Digest Logo

„ასეთი დატვირთული კვირა იშვიათია...“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1771427229
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მერწყულის ზოდიაქოში მზის დაბნელებაზე წერს:

„გუშინ მზის დაბნელება გვქონდა მერწყულში;

დღეს, 19:52-ზე მზე თევზების ზოდიაქოში გადავიდა. ვულოცავთ, ჩვენს ძვირფას თევზებს მათი პერიოდის დადგომას

დაე, ნაყოფიერად გაეტარებინოთ ეს თვე.

დღევანდელი დღე იმითაცაა საინტერესო, რომ ვენერას, რომელიც ჩვენს არჩევანს, მათ შორის სასიყვარულოსაც და ფინანსურსაც, განაგებს, კარმულ კვანძთან შეერთების პიკი აქვთ. ( ასპექტი 14 თებერვალს დაიწყო და 21 რიცხვის ჩათვლით იმუშავებს.)

ამ პერიოდში გაკეთებული არჩევანი ამ მიმართულებებით ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, აქედან გამომდინარე მიზეზშედეგობრივი ამბებით.

20 თებერვალს საღამოსკენ კი სატურნისა და ნეპტუნის ყბად აღებული ზუსტი შეერთების პიკი უწევს. ამაზე ბევრი მაქვს ნასაუბრები და თავს აღარ შეგაწყენთ.

მოკლედ, ასეთი დატვირთული კვირა იშვიათია“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცეცხლი, რომელიც შიგნით გვინთია, ქმედებას ითხოვს...“ - რა გავლენას ახდენს ჩვენზე ვარსკვლავი Betelgeuse

⭕ „თუ ასაკი არ მეტყობა, ეს ცოტა გენეტიკის და უფრო მეტი ამ გოგოს დამსახურებაა...“ - გოდერძი შარაშია იუბილარია

⭕რას ნიშნავს დაბნელების დროს ადამიანის დაბადება ან გარდაცვალება? - ასტროლოგის განმარტება