Digest Logo

„ასეთ ადამიანს შეუძლია ადამიანებში დაინახოს არა მხოლოდ მათი ქცევა, არამედ მათი უხილავი ტკივილიც...“ - რას წერს ასტროლოგი უჩა სიხარულიძე

1772718263
უჩა სიხარულიძე

ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.

ამჯერად, იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ როდესაც ვენერა ჰარმონიაშია მთვარესთან, ადამიანის ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება ადამიანური განცდების მიმართ, ინტუიციურად გრძნობს სხვის შინაგან მდგომარეობას:

„როდესაც ვენერა ჰარმონიულ კავშირშია მზესთან, ადამიანის შინაგან სამყაროში არ არსებობს მუდმივი ეჭვი საკუთარი მნიშვნელობის მიმართ. ის ბუნებრივად გრძნობს, რომ აქვს უფლება უყვარდეს და იყოს მიღებული სხვებისთვის. ამიტომაც მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ არ მოდის შიშიდან ან დამტკიცების მოთხოვნილებიდან. მის ქცევაში იგრძნობა მშვიდი კეთილგანწყობა, იგი ბუნებრივად აღიარებს, როგორც საკუთარ არსებობას, ისე სხვებისას. ასეთ ადამიანს არ სჭირდება ბრძოლა სიყვარულისთვის, იგი უბრალოდ ცხოვრობს ისე, რომ მისგან სითბო თავისთავად ვრცელდება.

როდესაც ვენერა ჰარმონიაშია მთვარესთან, ადამიანის ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება ადამიანური განცდების მიმართ, ინტუიციურად გრძნობს სხვის შინაგან მდგომარეობას. მისი შინაგანი სამყარო უფრო მეტად ჰგავს ემოციურ თავშესაფარს, სადაც სხვისი ტკივილი არ იწვევს გაღიზიანებას, არამედ თანაგრძნობას.
ვენერა და მერკური ჰარმონიულ კავშირში ქმნის ადამიანს, რომლის ფსიქიკაში აზრი და გრძნობა ერთმანეთს არ ებრძვის. იგი არ არის ადამიანი, რომელიც სიტყვას იარაღად იყენებს, მისთვის სიტყვა არის საშუალება, რომ ადამიანებს შორის უხილავი დაძაბულობა გაანეიტრალოს. ასეთ ადამიანს აქვს უნარი ისე ჩამოაყალიბოს აზრი, რომ არც საკუთარი ღირსება დაკარგოს და არც სხვისი ღირსება დააზიანოს.

ვენერა მარსთან ჰარმონიული კავშირის დროს, მის მფლობელს არ აქვს მუდმივი შიში საკუთარი გრძნობების გამოხატვის. იგი უფრო უშუალოა, პირდაპირი და ცოცხალი. მის ქცევაში ნაკლებად იგრძნობა ემოციური თამაშები ან ფარული სტრატეგიები. თუ გრძნობს სიმპათიას, ის ამას არ მალავს.

ვენერა იუპიტერთან ჰარმონიაში ქმნის შინაგან კეთილშობილებას. ასეთ ადამიანს ხშირად აქვს განცდა, რომ ადამიანური ურთიერთობები მხოლოდ პირადი ინტერესების ადგილი არ არის. მის ფსიქიკაში სიყვარული უფრო ფართო მნიშვნელობას იღებს. იგი ცდილობს ადამიანებს უფრო დიდი სურათიდან შეხედოს და ამიტომ ნაკლებად ჩერდება წვრილ წყენებზე. მასში ხშირად არის მშვიდი ოპტიმიზმი, სჯერა, რომ ადამიანურ კავშირში ყოველთვის შეიძლება რაღაც უფრო კარგი დაიბადოს.

ვენერა სატურნთან ჰარმონიულ კავშირში სიყვარულს აძლევს სიღრმეს და სერიოზულობას. ასეთი ადამიანის ფსიქიკაში გრძნობა არ არის მხოლოდ ემოციური იმპულსი. იგი მას უფრო პასუხისმგებლობად აღიქვამს. ამიტომაც მისთვის ურთიერთობა დაკავშირებულია ერთგულებასთან, დროის გამოცდასთან და შინაგან სიმტკიცესთან. იგი შეიძლება არ იყოს ხმამაღალი სიყვარულის გამოხატვაში, მაგრამ მის დამოკიდებულებაში იგრძნობა სანდოობა.
ვენერა ურანთან ჰარმონიულ ასპექტში გამოხატავს ადამიანს, რომლის შინაგან სამყაროში სიყვარული თავისუფლებასთან არის დაკავშირებული. მას არ უყვარს კავშირი, რომელიც ადამიანს ავსებს შიშით ან დამოკიდებულებით. მის ფსიქიკაში მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობაში ორივე ადამიანი დარჩეს ცალკე პიროვნებად. ამიტომ იგი ხშირად ეძებს კავშირს, სადაც არის სუნთქვის სივრცე, განსხვავებულობის მიღება და პიროვნული ზრდა.

ვენერა ნეპტუნთან ჰარმონიულ კავშირში ადამიანს აძლევს განსაკუთრებულ ემოციურ მგრძნობელობას. ასეთ ადამიანს შეუძლია ადამიანებში დაინახოს არა მხოლოდ მათი ქცევა, არამედ მათი უხილავი ტკივილიც. იგი ცდილობს სხვების გაგებას მაშინაც კი, როდესაც ეს მარტივი არ არის. მის შინაგან სამყაროში ხშირად არის რბილი იდეალიზმი, სურვილი, რომ ადამიანური ურთიერთობა იყოს უფრო სუფთა და გულწრფელი.

ვენერა პლუტონთან ჰარმონიაში ასახავს ღრმა ემოციურ ბუნებას. ასეთ ადამიანს ზედაპირული ურთიერთობები ხშირად ცარიელად ეჩვენება. ის ცდილობს ადამიანთან ისეთი სიახლოვის შექმნას, სადაც აღარ არის ნიღბები. ამიტომ მისი დამოკიდებულება ურთიერთობის მიმართ ხშირად ინტენსიურია,თითქოს იგი ეძებს კავშირს, რომელიც ადამიანს შიგნიდან ცვლის“, - წერს უჩა სიხარულიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რატომ დასჭირდა და გააჩინა ღმერთმა ადამიანი ქალად და კაცად?“ - რას პასუხობს მოძღვარი გურამ ოთხოზორია ფემინისტის შეკითხვას

„სულიერად არაფხიზელი ადამიანი, როგორც წესი, ცოდვას მაშინ ამჩნევს, როცა საქმეში აღასრულებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

გლიმერები, ზუმერები და მილენიალები - ცხოვრების ახალი წესები, ფსიქოლოგიური რეალობა და თაობათაშორისი ანალიზი მაგდა კოტრიკაძისგან