Digest Logo

🎥 ვირჩევთ თუ არა საკუთარ მშობლებს? - სოფია ბზეკალავა სულის ინკარნაციაზე

1772441287
სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა პოდკასტის „აღზრდის სკოლა მშობლებისთვის“ სტუმარი იყო, სადაც სულის ინკარნაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენ დაბადებისას საკუთარ მშობლებს თავად ვირჩევთ. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ნებით ევლინება სამყაროს, რათა ის გამოცდილება მივიღოთ, რაც წარსულ ინკარნაციაში ვერ შევძელით:

„რა თქმა უნდა, ასტროლოგიური პრინციპების მიხედვით, სული ინკარნირდება. ჩვენ ყველა ინკარნაციისას ვართ ახალ მოგზაურობაში და ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენ ჩვენივე ნებით ვიბადებით, ნებისმიერი ახალი ინკარნაცია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ გვინდა მივიღოთ ის გამოცდილება, რისი მიღებაც წარსულში ვერ შევძელით.

ადამიანი სანამ გარდაიცვლება, ფიზიკური სხეულიდან გასვლის დროს, ღმერთთან დაბრუნების დროს გაცილებით კარგად აცნობიერებს სად შეცდა, სად შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო, კონკრეტულ ადამიანებთან როგორი ურთიერთობა ჯობია, ჩნდება სინანული და ეს გაცნობიერება წარმოშობს მომდევნო ინკარნაციის, სულის კონტრაქტს.

დედამიწა ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ დისკომფორტი უნდა გავიაროთ და ამის შედეგად ჩამოვყალიბდეთ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად, ამიტომ მშობლებს ვურჩევ, ნუ ექნებათ დანაშაულის შეგრძნება, არ არსებობს ტრავმის გარეშე, თქვენც გაქვთ თქვენი ბავშვობის ტრავმები.

ეს არის მატრიცა, სულიც ამ პრინციპით ირჩევს თავის ოჯახს, საგვარეულო ეგგრეგორს, რომ შემოვიდეს და გახდეს ამ მატრიცის ახალი რგოლი. 

ჩვენ გვჭირდება განსხეულება, რადგან ემოციურად გამოვცადოთ, ეს ემოციური მეხსიერებაც არის სხეულებრივი მეხსიერება, რომელიც ზუსტად დედისგან, ქალისგან გადაეცემა შთამომავალს, ამიტომ ქალი პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოუფრთხილდეს“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ირანის ისლამურ გუშაგთა რეჟიმს დასაკარგი აღარაფერი აქვს, თურქეთი ვალდებული იქნება, ისლამური სამყაროს „მამის“ როლი გადაიბაროს“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

„მოვლენები თქვენს ირგვლივ ელვისებურად განვითარდება...“ - 2 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი

რატომ დაგროვდა ბრაზი ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში? - „ისტორიული მემკვიდრეობა და საქართველოს ვალია, რომ ტკივილი გარდავქმნათ სიყვარულად“