Digest Logo

„აშორებს ნეგატიურ ფიქრებსა და ენერგიას, ხელს უწყობს ემოციურ განკურნებას და ბალანსს“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1765632726
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი კვამლიან და ლურჯი კვარცის ქვებზე წერს:

„კვამლიანი და ლურჯი კვარცის ჰარმონია.

კვამლიან კვარცს ბევრი იცნობთ და მასზე აღარ მოვყვები... აი, ჰაერის ენერგიებთანდაკავშირებული ლურჯი კვარცი სიმბოლურად გამოხატავს შინაგან ჰარმონიას, სიცხადესა და სიმშვიდეს. ის მედიტაციის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც ადამიანს ეხმარება მოდუნების უფრო ღრმა მდგომარეობებში შესვლასა და შინაგან სიმშვიდესთან დაკავშირებაში.

ითვლება, რომ ეს ქვა კავშირშია ყელის ჩაკრასთან. ამის გამო ეხმარება ადამიანს აზრის სწორად მიტანაში მსმენელთან. ასევე აშორებს ნეგატიურ ფიქრებსა და ენერგიას, ხელს უწყობს ემოციურ განკურნებას და ბალანსს. მისი დამამშვიდებელი ვიბრაციები ხელს უწყობს მოდუნებას, ამცირებს შფოთვას და ხელს უწყობს ცხოვრებისადმი პოზიტიურ ხედვას.

ლურჯი კვარცი ასევე შთააგონებს სიცხადეს და თავდაჯერებულობას.ხელს უწყობს გონების კონცენტრაციას, აძლიერებს ინტუიციას“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უფლება გაქვს, ცოცხალი იყო: გაბრაზდე, სხვისი პრობლემა შენი არ იყოს, ისაუბრო, გეწყინოს, გეტკინოს“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

რა არის სასარგებლო და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი 13 დეკემბერს - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

„დაწერეთ ყველაფერი რაც გაქვთ, გადაკეცეთ ფურცელი ისე, რომ ნაწერი დაფარული იყოს და მოათავსეთ ყუთში ან ქილაში...“ - თამუნა იოსელიანი 13 დეკემბრის პრაქტიკას გვიზიარებს