Digest Logo

🎥 არსებობს თუ არა „იდეალური დრო“ ბავშვის ჩასახვისთვის? როგორ მოქმედებს მშობლის ემოციური მდგომარეობა ჩვილის განვითარებაზე - სოფია ბზეკალავას განმარტება

1772445100
სოფია ბზეკალავა

არსებობს თუ არა „იდეალური დრო“ ბავშვის ჩასახვისთვის? როგორ მოქმედებს მშობლის ემოციური მდგომარეობა ჩვილის განვითარებაზე და რას განსაზღვრავს ჩასახვის მომენტი მის მომავალ ცხოვრებაში? - ამ თემებზე პოდკასტში „აღზრდის სკოლა მშობლებისთვის“ ასტროფსიქოლოგმა და ეზოტერიკოსმა სოფიო ბზეკალავამ ისაუბრა:

„არავინ იბადება უბრალოდ. ყველას დაბადებას თავისი დანიშნულება აქვს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მისია. ასტროლოგიაში ამას კარმული მისია ჰქვია. შეიძლება ადამიანი კონკრეტული მისიით მოვიდეს, მოითხოვა სულმა კარმული კონტრაქტით, მაგრამ მან ეს მისია შეიძლება საერთოდ არ შეასრულოს. ასტროლოგიის მთავარი პრინციპი არჩევანია. 

100%-იდან 99.90% არის შენი თავისუფალი არჩევანია. ის ერთი პროცენტიც არის მომენტები, როდესაც სავალდებულო შუქნიშანი უნდა გაიარო. შეიძლება ეს იყოს კარმული წყვილი, რომელსაც უნდა შეხვდე, რომ მნიშვნელოვანი ბავშვი დაიბადოს, ან შეიძლება დაშორდე. ამ ერთ პროცენტშიც შეგიძლია, ადეკვატურად გაიარო შუქნიშანი, მიიღო გამოცდილება და მიიღო გაკვეთილი მადლიერებით. ასტროლოგიაში ცუდი და კარგი არ არსებობს, არსებობს რესურსები, ყველაფერი ჩვენს აღქმებზეა დამოკიდებული. 

ადამიანებს ვურჩევ, რომ რანაირიც არ უნდა იყოს შენი მშობელი, შენ ეს უნდა მიიღო. ჩვენი წინა თაობები, პრინციპში ახლაც ამ ინსტრუმენტებთან ახლოს არ არის, ვერ ხვდებიან რამდენი ემოციის დათმენით იცხოვრეს ქალებმა, ჩვენ ბევრი ტრავმირებული ქალი გვყავს და ქალი აყალიბებს საგვარეულო მოდელს, ზრდის ტრავმირებულ ბავშვებს. 

არსებობს პატარა ნიუანსები, რაც გავლენას ახდენს თქვენი შვილის ხასიათის და აღქმის ჩამოყალიბებაზე. სადაც მძაფრ ემოციას განიცდის დედა ფეხმძიმობის პერიოდში, პირდაპირ „ილინკება“ ბავშვის აღქმებზე. 

როდის არის ჩასახვისთვის საუკეთესო დრო?

როცა მშობლები ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან და სცემენ ერთმანეთს პატივს“, - ამბობს სოფია ბზეკალავა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვირჩევთ თუ არა საკუთარ მშობლებს? - სოფია ბზეკალავა სულის ინკარნაციაზე

„ირანის ისლამურ გუშაგთა რეჟიმს დასაკარგი აღარაფერი აქვს, თურქეთი ვალდებული იქნება, ისლამური სამყაროს „მამის“ როლი გადაიბაროს“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

„მოვლენები თქვენს ირგვლივ ელვისებურად განვითარდება...“ - 2 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი