Digest Logo

„ირანის ისლამურ გუშაგთა რეჟიმს დასაკარგი აღარაფერი აქვს, თურქეთი ვალდებული იქნება, ისლამური სამყაროს „მამის“ როლი გადაიბაროს“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

1772440257
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე წერს:

„დადასტურებულად: ოფიციალური ბერლინი, პარიზი და ლონდონი ახლო აღმოსავლეთში არსებულ სამხედრო კამპანიას უერთდებიან!

გუშინ გვიან ღამით „კიმ სტარმერის“ განცხადებით - სამხედრო ჩართვა საწყის ეტაპზე იქნება თავდაცვითი შესაძლებლობების და მიმართული ირანული წარმოების ბალისტიკურ რაკეტებზე.

The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით, ევროპული ქვეყნები შედიან ახლო აღმოსავლეთის ნიადაგზე, რადგან შეავსონ ირანული რაკეტების გასანეიტრალებელი გადამჭერები, სხვა შემთხვევაში, ამერიკულ-ებრაული გადამჭერების რიცხვი მკვეთრად მცირდება.

ამას მოჰყვება დამანგრეველი და მძიმე შედეგები, ამიტომ ებრაული ლობი ცდილობს საფრთხის თავიდან არიდებას.
სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი ვინ როგორ ხედავს და უყურებს ამ ომს, მაგრამ თუ ჩინეთი ინტენსიურად დაიწყებს ირანის მომარაგებას და მოკავშირეები მყარად იდგებიან, ეს ომი შესაძლოა დიდი ხნით გაგრძელდეს.

ჯამში კი, ევროპის ჩაბმით, თუნდაც საწყის ეტაპზე თავდაცვითი კუთხით, რომელიც არაა გამორიცხული შეტევით ფორმაში გადაიზარდოს, უდრის იმას რომ კოლექტიური დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს ეჯახებიან.

ირანის ისლამურ გუშაგთა რეჟიმს დასაკარგი აღარაფერი აქვს, წავლენ ყველაფერზე. პარალელურად, მომიტინგეების ერთ ნაწილს შაჰი მოსწონს, მეორე ნაწილს დასანახავადაც არ სურს.

ამიტომ, მთლიანი რეჟიმის ჩამოქცევა და მერე ხელისუფლების მიტაცება გაჭირდება, რადგანაც დღევანდელ რეჟიმს დიდი მხარდამჭერებიც ჰყავს, რაც აქციებმაც ცხადყო. ხალხს შორისაც წავა ჭიდილი.

მთლიანი აღმოსავლეთისთვის და განსაკუთრებით პაკისტანის, ასევე თურქეთის და ჩინეთის ფაქტორი იქნება გადამწყვეტი.

პაკისტანი ძალიან ძლიერად შეიარაღებული სახელმწიფოა, რომელსაც ატომის N რაოდენობის ქობინები გააჩნია და ისრაელისთვის მოძლიერებული თურქულ-პაკისტანური კონფიგურაცია ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.

თურქეთი, თავის მხრივ, ვალდებული იქნება, ისლამური სამყაროს „მამის“ როლი გადაიბაროს ირანის შემდეგ და მოჰყვება კიდეც სიონური ცეცხლის ქვეშ.

ჩინეთ-რუსეთისთვის, ასევე დესტრუქციის მომცემია ამერიკული ხელის გადავწვდომა სპარსეთის ყურეში, ფაქტობრივად, ყველაზე უხერხული მეტოქე ცხვირწინ იქნება ატუზული და ეს მოიტანს საკმაოდ დიდ კონფლიქტურ განხეთქილებას.

მაშასადამე, გააცნობიერეთ, რომ თუ ეს პრობლემები დროულად ვერ გადაიჭრა და თუ ომი დიდხანს გაგრძელდა, როგორც ეკონომიკურად, ისე სასიცოცხლო პოტენციალის თვალსაზრისით, სერიოზული ზარალის მომტანი აღმოჩნდება ამხელა ვაქხანალია.

ამერიკას და ისრაელს, ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვთ. ომს მხოლოდ მოქალაქეების გულისთვის, თან დღევანდელ დროში, არავინ იწყებს.

სამწუხაროდ, ამის გაგება ბევრს უჭირს.

ვატყობ, წინ ცხელი დღეები გველოდება და ერთად შევხედავთ იმ უდიდეს დაპირისპირებას, რაც თავიდან ბოლომდე შეცვლის მსოფლიოს ბედს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მოვლენები თქვენს ირგვლივ ელვისებურად განვითარდება...“ - 2 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი

რატომ დაგროვდა ბრაზი ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში? - „ისტორიული მემკვიდრეობა და საქართველოს ვალია, რომ ტკივილი გარდავქმნათ სიყვარულად“

🎥 რატომ გვაქვს ტრანსფორმაციული, მნიშვნელოვანი პერიოდი და უნდა ველოდოთ თუ არა მტკივნეულ მოვლენებს, სირთულეებს - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი