Digest Logo

ასკეზა - „გარიგება“ სამყაროსთან თუ საშიში პროცესი

1764757527
ასკეზაასკეზა

მანიფესტაციის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, ადამიანი კონკრეტულ დაბალი სიხშირის ენერგიას, რაიმე მატერიალურ სურვილში ცვლის - ამ პრაქტიკას ასკეზა ეწოდება.

ასკეზა - ეს არის პროცესი, როდესაც კონკრეტული დროით რაღაცაზე ვამბობთ უარს.

მაგალითად, თუ შენი სისუსტე ნიკოტინის მიღებაა, შეგიძლია სამყაროს დაჰპირდე, რომ, სიმბოლურად, 11 დღის მანძილზე, აღარ მიიღებ ნიკოტინს, სანაცვლოდ კი, ის სურვილის ახდენაში დაგეხმარება.

თუ შენი სისუსტე ბევრი ტკბილეულის ჭამაა, შეგიძლია უარი ტკბილეულის ჭამაზე თქვა და სურვილის ასრულება ამის სანაცვლოდ მოითხოვო.

ასკეზა - ეს ერთგვარი „გარიგებაა“ სამყაროსთან. შენ იშორებ მავნე ჩვევებს და სამყაროს დადებით ენერგიებში (კონკრეტულ სურვილებში) უცვლი.

ასკეზას დასრულების შემდეგ დიდი შანსია, რომ საერთოდ აღარ დაუბრუნდებით მავნე ჩვევებს, ანუ სამუდამოდ გათავისუფლდებით დაბალი სიხშირის ჩვევებისგან - სწორედ ეს ხდის ამ რიტუალს მეტად განსაკუთრებულსა და უნიკალურს.

ასკეზას დასაწყებად, ნებისმიერი დღე კარგი დღეა. თუმცა, ადამიანები, ყველაზე ხშირად, საკრალურ და მაგიურ დღეებს ირჩევენ: იქნება ეს ზაფხულის და ზამთრის ბუნიობა, ახალი და სავსე მთვარის დღეები, თუ უბრალოდ, კონკრეტული ადამიანისთვის განსაკუთრებული დღე, მაგალითად - დაბადების დღე. ასეთ დროს, სამყაროსგან სასურველი ენერგიების მოზიდვა უფრო მარტივია.

ასკეზას დაწყების წესები შემდეგნაირია: იმისთვის, რომ სამყარომ გაიგოს თქვენი სურვილები, საჭიროა მასთან გარკვევით კომუნიკაცია, ვიზუალიზაცია.

ასკეზას დასაწყებად საჭიროა მხოლოდ სიტყვები და რწმენა. მაგალითად, თუკი ზამთრის პირველ დღეს გადაწყვეტთ მის დაწყებას, შეგიძლიათ, სამყაროს ასე მიმართოთ:

„მე, შენი სახელი და გვარი, დღეს, 2025 წლის 1 სექტემბერს, ვიწყებ ასკეზას - უარს ვამბობ ტკბილეულის ჭამაზე 9 დღის განმავლობაში. სანაცვლოდ, მინდა, რომ ჩემი ენერგია დამიბრუნდეს და ჩემი სურვილი შესრულდეს: დაასახელეთ კონკრეტული სურვილი“.

9 დღის განმავლობაში, ყოველ დილით შეახსენე საკუთარ თავს, რომ ასკეზაში იმყოფები და გამოხატე მადლიერება.

ბოლო დღეს კი, ხმამაღლა წარმოთქვი, რომ დღეს, ასკეზას დაწყებიდან მეათე დღეს (ზემოთ განხილული მაგალითის შემთხვევაში, 10 სექტემბერს), ასრულებ ასკეზას. მადლობა გადაუხადე სამყაროს და მიენდე, რომ ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ვადა, ის, რაზე ამბობ უარს და რა გსურს სანაცვლოდ, დამოკიდებულია ინდივიდზე. თუმცა, მავნე ჩვევა და ასკეზას დრო, სურვილის მასშტაბთან უნდა იყოს დაკავშირებული.

დამწყებთათვის, პრაქტიკის გასათავისებლად, მოკლე ვადებია რეკომენდებული. თუმცა, ყველაზე ხშირად, ასკეზას 21 დღის განმავლობაში აკეთებენ.

ამბობენ, რომ ასკეზას დარღვევას ბუმერანგის პრინციპი აქვს, ამიტომ, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, მაშინ არ დაიწყოთ მისი კეთება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პატარა ბავშვი უკვე ავადმყოფობით იბადება, ზოგი ვერც აგრძელებს ცხოვრებას, იქვე გარდაიცვლება - ვერაფერი ვერ ხსნის გარდა კარმისა და რეინკარნაციისა“ - ალეკო შუღლაძე

„პეპლები აღარ დაფრინავენ, მაგრამ სიყვარულის ძალა ახლა უფრო დიდია“ - ხათუნა ჩაგელიშვილის და რეზო ჩხიკვიშვილის თავიდან დაწყებული ცხოვრება

„შეეხო გულს განსჯის გარეშე და გაუწოდო სინათლე მაშინ, როცა სიტყვები არაფერს შველის“ - რა არის ემპათია სინამდვილეში

წყარო: www.zmna.ge