Digest Logo

„პეპლები აღარ დაფრინავენ, მაგრამ სიყვარულის ძალა ახლა უფრო დიდია“ - ხათუნა ჩაგელიშვილის და რეზო ჩხიკვიშვილის თავიდან დაწყებული ცხოვრება

1764755160
 ხათუნა ჩაგელიშვილი

მსახიობების წყვილმა, რეზო ჩხიკვიშვილმა და ხათუნა ჩაგელიშვილმა წლების წინ გერმანიაში თავიდან დაიწყო ცხოვრება. მარტოებმა გაზარდეს ორი შვილი, ახლა კი შვილიშვილს დაფოფინებენ თავზე.

ხათუნამ „სარკესთან“ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილზე ისაუბრა და იმ სიყვარულზე, რომლითაც უკვე 41 წელია ერთად მოდიან.

„ასე ვფიქრობ: პრობლემის გადაჭრა თუ შეგიძლია, უნდა გადაჭრა, თუ  არა, მასზე ნერვიულობა არ ღირს. პრობლემას არც ვუშინდები და არც ვაზვიადებ. გულში არაფერი უნდა დარჩეს…

მგონია, რომ რაღაც მომენტში უკან დავხიეთ რეზო კარიერის თვალსაზრისით. მას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ის შებოჭილი იყო ოჯახით, ოჯახის ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინა…

წლებთან ერთად გრძნობა ძლიერდება და გადადის ახლობლობაში, მეგობრობაში. პეპლები აღარ დაფრინავენ, მაგრამ ძალა ახლა უფრო დიდია…“, - ამბობს ხათუნა ჩაგელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეეხო გულს განსჯის გარეშე და გაუწოდო სინათლე მაშინ, როცა სიტყვები არაფერს შველის“ - რა არის ემპათია სინამდვილეში

„სიყვარული და ბედნიერება მაქსიმალურად აქტიურია!“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

🎥 „ისეთი მძიმე სურათი შეიქმნა, რომ შეუძლებელია ამ დროს დაეხმარო...“ - მანანა მგალობლიშვილი დაქვეითებული ლიბიდოს მკურნალობაზე