Digest Logo

„ასეთ დღეებში შეძენილი ტექნიკა პრობლემურია...“ - ასტროლოგ ხათუნა ნოელის გაფრთხილება

1770124042
პლანეტა ურანი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა ურანის სტაციონარულობაზე საუბრობს:

„8 თებერვლამდე ურანი, რომელსაც სხვა რაღაცებთან ერთად ელექტრობა, შესაბამისად კი ელექტროსაქონელი, ტექნიკა და თანამედროვე გაჯეტები აბარია, სტაციონარული ანუ გაჩერებული იქნება.

ასევე გაშეშდება ჩვენი ტექნიკაც, არ გაგიკვირდეთ, თუ მობილურებს დღეში რამდენჯერმე დასჭირდებათ გადატვირთვა, ინტერნეტი „დაეკიდება“, კომპიუტერები და ლეპტოპები გაგვიჯიუტდებიან და მუშაობას არ მოისურვებენ...

ჰოდა, ძვირფასებო, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ტექნიკის შესაძენადაა კარგი დრო. ის კი არადა, თანამედროვე ავტომობილები, რომლებიც გაძეძგილია ელექტროხელსაწყოებით, კომპიუტერზე მუშაობს და ან საერთოდაც ბენზინის ნაცვლად დენის მეშვეობით დადის - არც ამათი ყიდვაა 8 თებერვლამდე სასურველი.

სჯობს, მოითმინოთ ცოტა ხანი და მერე იყიდოთ, რადგან, როგორც წესი, ასეთ დღეებში შეძენილი ტექნიკა რამდენიმე ხანში ირკვევა რომ პრობლემურია ხოლმე...“, - წერს  ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოსალოდნელია შტორმი, ზამთრის კურორტებზე კი თოვლი და ქარბუქი“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

„გირჩევთ არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით, გადადეთ მოგზაურობა და არ დაქორწინდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 ეკატერინე ტუღუშის განსხვავებული ფოტოსესია - გურამ ლომიძის შეყვარებული არაჩვეულებრივ ფორმაშია