Digest Logo

„შეეხო გულს განსჯის გარეშე და გაუწოდო სინათლე მაშინ, როცა სიტყვები არაფერს შველის“ - რა არის ემპათია სინამდვილეში

1764754766
ეზოტერიკოსი

პიროვნული ზრდის ტრენერი თეა ორუჯოვი სოციალურ ქსელში ემპათიაზე წერს. 

მისი თქმით, არსებობს გრძნობა, რომელსაც სიტყვები ვერ ხსნის. როცა სხვისი ტკივილი შენი ხდება, როცა სხვისი სიხარული შენში ინთება, როცა ადამიანი არ ლაპარაკობს, მაგრამ შენ უკვე იცი რას გრძნობს - სწორედ ეს არის ემპათია:

„არსებობს გრძნობა, რომელსაც სიტყვები ვერ ხსნის.

როცა სხვისი ტკივილი შენი ხდება,
როცა სხვისი სიხარული შენში ინთება,
როცა ადამიანი არ ლაპარაკობს, მაგრამ შენ უკვე იცი რას გრძნობს.

ეს არის ემპათია, სულიერი სმენა, რომელსაც ყველა არ იყენებს, მაგრამ ვინც იყენებს ის სამყაროს სხვანაირად ხედავს.

ემპათია ნიშნავს:

• დაინახო ადამიანი შიგნიდან
• იგრძნო მისი ენერგია, თუნდაც ჩუმად იყოს
• შეეხო გულს განსჯის გარეშე და გაუწოდო სინათლე მაშინ, როცა სიტყვები არაფერს შველის.

ყველაფერი ენერგიაა და ემპათია არის ის უხილავი ძაფი, რომლითაც ადამიანები ერთმანეთთან ერთ მთლიანებად ვიკვრებით.

ემპათიური ადამიანი სამყაროსთვის საჩუქარია და შენ ხარ ასეთი. 

დამიჯერე, შენ იშვიათი ხილი ხარ ამ სამყაროში“, - წერს თეა ორუჯოვი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიყვარული და ბედნიერება მაქსიმალურად აქტიურია!“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

🎥 „ისეთი მძიმე სურათი შეიქმნა, რომ შეუძლებელია ამ დროს დაეხმარო...“ - მანანა მგალობლიშვილი დაქვეითებული ლიბიდოს მკურნალობაზე

🎥 „ეს ურთულესი სისტემაა...“ - რაზეა დამოკიდებული ქალის ლიბიდო და რატომ არ უნდა ქალს სექსი, მანანა მგალობლიშვილის განმარტება