მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ფრაზებს ასახელებს, რაც სარკის წინ არ უნდა თქვათ.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, გჯერა თუ არა სარკეების ენერგეტიკული თვისებების, არსებობს ბევრი მაგალითი, სადაც სარკეს უკავშირებენ როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას. მიიჩნევა, რომ აზრები და სიტყვები „ირეკლება“ სამყაროში და სარკე თითქოს აძლიერებს მათ:
„რა არ უნდა თქვა სარკის წინ?!
იმის მიუხედავად, გჯერა თუ არა სარკეების ენერგეტიკული თვისებების, არსებობს ბევრი მაგალითი, სადაც სარკეს უკავშირებენ როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას. მიიჩნევა, რომ აზრები და სიტყვები „ირეკლება“ სამყაროში და სარკე თითქოს აძლიერებს მათ.
აი, ფრაზები, რომელთა თქმაც არ არის სასურველი სარკის წინ: „მე ცუდად ვარ“ ხშირად გაბრაზების ან წყენის დროს სარკეში ვიყურებით და საკუთარ თავს ვუსაყვედურებთ. თუმცა ძლიერი ემოციით ნათქვამ სიტყვას შეიძლება „უკუგება“ ჰქონდეს და იგივე ნეგატივი ისევ დაგიბრუნდეს. „მტკივა“ ტკივილი ძლიერ ემოციურ კვალს ტოვებს.
ითვლება, რომ ასეთი სიტყვები იზიდავს ნეგატივს და შეიძლება დიდხანს დაგრჩეს როგორც შინაგანი დაძაბულობა. „მე უშნო ვარ“ ეს ძალიან საზიანო ფრაზაა. ასეთი სიტყვები აზიანებს თვითშეფასებას და ნელ-ნელა ცვლის როგორც შინაგან მდგომარეობას, ისე გარეგნობაზე აღქმას. „მე სულელი ვარ“ საკუთარი შესაძლებლობების დაკნინება, განსაკუთრებით ემოციურ ფონზე, ამცირებს თავდაჯერებას და შეიძლება რეალურადაც შეგიქმნას დაბრკოლებები აზროვნებაში და გადაწყვეტილებების მიღებაში.
„მე მოწყენილი ვარ“ მოწყენა ბუნებრივია, მაგრამ საკუთარი თავის მუდმივად შეცოდება გაჩერებს განვითარებაში. ასეთ დროს ჯობს ყურადღება გადაიტანო იმაზე, რაც გაძლიერებს. „მე არავის ვჭირდები“ ეს ძალიან მძიმე განცხადებაა, რომელიც ამყარებს მარტოობის განცდას და შიგნიდან ანგრევს ადამიანს. „ყველაფერი მომბეზრდა“ ასეთი სიტყვები აძლიერებს უიმედობას და ნეგატიურ ხედვას.
სჯობს შეცდომებზე ფიქრის ნაცვლად გამოსავლის ძიებაზე გადაიტანო ყურადღება. საერთო აზრი ასეთია: სარკის წინ ნათქვამი სიტყვები, განსაკუთრებით ძლიერი ემოციის დროს, მოქმედებს შენს ფსიქიკაზე და განწყობაზე. ამიტომ ჯობს დღე დაიწყო პოზიტიური ფრაზებით. თუ გიჭირს, მიდი სარკესთან, შეხედე საკუთარ თავს თვალებში და უთხარი: „მე შევძლებ“ „ყველაფერი კარგად იქნება“ „მე ძლიერი ვარ“ ასეთი დამოკიდებულება რეალურად აძლიერებს თვითრწმენას და გეხმარება უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნო თავი 💫“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სანდრო ჩიჩუა ანა ნაცვლიშვილს დაშორდა - ცნობილი ექიმების შვილს ახალი რჩეული ჰყავს