ასტროლოგიურად, 17 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდი „დაბნელების დერეფანს“ გავდივართ. რას ნიშნავს, დაბნელების დროს დაბადება ან გარდაცვალება - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციულ პოსტს გვიზიარებს.
გამოქვეყნებულ პოსტში ასტროლოგი დაბნელების პერიოდს განსაკუთრებულ ენერგეტიკულ და კარმულ მოვლენად განიხილავს და განმარტავს, რას შეიძლება ნიშნავდეს დაბნელების დროს დაბადება ან გარდაცვალება.
მისი თქმით, დაბნელებას „ყოველთვის მოაქვს ფარული პროგრამების გააქტიურება“ და გენოსკოპიურ ხედვაში იგი კარმულ კარიბჭედ მიიჩნევა.
„18.02.2026
თემა
დაბნელების დროს დაბადება ან გარდაცვალება — რას ნიშნავს?
დაბნელებას ყოველთვის მოაქვს ფარული პროგრამების გააქტიურება.
გენოსკოპიურ ხედვაში ეს არის კარმული კარიბჭე.
თუ ადამიანი იბადება დაბნელების დროს ეს ნიშნავს:
- სული მოდის კონკრეტული პროგრამის გასახსნელად
- გვარში არსებობს ჩრდილოვანი თემა, რომელიც უნდა გაშუქდეს
- ადამიანი ხდება „გამხსნელი“ ან „გამტარი“
ხშირად ასეთი ადამიანები:
- ატარებენ ძლიერი ტრანსფორმაციის ენერგიას
- ცხოვრებაში გადიან მკვეთრ გადატრიალებებს
- დაკავშირებულნი არიან წინაპართა დაუმთავრებელ ისტორიებთან
თუ გარდაცვალება ხდება დაბნელების დროს ეს ხშირად მიუთითებს:
- ციკლის დასრულებაზე
- საგვარეულო პროგრამის დახურვაზე
- ძველი კარმის განთავისუფლებაზე
ზოგჯერ ეს არის ენერგიის გადაცემის მომენტი —ერთი სული გადის, მეორე შემოდის მაგ. ბებია ან ბაბუა გარდაიცვალა და შვილიშვილი დაიბადა ან კიდევ სხვა ვარიანტი წასვლა მოსვლის.
დაბნელების დროს როგორც დაბადება ასევე გარდაცვალება გვანიშნავს თუ რა პროგრამას ვერ გადის
გვარი?
დაბნელება ხშირად ეხება:
- ძალაუფლების თემას
- მამაზეცის არქეტიპს (კანონი, ავტორიტეტი, სულიერი ნება)
- დედამიწის არქეტიპს (სხეული, მატერია, რეალობა)
შესაძლოა გვარში არის გაყოფა:
- სული და სხეული
- იდეალი და რეალობა
- ავტორიტეტი და ემოცია
და სული მოდის ამის გასაერთიანებლად რა უნდა გავიგოთ?
რატომ გვჭირდება ეს კვლევა?
რათა:
- არ გავიმეოროთ ბრმა სცენარები
- გავიგოთ სად არის ჩრდილი გვარში
- გავაერთიანოთ მამა-ზეცა და დედამიწა საკუთარ თავში, როდესაც ეს ერთიანდება — ადამიანი აღარ
- ცხოვრობს პროგრამით, ის ხდება ცნობიერი შემოქმედი.
გისურვებთ ცნობიერების კარიბჭეში შესვლას“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მზე თევზებში: მარადისობის ოკეანე და ღვთაებრივი სიყვარული - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი