დღეს, 3 დეკემბერს „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ ახალი ეპიზოდი დაიდება, რომლის სტუმარიც მწერალი, ალეკო შუღლაძე იქნება.
მაყურებელს საინტერესო, დამაფიქრებელი და შთამაგონებელი გადაცემა ელოდება, რომელიც 21:00 საათზე პლატფორმა „იუთუბის“ არხზე დაიდება:
„ადამიანებმა კარმა რომ იცოდნენ რას ნიშნავს, ძალიან ფრთხილად მოიქცეოდნენ!
კაცობრიობას უჭირს ადამიანების შეფასება. ახლა ისეთი ქსელია ტყუილ-მართლის, ძალიან რთულია გაიგო, სად არის სიმართლე.
ვერაფერი ვერ ხსნის გარდა კარმისა და რეინკარნაციისა ჩვენს ამ მდგომარეობას. პატარა ბავშვი იბადება და უკვე ავადმყოფობით იბადება, ზოგი ვერც აგრძელებს ცხოვრებას, იქვე გარდაიცვლება ხოლმე.
ისმის შეკითხვა, რატომ დავიბადე ამ შთამომავლობაში, ამ გენეტიკურ ხეში რატომ დავიბადე?
ეს ქმედებები მომავალში ბადებს ჩვენს სხეულს, ფინანსურ მდგომარეობას, ჩვენს ჯანმრთელობას, სანათესავოს, ახლობლებს.
ბუდისტური სწავლებები საერთოდ მიუღებელია ჩემთვის, აბსოლუტურად მიუღებელია.
იესო ქრისტე რომ გიყვარდეს? წარმოიდგინეთ ისეთი სიყვარული, რომ სხეულმა ვერ გაუძლოს“, - ამბობს ალეკო შუღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიყვარული და ბედნიერება მაქსიმალურად აქტიურია!“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე