ ჩნდება სიზარმაცე და დაუმთავრებელი საქმეებისაკენ მიდრეკილება. ალბათ შენც გქონია მომენტი, როცა რაღაცას დიდი ხნის განმავლობაში აჭიანურებ და ვერასდროს ვეღარ გაგყავს ბოლოში, თანაც ვერც კი ხსნი რატომ გემართება ასე. ჰოდა, მიესალმე 𝟏𝟑-ის ჩრდილოვან მხარეს.
𝟏𝟒 გვასწავლის თავისუფლების სწორად გამოყენებას. აქ მთავარი გაკვეთილია ბალანსი: როგორ შევინარჩუნოთ თავისუფლება და ამავდროულად არ დავივიწყოთ პასუხისმგებლობა. 𝟏𝟒-ის გავლენით, ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს, ახალი შანსები ან სირთულეები გაგიჩნდეს. თითქოს ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდები… ეს კოდი გვასწავლის ზომიერებას, ოქროს შუალედის დაცვას და მყარი საფუძველის შენებას, რათა ამ მოულოდნელმა დარტყმებმა ჩვენი ცხოვრება მარტივად ვერ დააყენოს თავდაყირა.
რაც შეეხება 𝟏𝟔-ს. აი, ეს არის ნამდვილი „გარდამტეხი“ ენერგიის კოდი. 𝟏𝟔 ხშირად იწვევს მოულოდნელ ცვლილებებს, თითქოს ყველაფერი თავზე გენგრევა, შენ კი 𝟎-დან გიწევს ცხოვრების დაწყება. თავიდან რთულია, ტკივილიანი, დამანგრეველი, მაგრამ სინამდვილეში ეს ახალი და უკეთესი ცხოვრების დაწყების შანსია... სხვანაირად სამყარომ უბრალოდ ვერ მიგახვედრა, რომ რაღაც შეგეცვალა შენში! და ხშირად სწორედ ამ კოდის გაკვეთილის ფონზე ხდება ადამიანის ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია.
𝟏𝟗 კი მზის კოდად არის წოდებული. ეს არის ლიდერობა, ავტორიტეტი, ძალაუფლება. მაგრამ ამავე დროს, ეს კოდი არის ეგოს ყველაზე ძირეული გამოცდის მიზეზი. როცა ამ კოდის ჩრდილოვანი ენერგია ჭარბობს ადამიანში, იქ ჩნდება სიამაყე, სიჯიუტე და საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რასაც მოყვება მისი კარმული გაკვეთილების სერიები, რომელიც შენს თვითშეფასებას მინუს უსასრულობამდე დაიყვანს და მიგახვედრებს, რომ შენ მხოლოდ საკუთარი თავისა და სიამოვნებისთვის არ ხარ მოვლენილი დედამიწაზე.
რომელია ყველაზე რთული კოდი? ეს, ალბათ, ინდივიდუალური აღქმის ამბავია, მაგრამ ხშირად პასუხი 𝟏𝟔-ს ეკუთვნის. მაგრამ თუ ცოტა “ფილოსოფიურად” შევხედავთ, ყველა ეს კოდი ძალიან კარგი მასწავლებელია, რადგანაც ისინი გვაძლევენ შანსს, რომ ჩვენი სუსტი მხარეები ვაქციოთ ჩვენს სიძლიერედ“, - წერია „მატრიცა 888“-ს გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სამყაროში დრო არ არსებობს, დროის ფენომენი ადამიანისთვის არის შექმნილი“ - რას წერს ხათუნა ნოელი