Digest Logo

„ასოცირდება განქორწინებებთან, ურთიერთობების დასრულებასთან...“ - რას მოუტანს მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, ნინა ხომერიკის პროგნოზი

1758365463
ნინა ხომერიკი

21 სექტემბერს განსაკუთრებული მოვლენა გველის — წლის მეორე და საბოლოო მზის დაბნელება. ასტროლოგები მას უკვე უნიკალურს უწოდებენ: ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება ბოლო ასი წლის განმავლობაში. მსგავსი კოსმოსური ფენომენის უგულებელყოფა შეუძლებელია, რადგან ის ცვლილებებისკენ გვიხსნის კარს, გვაიძულებს ჩავიხედოთ საკუთარ თავში და თვალი გადავავლოთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

21 სექტემბრის მზის ნაწილობრივ დაბნელებაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:

„მზის დაბნელება ანუ სისტემის კოლაფსი!

2025 წლის 21 სექტემბერს 19:53 GMT, ხოლო 21:53 საქართველოს დროით მოხდება უნიკალური მზის დაბნელება ქალწულის მე- 13*-ე გრ-ში და ეს დაბნელება შეკრავს კონფიგურაციას, რომელსაც ასტროლოგიაში ეწოდება “იალქანი” , ანუ იგივე “კუდის ქარი”. ნებისმიერი დაბნელება, გულისხმობს იმ ნიშნის ფუნქციების სისტემური დისბალანსის პიკს, სადაც ხდება ეს მოვლენა და ამ შემთხვევაში, ეს არის ქალწული. უნივერსალურ ჰოროსკოპში, ეს ნიშანი მართავს მე -VI-ე სახლს, რომელიც მატერიასთან მუშაობის, პრაქტიკული ამოცანების, პრობლემების ეტაპობრივი რეალიზაციის, მრავალშრიანი იდეებისა და პროცესების, კონკურენტებთან და მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისა და ზოგადად დაცულობის სიმბოლოა, რომელიც, აგრეთვე სხეულის თავდაცვითი სისტემის, ანუ იმუნიტეტის სექტორია და დაბნელება, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროზე მოახდენს გავლენას.

ყველა ადამიანის ჰოროსკოპში, ქალწული მუშაობის სიმბოლოა და რომელ სახლშიც ხვდება ეს ნიშანი, თქვენს ინდივიდუალურ რუკაში, ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით მოგიწევთ არა შრომა, არამედ ოფლის ღვრა. ბაბილონურ ასტროლოგიაში, მე -VI-ე სექტორს, მონობის სახლი ეწოდება, რომელიც ნებაყოფლობითა და იძულებით შრომას გულისხმობს, ანუ გვაყენებს ისეთი ამოცანების წინაშე, რომლის შესრულებაც გვინდა თუ არა, მაინც აუცილებელია, რადგან ის ძირითადი საჭიროებების სიმბოლოა, მაგალითად როგორიც არის: პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო სისუფთავის დაცვა, სამსახურში სიარული და ა.შ. ანუ მინიმალური, ყოველდღიური და რეგულარული მოქმედებები, რაც აუცილებელია ყოფით ცხოვრებაში. ქალწულის სახლი, ასევე ასოცირდება განქორწინებებთან, ურთიერთობების დასრულებასთან, ხოლო შემდგომი ნიშანი, ანუ სასწორი პარტნიორულ ურთიერთობებთან, შესაბამისად ქალწული, სასწორისათვის გამოდის მე- XII-ე სექტორის მმართველი, რომელიც დასასრულის სიმბოლოა და ზუსტად ამიტომ, მე -VI-ე სახლში განიხილება მტრების არსებობაც, ანუ ვინც იყო ჩვენი მეგობარი, ახლობელი, ვისთანაც გვქონდა ურთიერთობა, ზუსტად ეს ადამიანი, შეიძლება გახდეს მტერი, თუმცა, იქ სადაც არსებობს პრობლემები, იქვეა მათი მოგვარების გზებიც, მთავარი პირობა არის ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევქმნათ რეალურად ჯანმრთელი და გრძელვადიანი ურთიერთობები.

რა სახის ამოცანებზეა საუბარი:

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაიაზროთ დეტალურად თქვენი მოთხოვნილებები, მაგალითად: რა არის საჭირო ურთიერთობებისათვის, ქორწინებისათვის, ხარისხიანი და გრძელვადიანი კავშირისათვის, როგორი საცხოვრებელი პირობები ან რა რაოდენობის სტაბილური შემოსავალი გჭირდებათ კონკრეტულად და დეტალურად დაგეგმოთ თქვენი ოჯახური ცხოვრება, ასევე გამოყოთ ის საზღვრები, რომლის გადაკვეთაც, თქვენი პარტნიორის მხრიდან, გამოიწვევს ურთიერთობების გაფუჭებასა და მის დასასრულს. ამ ნიშნის ამოცანების შესრულება მდგომარეობს მის დეტალებში, მაგალითად: რისთვის გჭირდებათ, ან რას ელოდებით ამ ურთიერთობებისაგან, შესაძლოა თავიდან ყველაფერი მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა ასე სულაც არ არის, იგივე მიდგომა არის საჭირო საქმიან პარტნიორებსა და ორგანიზაციებს შორის შეთანხმებების დროს, აუცილებელია პირველ რიგში ისაუბროთ თქვენს პრიორიტეტებზე, სასურველ პირობებზე, საჭირობებზე და გარანტიებზე, ხოლო შემდეგ, უკვე სასწორის სექტორში, რომელიც არის დიპლომატიის, კომპრომისებისა და პარტნიორული ურთიერთობების სიმბოლო, აწარმოოთ ეს მოლაპარაკებები და იპოვოთ საერთო ინტერესები. აქედან გამომდინარე, ამ დაბნელების პერიოდში, შესაძლებელია ადამიანებმა ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ისაუბრონ თავიანთ გაუმართლებელ მოლოდინებზე, გამოხატონ პატარ-პატარა პრეტენზიები ან უკმაყოფილება ისეთ წვრილმანებზე, რამაც შესაძლოა თქვენში გაკვირვებაც კი გამოიწვიოს, რადგან შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს პარტნიორს საშინლად არ უყვარს დილით ადრე გაღვიძება, რასაც მაგალითად, სულ აკეთებდით თანაცხოვრებაში, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდით, ანუ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ადამიანებს დაბნელების პერიოდში შეუძლიათ ხმამაღლა გააჟღერონ საკუთარი პრეტენზიები და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მოლოდინების შესახებ, რაც შესაძლოა სულაც არ იყოს სერიოზული და გლობალური, არამედ წვრილმანები, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი და არაკომფორტული.

ქალწულის სახლი გულისხმობს საბაზისო მოთხოვნებს, როგორიც არის: საკვები, სასმელი და აგრეთვე სამსახური, რომელიც გვაძლევს ცხოვრების შესაძლებლობას და როდესაც ხდება ამ სახლის დამუშავება და ადამიანს აქვს პროფესია, საცხოვრებელი და შემოსავალი, მისთვის გაცილებით მარტივია შექმნას ჰარმონიული, პირადი ან პარტნიორული ურთიერთობები, მე -VI-ე სახლი, სხვადასხვა ასპექტში გულისხმობს კეთილდღეობის ბაზას, ვინაიდან საყოფაცხოვრებო პრობლემები და სოციალური გარანტიების არარსებობა, უარყოფით გავლენას ახდენს ყველა სახის ურთიერთობაზე.

სახელმწიფო დონეზე, ქალწულის სახლი, გულისხმობს ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, როგორიც არის: სამედიცინო დაწესებულებები, პოლიცია ან ისეთი ტიპის დაწესებულებები, ვინც ზრუნავს შიდა სახელმწიფო პროცესების ორგანიზებაზე, მის ფუნქციონირებაზე, წესრიგზე და ვინაიდან დაბნელება არის დისბალანსის პიკი, დაორგანიზებული ან მიმდინარე შიდა სახელმწიფოებრივი, ყოფითი ან პოლიტიკური მოვლენები, ადამიანებში გამოიწვევს უკმაყოფილებას. ამ პერიოდში, ბევრ თქვენგანს გაუჩნდება განცდა, რომ ცხოვრება რატომღაც არათანაბარია, არაორგანიზებულია, რომ ყოველდღიური საქმეების ჩვეული რუტინა, რატომღაც გახდა არაორგანიზებული ან ადგილი ექნება ისეთ შემთხვევას, რაც დაარღვევს პროცესების ჩვეულ რიტმს. მე-VI-ე სექტორი აგრეთვე არის პროფესიის სახლი და სანამ აქ დგას სამხრეთის კარმული კვანძი და ეს ტრანზიტი დაიწყო 2025 წლის იანვრიდან და გაგრძელდება 2026 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე, ბევრი ადამიანი ამ პერიოდში შეიცვლის პროფესიას, ან სხვა მიმართულებით დაიწყებს მუშაობას და იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაბნელება საერთო ჯამში კრავს დადებით კონფიგურაციას, რომელსაც ეწოდება “იალქანი” ანუ “ზურგის ქარი” მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენთვითონ არ გავშლით იალქნებს, შეიძლება ქარმა, ხელსაყრელი მიმართულებით არ დაუბეროს და ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ ქალწულის მოპირისპირე ნიშნის, კერძოდ თევზების თვისებები, საიდანაც ამჟამად გვაკვირდება სატურნი, ნეპტუნი და სადაც დგას ჩრდილოეთის აღმავალი, ანუ მომავლის კვანძი, ის არის სახლი, სადაც შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხები, შედეგები და გავიგოთ საით მიემართება მოვლენები და შეესაბამება თუ არა ეს ყველაფერი ჩვენს მოლოდინებს.

ქალწული კონცენტრირებულია ერთ კონკრეტულ მოქმედებაზე, პრობლემაზე ან ამოცანაზე და ავიწყდება ამ ყველაფრის დაწყების გლობალური შინაარსი და შედეგი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება და დაღლილობა, მაგალითად: თუ თქვენ ყოველ დღე ალაგებთ სახლს, მაგრამ სხვა ოჯახის წევრები არ უფრთხილდებიან თქვენს შრომას და ურევენ თქვენს დალაგებულს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაიხსენოთ რატო აკეთებთ ამას, რადგან რეალური მიზეზი არა დალაგების ან იდეალური სისუფთავის არსებობის სურვილია, არამედ გსურთ, რომ თქვენს სახლში შექმნათ კეთილდღეობის ატმოსფერო და ამით გამოავლინოთ სიყვარული და მზრუნველობა თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, ხოლო თუ კონკრეტულად დალაგება გახდება თქვენი მიზანი, მაშინ ის ადამიანები, ვინც დაანაგვიანებს თქვენს სივრცეს, გახდება აგრესიის წყარო, ანუ მოხდება მნიშვნელობების ჩანაცვლება, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა სფეროში და სიტუაციებში, გლობალურად, როდესაც ჩვენ გვახსოვს რატომ ან რისთვის ვაკეთებთ კონკრეტულ რაღაცებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი იძენს სხვა ფერსა და აზრს და თუკი ჩვენ შევაჯამებთ ზემოთ თქმულს, ახლა მნიშვნელოვანია შემდეგი:

1. ამ დაბნელების პერიოდში მოუსმინოთ ადამიანების საჭიროებებს, რადგან ეს მათთვის მნიშვნელოვანია;

2. დავფიქრდეთ საკუთარ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე ყოფით, საქმიან ან პირად ურთიერთობებში, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არ გავიღოთ მსხვერპლი სხვების გამო, უბრალოდ ვეცადოთ ვიპოვოთ სხვა სახის გამოსავალი;

3. როდესაც რამეს ვაკეთებთ, გვახსოვდეს ჩვენი ქმედების გლობალური აზრი, რისთვის ვიქცევით ასე;

4. რა საბოლოო შედეგზე გავალთ თუ გავაგრძელებთ ყველაფრის ისე კეთებას, როგორც აქამდე ვაკეთებდით და თუ ეს შედეგი არ გვაკმაყოფილებს, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ სასურველი შედეგის მისაღებად.

ასევე ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება ფასეულობებს გლობალური გაგებით, ფილოსოფიური კუთხით და საკუთარი შვილების ღირებულებებს, კარგი იქნება თუ მათთან შედგება საუბარი, რადგან ქალწულის ანუ მე -VI-ე სახლი, არის ჩვენი შვილების ფასეულობების სექტორი, ის რაც მათთვის მნიშვნელოვანია და ამ ნაწილში გელოდებათ სიურპრიზები. 

ვერძი:

ვერძებისათვის, ეს დაბნელება ხდება მე -VI-ე ასტროველში და ამ პერიოდში, ეს ზოდიაქო აქტიურად იქნება ისეთი მეთოდების ან გადაწყვეტილებების ძიებაში, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, დიდი შრომის გარეშე მიიღოს სასურველი შედეგი და ეს ყველაფერი, შესაძლებელია გამოვლინდეს ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეხება სამსახურს და მათ შორის, თქვენი ცხოვრების ორგანიზების წესებს. საერთო ჯამში, მე- VI-ე სახლი, სადაც თქვენთვის ხდება დაბნელება, გულისხმობს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, მას მოაქვს გარკვეული თემების დასრულება, ანუ ზოგიერთი ვერძი, ასეთ დროს, შეიცვლის სამსახურს, ან ლოკაციას, შეიცვლება სამუშაო ან საცხოვრებელი პირობები, კოლეგები ან ხელმძღვანელები, სამსახურებრივი ფუნქციები და ამოცანები, დღის წესრიგი, რუტინა და მეტად ორიენტირებული გახდებით სწორი ცხოვრების წესზე. აგრეთვე მე -VI-ე სახლი, არის ჯანმრთელობის სექტორი, სადაც ასევე მოსალოდნელია ცვლილებები, მაგალითად: ის ვერძები, ვინც გადიან მკურნალობის კურსს, იქნება მიღებული მისი დასრულების ან გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება, რომელიც თან ახლდა ამ მკურნალობას. ასევე, ვინაიდან სამხრეთის კარმული კვანძი გვიზღუდავს არჩევანს და ამ პერიოდში საჭირო გახდა სამკურნალოდ კლინიკის არჩევა, ეს პერიოდი თვითონ შემოგთავაზებთ უალტერნატივო გადაწყვეტილებას. ასეთ დროს ჩნდება განცდა, რომ თითქოს სამყარო, გარკვეული სცენარის მიხედვით მართავს ადამიანებს და აძლევს მიმართულებას. ძალიან მნიშვნელოვანია გაიხსენოთ რა ხდებოდა 9 წლის უკან, ჰქონდა თუ არა ადგილი რამე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თქვენს ცხოვრებაში, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყო პროფესიის, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის არჩევასთან და თუ ეს ასეა, ამჟამად ეს გადაწყვეტილებები, შესაძლოა მოგეჩვენოთ არასწორად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ ყოველ მე-9 წელს იცვლება ადამიანის განვითარების ვექტორი და ყველაფერი, რაც მაშინ მიგვაჩნდა სწორად, ახლა შეიძლება ჩაითვალოს გამოცდილებად და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაბნელება გადატანითი მნიშვნელობით, ეყრდნობა ე.წ. „ღმერთების სამკუთხედს“, რომელიც შექმნილია ძლიერი პლანეტების დადებითი ასპექტებისაგან, ეს გულისხმობს იმას, რომ სწორი იქნება გააკეთოთ არჩევანი სრულიად ახალზე და ისეთზე, რაც ჯერ არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად: სრულიად ახალი სპორტული მიმართულება, ფიზიკური აქტივობა, ახალი პროფესია, პირადი საქმიანობის ახლებურად დაორგანიზირება, ანუ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გადადგათ ნაბიჯი სიახლისაკენ, რომელიც შესაძლოა თავიდან მოგეჩვენოთ სრულიად ამოუცნობად, მაგრამ ძალიან საინტერესოდ და აგრეთვე, ეს დაბნელება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა აუცილებელია ახალი გადაწყვეტილებები, გზები, აუცილებელია ახალი თვისებების ფორმირება და ძველისაგან გათავისუფლება.

კურო:

კუროებისათვის ეს დაბნელება ხდება მე -V-ე ასტროველში და ძალიან საინტერესო პერიოდს გპირდებათ, ვინაიდან, ამ სახლთან ასოცირდება ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვირჩევთ: პროფესია, სამსახური, სხვადასხვა მიმართულებები, პარტნიორული ურთიერთობები და ასევე ყველაფერი ის, რასაც თავად ვქმნით, ზოგიერთისათვის ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ზოგიერთისათვის ბავშვები, სერიოზული გატაცება, ანუ ჰობი და ა.შ. ეს სახლი გულისხმობს იმ არჩევანს, რომელსაც ვაკეთებთ გულით, ან შემოქმედებას, რომელიც იქმნება პირადი შთაგონებით და ვინაიდან, დაბნელება ყოველთვის გვაჩვენებს შედეგებს, ახლა შეგიძლიათ შეაფასოთ 9 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების სისწორე, რომელიც მაშინ გააკეთეთ, გაგიმართლათ თუ არა მოლოდინები, თუ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მაშინ მიიღეთ იყო მცდარი და სჯობდა სხვა არჩევანის გაკეთება, მაგალითად: პროფესია, პირადი პარტნიორი, ან სხვაგვარად გაგეზარდათ შვილები. აგრეთვე, საჭიროებიდან და ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ რაიმე შეცვალოთ, მაგალითად: მოახდინოთ რაიმეს მოდერნიზება და გაუმჯობესება სამსახურში, ან შეცვალოთ რაიმე უკეთესობისკენ სახლში. აგრეთვე ეს დაბნელება, გავლენას მოახდენს თქვენს შვილებზე. ამ პერიოდში, ზოგიერთი კურო, გახდება მშობელი, ან თქვენი შვილების ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები, თუმცა, ამ დაბნელებას, საერთო ჯამში, მოაქვს განცალკევება, ანუ დაბადება იგულისხმება, როგორც დედისაგან განცალკევება ან თქვენი სრულწლოვანი შვილი გადავა ცალკე საცხოვრებლად და დაიწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ამ პერიოდს, აქვს უნარი, დიდი გავლენა მოახდინოს თქვენი პირადი ცხოვრების არჩევანზე. სამხრეთის კარმული კვანძი დაასრულებს რაღაც ისტორიას, სცენარს, ამიტომ, თუ თქვენ, უკვე დიდი ხანია იმყოფებით ურთიერთობებში, მაგრამ დღემდე არაფერი არ არის გარკვეული, ამ პერიოდში მიიღებთ გადაწყვეტილებას, თქვენს პარტნიორთან შედგეს კომუნიკაცია საერთო მომავალზე, გეგმებზე, მოლოდინებზე და აქ შესაძლებელია წამოაყენოთ ერთგვარი ულტიმატუმი, შეიცვალოს თქვენი ურთიერთობის შინაარსი, ან საბოლოოდ დაასრულოთ მასთან ურთიერთობა. აგრეთვე, სამხრეთის დაღმავალი კვანძი, არის დაგროვებული კარმის თასის სიმბოლო, ამიტომ, ასეთ პერიოდში, თქვენ შეგიძლიათ გულახდილად ესაუბროთ თქვენს მეორე ნახევარს, კერძოდ: რაც არ მოგწონთ უკვე დიდი ხანია ამ ურთიერთობებში, თუმცა, ამას ადრე არ აჟღერებდით, ანუ ეს არის გულწრფელი საუბრების პერიოდი, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ დაგროვებული პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც ურთიერთობები გახდება გაცილებით მსუბუქი, გაქრება გაურკვევლობის კედელი, რომელიც წლების განმავლობაში აღიმართა თქვენს შორის. ასევე მოსალოდნელია ახალი სამსახურებრივი მიმართულებები და ფინანსური შემოსავლის ახალი წყაროს შექმნაც.

ტყუპები:

ტყუპებისათვის, ეს დაბნელება ხდება მე -IV-ე ასტროველში და ააქტიურებს თქვენს მე-IX-ე, მე-X-ე, პირველ და მე-IV-ე სახლებს და ეს პერიოდი, თითქოს მოითხოვს თქვენგან ინვესტირებას მომავლისათვის, რაც შეიძლება იყოს: შვილის გაჩენა, რადგან ბავშვები არის ჩვენი ხელები, რომელიც მიმართულია მომავლისაკენ, აგრეთვე ფინანსურ ინვესტირებას საკუთარ განათლებაში, უძრავი ქონების შეძენას, თუმცა, ეს დაბნელება, პირველ რიგში ეხება სექტორს, რომელიც ასოცირდება თქვენს საცხოვრებელ ადგილთან, სახლთან და ოჯახურ ურთიერთობებთან, ამიტომ, აქ შესაძლებელია იყოს ცვლილებები, ზოგიერთი გადაწყვეტს ადგილის შეცვლას, სხვაგან გადასვლას საცხოვრებლად, ემიგრირებას სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში, ზოგიერთი გაყიდის თავის უძრავ ქონებას, გაარემონტებს ან გააქირავებს. ასევე შესაძლებელია ქორწინება, ახალი ოჯახის წევრის შეძენა და ა.შ. ანუ ეს პერიოდი, ახდენს გავლენას, იმ პროცესებზე, რომელიც ხდება ოჯახში, ან ეხება თქვენს საკუთრებას. ამ დაბნელებას, ასევე შეუძლია, წინ წამოსწიოს ისეთი ემოციური თემები, რომელიც ეხება თქვენს ბავშვობას, მშობლებთან ურთიერთობას, რა გავლენა მოახდინა მათმა აღზრდამ თქვენს ცხოვრებაზე, მომავალზე და თქვენს პროფესიულ არჩევანზე. ამ პერიოდში, ასევე მოსალოდნელია ბევრი საქმიანი გზები და ფაქტობრივად მოგიწევთ ერთდროულად ორ ადგილას ცხოვრება. ერთის მხრივ, ამ დაბნელებამ, შესაძლოა გაგიჩინოთ გაურკვევლობის განცდა, როგორ მოიქცეთ უძრავი ქონების მხრივ, იყიდოთ, გაყიდოთ, გააქირაოთ ან სად იცხოვროთ და ა.შ. ისინი, ვინც არიან საცხოვრებელი სახლის ძიებაში, შეიძლება უეცრად იპოვონ მათთვის იდეალური ვარიანტი, გაყიდვის შემთხვევაში, კი მოულოდნელად გამოჩნდეს მსურველი და სწრაფად გაასხვისონ თავიანთი ქონება.

კირჩხიბი:

კირჩხიბებისათვის, ეს დაბნელება ხდება მე-III - ე ასტროველში და მოგიტანთ მზაობას, აქ და ახლა, საკუთარი მომავლისათვის შეცვალოთ ჩვევები, უარი თქვათ რაიმეზე, ან პირიქით, შემოიტანოთ თქვენს ყოველდღიურობაში ახალი თვისებები, მაგალითად: დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა, გაიაროთ სასურველი პროგრამა, რომელიც მოგცემთ ახალ ცოდნას და იქნება თქვენთვის სასარგებლო, ან მოახდინოთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების სისტემატიზაცია, რასაც გამოიყენებთ ცხოვრების ტრანსფორმაციისათვის. ასევე, ამ პერიოდში, შესაძლებელია დაასრულოთ ისეთი საქმე, რასაც დიდი დრო დაუთმეთ, ან წერტილს დაუსვამთ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეს, რაზედაც ხანგრძლივი პერიოდი ფიქრობდით. მე-III- ე სახლი, აგრეთვე გულისხმობს თქვენს გარემოცვას, თუმცა, არა ახლო მეგობრებს ან ნათესავებს, არამედ მეზობლებს, თანამშრომლებს, ნაცნობებს და ა.შ. მათ რიცხვშიც მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. სამხრეთის კარმული კვანძი, კომუნიკაციების სექტორში, აჩვენებს, რომ წავლენ ისეთი ადამიანები და დასრულდება ისეთი ურთიერთობები, ვისთან კომუნიკაციაც თქვენთვის აღარ არის აქტუალური, ანუ შეიცვლება გარემოცვა ან რადიკალურად შეგეცვლებათ ინტერესები და შესაბამისად, მიიზიდავთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც მოხდება ინტერესთა თანხვედრა. ეს სექტორი, აგრეთვე არის ჩვენი დედმამიშვილების სიმბოლო და ამ პერიოდში, მოსალოდნელია მათთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება, შეხვედრები, საერთო საქმეების დაწყება და ვინაიდან, სამხრეთის კვანძი, არის წარსული კარმული პროგრამის მაჩვენებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს მიერ დაგროვებული გამოცდილება და მიმართოთ კონკრეტულ საქმეში, დაიწყოთ ბიზნესი ან დასაქმდეთ ისეთ სამსახურში, სადაც მოხდება თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება. მე-III-ე სახლი, აგრეთვე გულისხმობს კომუნიკაციებს, სატრანსპორტო საშუალებებს, გზებს და ბევრი თქვენგანი შეძლებს ტექნიკის ან ავტომობილის შეცვლას და ახლო ტერიტორიებზე მოგზაურობას.

ლომი:

ლომებისათვის, ეს დაბნელება ხდება მე-II- ე ასტროველში, რომელიც არის თქვენი ფინანსების, მატერიალური რესურსების, აქტივებისა და თვითშეფასების სექტორი და შესაბამისად, ამ დროს განვითარებული მოვლენები, ყველა ზემოთ ხსენებულ თემას დაუკავშირდება. ამ პერიოდში, ზოგიერთი ლომის ცხოვრებაში, შეიცვლება სამსახური, შემოსავლის წყარო, ან მარჩენალი, აგრეთვე, გადაიხედება ფინანსური ანგარიშსწორების საკითხები, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების პირობებიც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაბნელება ხდება თქვენს მე-II- ე ასტრ ველში, ის ასევე ეხება თქვენს მე-VII-ე და მე-VIII-ე სექტორებსაც, სადაც მე-VII-ე სახლი გულისხმობს პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო მე-VIII-ე ფინანსურ და ენერგეტიკულ ანგარისწორებას, ამიტომ, ამ პერიოდში, თქვენი გლობალური ამოცანა არის, გამოიმუშაოთ, ამ ურთიერთობების ახალი მეთოდები, რაც პირველ რიგში, შესაძლებელია გამოვლინდეს სამსახურებრივ სფეროში, როგორც შემოსავლის ახალი შესაძლებლობა ან ოჯახურ და პარტნიორულ ურთიერთობებში საერთო ბიუჯეტის შექმნის კუთხით. ვინაიდან დაბნელება ხდება სამხრეთის დაღმავალ კვანძზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, მიიღოთ ის, რაც დაიმსახურეთ კარმულად, რაც ხშირად არ შეესაბამება ლოგიკას, საღ აზრს და ვინაიდან, მე-II-ე სახლში, რომელიც პირადი რესურსების სექტორია, სადაც დგას სამხრეთის კვანძი, საჭიროებას ქმნის რაიმე დააბანდოთ და გასცეთ იმისათვის, რომ დასაჩუქრდეთ მომავალში, მაგალითად: ჩადოთ ფინანსები თქვენს განათლებაში, ჯანმრთელობაში, გარეგნობაში, სპორტში და ა.შ. ანუ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აამაღლებს თქვენს რესურსებს, ვინაიდან ნებისემიერი დაბნელება არის დისბალანსის პიკი, შესაძლოა გაგიჩნდეთ დაუკმაყოფილებლობის განცდა და ჩათვალოთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები, არ არის საკმარისი მიზნების მისაღწევად და საჭიროებთ დახმარებას. გარდა ამისა, ეს სექტორი გულისხმობს ფინანსურ და ენერგეტიკულ გასავალს და დაბნელების პერიოდში, შეძლებთ მის დახურვას, მაგალითად: გაისტუმრებთ ვალებს, მოგცილდებათ ყოველთვიური გადასახადი, დაიწყებთ ურთიერთობას და გადახვალთ თქვენს მეორე ნახევართან საცხოვრებლად, რაც გაგათავისუფლებთ ყოველთვიური ქირის გადასახადისაგან, ანუ დაიხუროს თქვენი ფინანსური და ენერგეტიკული გასავლის არხი, აგრეთვე მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები თქვენი პარტნიორის შემოსავლებთან დაკავშირებითაც. საერთო ჯამში, ეს დაბნელება შეგვახსენებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ გაქვთ შესაძლებლობა იცხოვროთ სხვისი რესურსების ხარჯზე, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შექმნათ საკუთარი შემოსავლის წყარო, რისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ.

ქალწული:

ქალწულებისათვის ეს დაბნელება, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება პირველ ასტროველში და აჩვენებს, რომ დადგა დრო, რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, როდესაც დაბნელება ან ახალმთვარეობა ხდება პირად ნიშანში, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა დაფიქრდეთ რა გსურთ თქვენ კონკრეტულად ცხოვრებაში და არა რას ელოდებიან სხვები თქვენგან. თუმცა ვინაიდან ეს მოვლენა უკავშირდება სამხრეთის დაღმავალ კვანძს, ხოლო მომავლის ანუ ჩრდილოეთის კვანძი დგას თქვენი პარტნიორული ურთიერთობების სექტორში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება, ბედი, განზრახვა და ინტერესები შეიძლება შეიცვალოს სხვა ადამიანების გავლენების გამო, ასევე შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ ადაპტირდებით და იცვლებით მათი მოთხოვნების შესაბამისად, რაც შეიძლება მართლაც ასე იყოს, თუმცა, ეს სასიკეთო ცვლილებებია, მთავარია გესმოდეთ რა გსურთ, როგორია თქვენი მოთხოვნილებები, კონკრეტულად როგორი ურთიერთობები და პარტნიორი იქნება სტიმულის მომცემი ამ პერიოდში განვითარებისა და თვითრეალიზაციისათვის. ხანდახან იმისთვის, რომ გადახვიდეთ უფრო მაღალ საფეხურზე, საჭიროა ბევრი რამ შევცვალოთ საკუთარ თავში, ვადაპტირდეთ ახალ რეალობასთან, რაც მარტივი არ არის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენი ნიშნისათვის ახალ ეტაპზე გადასასვლელად და ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად სტიმული მოგცეთ სხვა ადამიანმა, თქვენი პარტნიორის, დამსაქმებლის ან კლიენტების მხრიდან წარმოქმნილმა მოთხოვნებმა და მოლოდინებმა, რაც დადებითად იმუშავებს თქვენს განვითარებაზე.

ხშირად დაბნელება, პირად ნიშანში ახდენს ჩვენზე ისეთ გავლენას, რომ მართლაც ვიცვლებით და მათ შორის გარეგნობითაც, ვტოვებთ განსხვავებულ შთაბეჭდილებას იმ ადამიანებზეც კი, ვინც კარგად გვიცნობენ და მათი მხრიდან ხდება ჩვენი ახლებურად დანახვა და შეფასება. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სახლი არის „მე“-ს და იმიჯის სიმბოლო, ცვლილებები, რომელიც მოსალოდნელია ამ დაბნელების პერიოდში, შეეხება თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, როგორიც არის: სამსახური, პირადი ცხოვრება, იმიჯი, გარეგნობა და ა.შ. ზოგიერთი ქალწული, ამ პერიოდში შეიცვლის თმის ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს, სამსახურს ან მის პარტნიორს ექნება სამსახურებრივი ცვლილებები, რაც აგრეთვე შეცვლის თქვენს გეგმებს და მოგიწევთ მასზე აწყობა. ეს პერიოდი, ასე თუ ისე გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობებზე და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ თქვენი დიალოგი, საქმიან ან პირად პარტნიორთან, არის საკუთარ თავთან დიალოგის ანარეკლი და თუ თქვენ, კარგად იცნობთ საკუთარ თავს, იცით რა გსურთ და არ გეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში, ეს საუბარი მოგიტათ სიკეთეს, მაგრამ თუ ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავის მნიშვნელობაში და თვლით, რომ თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ ეს ადამიანი, ვიდრე მას სჭირდებით, მაშინ მოსალოდნელია სირთულეები, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში.

აგრეთვე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დაბნელება, საკუთარ ნიშანში მართლაც ბევრ რამეს ცვლის ცხოვრებაში, რაც შესაძლებელია სწრაფად არ მოხდეს და დაბნელებიდან ერთი წლის განმავლობაში განვითარდეს. ამიტომ არის ახლა მნიშვნელოვანი გაიგოთ რა გსურთ, იბრძოლოთ ამისათვის სხვადასხვა მეთოდებით და პირველ რიგში შეიცვალოთ, რადგან როდესაც ჩვენ ვცვლით რაღაცებს საკუთარ თავში, ვიცვლით დამოკიდებულებებს, ფასეულობებს და აზროვნებას ეს ყველაფერი ძალიან მალე ნახულობს თავის გამოძახილს სამყაროში და მაშინ იწყებენ სასურველი მოვლენები თქვენს გარშემო ფორმირებას. ასევე მნიშვნელოვანია შეძლოთ დაინახოთ და შეაფასოთ თქვენი შეცდომები ნებისმიერ სირთულეებსა და კონფლიქტებში, იპოვოთ და გააანალიზოთ მათი წარმოშობის მიზეზი და არ ეძებოთ დამნაშავე სხვა ადამიანებში. ხშირად, საკუთარ ნიშანში, დაბნელების დროს ადამიანები საკუთარ თავზე იღებენ ახალ ვალდებულებებს და უწევთ გარკვეული როლის შეთავსებაც, მაგრამ როდესაც გადის 1 ან 1,5 წელი ვხვდებით, რომ ეს როლი ჩვენთვის არ არის მარტივი და ის ვალდებულებები, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, საკმაოდ რთული შესასრულებელია, რადგან გვიჭირს მასთან შეგუება, თუმცა პერსპექტიულია. ეს დაბნელება იქნება იმ მიღებული გადაწყვეტილებების, გაკეთებული დასკვნებისა და არჩევანის გამოძახილი, რომელიც თქვენ გააკეთეთ 9 წლის უკან და თუ მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მოიქეცით სწორად, მიიღეთ საჭირო გადაწყვეტილებები, ახლა შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ დაუშვით შეცდომები, რაც რეალურად ასე არ არის, ვინაიდან კარმული კვანძები, ყოველ 9 წელიწადში ერთხელ, აკეთებენ ერმანეთთან ოპოზიციას, რაც შესაბამისად ცვლის ჩვენს ცხოვრებასა და ინტერესებს 180* გრ-ით, ამიტომ, თუ თქვენ ჩათვლით, რომ 9 წლის უკან გადადგით მცდარი ნაბიჯები, გახსოვდეთ, რომ ცდებით, თქვენ მაშინ გჭირდებოდათ ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც გაიარეთ, იმისათვის, რომ მისულიყავით იქ, სადაც ახლა იმყოფებით.

სასწორი:

სასწორებისათვის ეს დაბნელება ხდება მე -XII-ე ასტროველში, რომელიც არის წარსულისა და საიდუმლოებების სახლი. ამ პერიოდში, შესაძლოა წერტილი დაუსვათ და დაასრულოთ ისეთი საქმეები, რომელიც უკვე დიდი ხანია აქტუალურია თქვენთვის, მაგალითად: დაასრულოთ მუშაობა, რომელიმე ორგანიზაციაში ან გაწყვიტოთ თანამშრომლობა ძველ პარტნიორებთან, კოლეგებთან, შეიცვალოთ საცხოვრებელი ლოკაცია, ანუ ასეთ პერიოდებში სრულდება ის პროცესები, რომელიც მიმდინარეა. დაბნელებას არ მოაქვს არაფერი ახალი, ის უბრალოდ აზვიადებს მიმდინარე საკითხებს და გვაძლევს ამ პროცესების კულმინაციას. მე -XII-ე სახლი, აგრეთვე არის ქრონიკული დაავადებების სექტორი, ამიტომ თუ თქვენთვის აქტუალურია ჯანმრთელობის თემა, დაბნელება დაგეხმარებათ თქვენ ან თქვენმა ოჯახის წევრმა, ახლობელმა, ვისაც უვლით დაასრულოს მკურნალობის კურსი და გამოჯანმრთელდეს. ასეთ პერიოდებში, ხდება ყველა იმ მოვლენის გადაფასება, რასაც ჰქონდა ადგილი გასული 9 წლის განმავლობაში, გაუკეთებთ განსხვავებულ შეფასებებს წარსულ პროცესებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. მე-XII-ე სახლი, აგრეთვე არის იმ ყველაფრის სიმბოლო, რასაც, ასე ვთქვათ ვმალავთ, ვინახავთ სკივრში, ის თქვენი ფარული ოცნებებისა და სურვილების სექტორია, თუმცა არაფერი გაგიკეთებიათ მათ განსახორციელებლად და ახლა ეს დაბნელება მოგცემთ შესაძლებლობას მოახდინოთ მათი რეალიზაცია და ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე ეს სექტორი, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელია და შესაძლებელი იქნება თქვენი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიმუშაოთ გარკვეული გეგმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ, ენერგეტიკულ ან სამედიცინო პრაქტიკას, ვიტამინებს ან მკურნალობას. გარდა ამისა, მე-XII-ე სახლთან ასოცირდება დისტანციური ან დროებითი სამუშაო, ამიტომ, ვისთვისაც ეს თემა მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ ამ მიმართულებით გადადგათ გარკვეული ნაბიჯები, ზოგიერთმა სასწორმა შეიძლება დაასრულოს ან პირიქით, გააფორმოს დისტანციურად მუშაობის ან დროებითი დასაქმების ხელშეკრულება, ხოლო მათ, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ჰქონდათ სამსახური, ახლა შეძლებენ მუშაობის დაწყებას და აქტიურად სოციუმში გასვლას. აგრეთვე, ამ პერიოდში, შეგიძლიათ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც გაქვთ ქალაქგარეთ, უცხოეთში, საკუთრების ან სხვა ქონებრივი საბუთები, აგრეთვე მოსალოდნელია თქვენი პარტნიორის სამუშაო სტილის ან გრაფიკის ცვლილებებიც. ვინაიდან ეს სექტორი გულისხმობს პატიებას და შეწყალებას, ასეთ დროს შეძლებთ მიუტევოთ ადამიანს, ვისთანაც დიდი ხნის უკან არ დაგილაგდათ ურთიერთობები ან გქონდათ ღია კონფლიქტი, წყენა, ღალატი და ახლა შეძლებთ ამ წყენებისაგან გათავისუფლებას და წარსულში დატოვებას, ხოლო რაც შეეხება წარსულ დანაკარგებს, ამ ყველაფერს შეაფასებთ, როგორც პირად შეცდომებს, რის გამოც დაკარგეთ რაღაც მნიშვნელოვანი, მაგალითად: ფინანსები, ქონება, შესაძლებლობები ან პირადი დრო და საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს.
 

მორიელი:

მორიელებისათვის ეს დაბნელება ხდება მე-XI-ე ასტროველში, ქმნის დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან, მოაქვს წარმატება და აღმაფრენა შემოქმედებით და საქმიან სფეროში. ეს დაბნელება ზედმეტი ძალისხმევის, მატერიალური და ენერგეტიკული დანახარჯების გარეშე მოგიტანთ რაღაც ძალიან სასურველს და გვერდიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გაგიმართლად და კარგად აეწყო გარემოებები, თუმცა, სინამდვილეში, ეს არის კარმის რეალიზაცია, ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შედეგი და ხანდახან, იმისათვის, რომ მივიღოთ რაღაც სასურველი, საჭიროა უბრალოდ ვიოცნებოთ, ძალიან მოვინდომოთ და ზუსტად ეს ოცნებები და სურვილები, რომელსაც შინაგანად ატარებდით, ახლა ამ დაბნელების პერიოდში დადებს თავის შედეგებს და ვინაიდან მე-XI-ე სახლი, ზოგადად არის საბოლოო შედეგების სექტორი, ამ პერიოდში, შეძლებთ სხვადასხვა მიმართულებით მოიმკათ თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგები, მაგალითად: სამსახურიდან ან ბიზნესიდან, ანუ, საერთო ჯამში, ეს არის ბედის საჩუქრების გაკეთების პერიოდი, აგრეთვე შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი კომუნიკაციების წრე და ბუნებრივად დასრულდეს ურთიერთობები თანამშრომლებთან, მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან. მე-XI-ე სახლი ასევე სხვისი შვილების სიმბოლოა და ამ პერიოდში, შეიძლება შეგეძინოთ დისშვილი, ძმისშვილი, ან თუ თქვენს მეორე ნახევარს ჰყავს შვილები წინა ურთიერთობიდან, შესაძლოა გადაწყდეს მათთან დაკავშირებული საკითხები და ვინაიდან, მე-XI-ე სახლი ინტერნეტის და პროგრესის სიმბოლოა და ისინი, ვინც მუშაობენ ინტერნეტის საშუალებით ან ნერგავენ თავიანთ საქმეში ახალ, ინოაციურ ტექნოლოგიებს, ან სურთ ონლაინ გაყიდვების დაწყება, მომსახურობის შეთავაზება ან ბლოგერობა იდეალური პერიოდია ამ ყველაფრისათვის. საერთო ჯამში, ეს დაბნელება მოგიტანთ სასურველ შეგრძნებას იმასა, რომ თქვენ აკონტროლებთ არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას, არამედ სივრცეს და სხვა ადამიანებსაც, რომელიც თქვენს გარემოცვაშია. მე- XI-ე სახლი აგრეთვე თავისუფალი სიყვარულისა და ურთიერთობების სექტორია, ამიტომ, პირად ცხოვრებაშიც მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები, ზოგიერთ მორიელს ელოდება ახალი ნაცნობობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს ინტერნეტის, სპეციალური პლატფორმების ან მეგობრების დახმარებით და ეს ადამიანი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს თქვენს ცხოვრებაში.

 მშვილდოსანი:

მშვილდოსნებისათვის ეს დაბნელება ხდება მე-X-ე ასტროველში, რომელიც არის სოციალური სტატუსის, კარიერისა და პირადის სექტორი. მე-X-ე სახლი ეს არის ასტროლოგიური რუკის ზენიტი და გულისხმობს იმ მიღწევებს, რითაც გვაფასებს გარემოცვა. ამ პერიოდში გააქტიურდება თქვენი სტატუსის ცვლილების პროგრამა, რაც ზოგიერთისათვის შეიძლება იყოს სამსამსახურეობრივი ან კარიერული ცვლილებების მომტანი, სამუშაო ადგილის დაკარგვა, საკუთარი საქმის დაწყება, ან გარკვეული უფლებამოსილებების შეჩერება სამსახურში, ასევე მოსალოდნელია თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის შეცვლა ან ცვლილება წესდებაში, რასთანაც მოგიწევთ ადაპტირება. დაბნელებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს თქვენს პირად ცხოვრებაზე და სტატუსზე, ზოგიერთი თქვენგანი შექმნის ოჯახს, ზოგს კი მოემატება პასუხისმგებლობა ოჯახში, შესაძლებელია მიიღოთ საბუთები, რომელიც მოგანიჭებთ გარკვეულ უფლებებსა და სტატუსს, მოაგვარებთ უძრავი ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შეიცვლით საცხოვრებელ ლოკაციას, გაყიდით ან შეიძენთ სახლს. აგრეთვე, ეს დაბნელება მოგიტანთ იმ მიღებული გადაწყვეტილებების, არჩევანის ან ქმედებების შედეგებს, რომელიც გააკეთეთ 9 წლის უკან, მაშინ, როდესაც ამ სექტორში იდგა ჩრდილოეთის კვანძი, ამიტომ, ახლა შეძლებთ შეაფასოთ იმ პროცესების შედეგები, რომელიც მოჰყვა თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებებს. იმ მშვილდოსნებს, ვინც დაკავებულნი არიან კერძო საქმიანობით, ელოდებათ სტრუქტურული, პარტნიორული ცვლილებები ან რეორგანიზაცია. ამავდროულად, სამხრეთის კარმულ კვანძს, თქვენი სტატუსის სექტორში, შეუძლია მოგიტანოთ დროებითი გაურკვევლობის გრძნობა, როდესაც დროის გარკვეულ პერიოდში გრძნობდით საკუთარ თავს რაღაც დონეზე, სიმაღლეზე და ახლა გაგიჩნდებათ განცდა, რომ ყველაფერი შეიცვალა და არ იცით სად დგახართ, მაგალითად: შეიძლება მუშაობდეთ კონკრეტულ ორგანიზაციაში, მაგრამ არ გქონდეთ ჯერ კიდევ გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულება, არ იცით გააგრძელებთ თუ არა იქ საქმიანიბას და მიიღებთ თუ არა ამ ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანის სტატუსს. ეს დაბნელება, ასევე მოიტანს თქვენი მშობლების საქმიან ცხოვრებაში ცვლილებებს, ისინი შეძლებენ ადგილმდებარეობის შეცვლას, ან ისეთი საბუთების მიღებას, რომელიც ანიჭებთ მათ გარკვეულ სტატუსს.

თხის რქა:

თხის რქებისათვის ეს დაბნელება ხდება მე-IX-ე ასტროველში და აკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან. ამ პერიოდში დაიხურება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება იურიდიულ ან ბიუროკრატიულ თემებს, მაგალითად: მიიღებთ დიპლომს, საბუთებს, აიღებთ საჭირო ცნობებს, სამუშაო უფლებას ან ვიზას, საერთო ჯამში, ასეთ პერიოდში შეძლებთ მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უცხოეთიდან, ზოგიერთი თხის რქა შეძლებს მოგზაურობას, ემიგრირებას ან ბიზნეს ურთიერთობებს უცხოელებთან. დაბნელება გააფართოებს თქვენს შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვრებს გარეთ და მოგცემთ შესაძლებლობას დისტანციურად დადოთ ხელშეკრულებები, მაგალითად: საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებთან ან აწარმოოთ მოლაპარაკებები. მე-IX-ე სახლი, ასევე არის განათლების სიმბოლო, ამიტომ, ზოგიერთი თქვენგანი დაასრულებს სწავლას, აიღებს სერტიფიკატს ან დიპლომს, რომელიც გამოგადგებათ პროფესიულ საქმიანობაში. აგრეთვე ამ სექტორში შედიან პირადი პარტნიორის ნათესავები, მეგობრები და მათთან ურთიერთობის ნაწილში დაიხურება ისეთი საკითხები, რაც იყო საკამათო, იწვევდა თქვენს გაღიზიანებას ან თქვენი პარტნიორის მხრიდან მუდმივად მოითხოვდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, მაგალითად: შესაძლებელია ის მუდამ ეხმარებოდა თავის ნათესავს ან მეგობარს, რაზედაც მუდმივად იხარჯებოდა მისი ფიზიკური და ფინანსური რესურსი და ამის საჭიროება აწი აღარ იქნება, გარდა ამისა, მოსალოდნელია თქვენსა და მის ნათესავებს შორის შედგეს სერიოზული საუბარი. ასეთი დაბნელება ხშირად აჩენს ადამიანებში სურვილს შეიცვალონ სამსახური, საქმიანობა და ეს პერიოდი მართლაც მოგცემთ მსგავს შესაძლებლობას, თუმცა, ეს არ იქნება ისე მარტივი, როგორც თავიდან წარმოგედგინათ, მაგრამ ამის ინიციატორი თავად გახდებით. მე-IX-ე სახლი ასევე არის ჩვენი ზრდასრული შვილებისა და შვილიშილების სიმბოლო, სადაც აგრეთვე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება. საერთო ჯამში მე- IX-ე სახლი გულისხმობს ჩვენს იმ მსოფლმხედველობას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი საქმეების მდგომარეობას და დაბნელება ამ სექტორში მიგახვედრებთ, რომ ბევრი წელი სათანადოდ არ აფასებდით საკუთარ თავს და შესაძლებლობებს და სინამდვილეში იმაზე მეტი შეგიძლიათ ვიდრე წარმოიდგენდით. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი საქმეების ამჟამინდელი მდგომარეობა ან რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, დაინახავთ მიმართულებას და სფეროს, რომელშიც შეძლებთ გაზრდას, ხოლო სამხრეთის კარმული კვანძი, ამ სექტორში, დაგეხმარებათ მარტივად გააკეთოთ არჩევანი, რადგან შემოგთავაზებთ კონკრეტულ მიმართულებებს და არა ფართო არჩევანს, სურვილის არსებობის შემთხვევაში, ეს პერიოდი დაგეხმარებათ გააერთიანოთ ადამიანები ერთი დიდი მიზნისა და იდეის გარშემო. საერთო ჯამში, თქვენი ნიშნისათვის ეს დაბნელება არის იმ ენერგიის მომტანი, რომელიც მოგცემთ შანსს დადგეთ იქ, სადაც თქვენ გსურთ.

მერწყული:

მერწყულებისათვის, ეს დაბნელება ხდება მე-VIII-ე ასტროველში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური სექტორია და გადატანითი მნიშვნელობით, მას შეიძლება ფენიქსის სახლი ვუწუდოთ. ეს არის კრიზისების ადგილი, რომლის გავლის შემდგომ, ჩვენ ხელახლა ვიბადებით და ვძლიერდებით, ის აგრეთვე არის ჩვენი პირადი, ან საქმიანი პარტნიორებისა და მშობლების, საერთო ფინანსებისა და რესურსების სიმბოლო, რომელიც აჩვენებს ჩვენს უნარს, შეგვიძლია თუ არა მათი კაპიტალის მართვა, რის გამოც ვიღებთ გარკვეული სახის პრემიას. ეს დაბნელება, მოგცემთ შესაძლებლობას, დახუროთ ძველი ფინანსური საკითხები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მემკვიდრეობასთან, ქონების გაყოფასთან, შესაძლოა განისაზღვროს, შესრულებული სამუშაოსათვის თქვენი ჯილდოს ოდენობა. ასევე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება სამსახურშიც, ანაზღაურების, ხელფასის დარიცხვის სისტემის ცვლილება კუთხით, შესაძლოა იპოვით ისეთი სამსახური, სადაც თქვენი ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს ოდენობით, ან ბონუს სისტემით, ანუ თქვენი ხელფასის ოდენობა, დამოკიდებული იქნება რეალიზებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოს ან დადებული გარიგებების ოდენობაზე. მე-VIII-ე სახლი ასევე გულისხმობს დაზღვევებს და ამიტომ, ამ პერიოდში, ბევრ მერწყულს გაუჩნდება სურვილი მიმართოს სადაზღვევო კომპანიას, შეიცვალოს პროვაიდერი ან პირობები, აგრეთვე შეძლებთ გაისტუმროთ ფინანსური ვალდებულებები, დახუროთ კრედიტი, იპოთეკა ან პირიქით, მიიღოთ საჭირო საბუთები იპოთეკის გასაფორმებლად. წარსულში გაკეთებულმა დაბანდებებმა, შესაძლებელია ახლა მოგიტანოთ ფინანსები და გაგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო, მაგალითად: დაახლოებით 9 წლის (+/-) უკან გააკეთეთ ინვესტირება მიწის ნაკვეთში, ბინაში, აგარაკში და ახლა შეძლებთ მის სარფიანად გაყიდვას ან იჯარით გაცემას, აგრეთვე შეძლებთ მოაგვაროთ ისეთი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია: საგადასახადოსთან, ალიმენტებთან, ჯარიმებთან და ა.შ. ანუ ეს დაბნელება, დიდ გავლენას იქონიებს, ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე აქტუალურ, ფინანსურ-ქონებრივ საკითხებზე. მე-VIII-ე სახლი, ასევე ჩვენი შიშების მაჩვენებელია და დაბნელების პერიოდში, თქვენ მოგიწევთ მოერიოთ და აჯობოთ თქვენს შიშებსა და ფობიებს, გარდა ამისა, აქტუალური გახდება ისეთი თემები და ამოცანები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო 9 წლის უკან, ვინაიდან, ახლა, ამ დაბნელების გავლენით, თქვენ მიიღებთ იმ პერიოდში გადადგმული ნაბიჯების შედეგებს. მოსალოდნელია ასევე თქვენი მეორე ნახევრის შემოსავლის ცვლილებაც. თუ თქვენ მართავთ სხვის ფინანსურ რესურსებს, კაპიტალს ან მუშაობთ: მომარაგებაში, გაყიდვების მენეჯერად, ბუღალტრად, ან შუამავლად და შესრულებული სამუშაოდან იღებთ %-ს, მაშინ ამ პერიოდში მიიღებთ იმ ოდენობის საზღაურს, რასაც ელოდებით და თუ ეს პოზიცია, თქვენი მუდმივი სამუშაო ადგილია, მაშინ მოსალოდნელია ურთიერთობების ცვლილება თქვენს დამსაქმებელთან, მომხმარებლებთან, ან შეიცვლება თქვენი ანაზღაურების ოდენობა. საერთო ჯამში, მე-VIII-ე სახლი, არის კრიზისების სიმბოლო, რომელიც შეიძლება განვითარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან შინაგანი კრიზისი, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ შინაგანად გაწუხებს შიშები, ეჭვები, იტანჯები და ამ დაბნელების პერიოდში, თქვენ იგრძნობთ, რომ ეს განცდა დარჩა წარსულში, თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი და იმის, რისიც წარსულში გეშინოდათ, დარჩა შიშის დონეზე და რეალურად ყველაფერი კარგად არია! მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება თქვენს გასავალს და არ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ ამის უფლება მისცეთ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს სამომავლო ინვესტიციაში ჩადებულ თანხებს.

თევზები:

თევზებისათვის, ეს დაბნელება ხდება მე-VII-ე ასტროველში, რომელიც არის პარტნიორული ურთიერთობების სექტორი, მთლიანობაში, დაბნელებების ეს ციკლი, ქალწულის ზოდიაქოში გასწავლით, რომ არ უნდა მიეჯაჭვოთ სხვა ადამიანებს, გაძლევთ შესაძლებლობას ააწყოთ თქვენი ცხოვრებისეული გეგმები ისე, რომ მათზე ვერ მოახდინონ გავლენა სხვა ადამიანების ინტერესებმა, ანუ ეს დაბნელება, გეხმარებათ, შეამციროთ ადამიანებისა და მათთან ურთიერთობების მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს კონტაქტების დასასრულს, უბრალოდ გააკეთებთ საკუთარი როლისა და მნიშვნელობის გადაფასებას და თუ თქვენ, არ გაგიჩნდათ ნეგატიური განცდა იმისა, რომ თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ პარტნიორი, ვიდრე მას სჭირდებით, მაშინ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ ასეთი განცდა გაჩნდა, რაც შეიძლება იყოს არა მხოლოდ პირადში, არამედ საქმიან და მეგობრულ ურთიერთობაშიც, მაშინ განვითარებული მოვლენები დაგანახვებთ, რომ არავის იმედი არ უნდა გქონდეთ, გარდა საკუთარი თავისა. ვინაიდან, ქალწულის ნიშანი არის ჩვენი საბაზისო მოთხოვნილებების სიმბოლო, თქვენი ნიშნისათვის, მსგავსი მოთხოვნები იქნება ურთიერთობები და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია შექმნათ ისეთი პარტნიორობა, რომელშიც არ იქნებით დამოკიდებული არც თქვენს მეორე ნახევარზე, არც სხვა ადამიანების რესურსებზე, მათ გეგმებზე ან სურვილებზე. რა თქმა უნდა, როდესაც ხარ თანაცხოვრებაში 100%-ით დამოუკიდებელი ვერ იქნები და გიწევს, შენი პარტნიორის გათვალისწინება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეამციროთ გარემოცვის გავლენა თქვენს გეგმებზე. თუ იმყოფებით ისეთ ურთიერთობაში, სადაც ყველაფერი რთულად არის, ბევრი რამ გაღიზიანებთ და დიდი ხანია სდუმხართ ამ ყველაფერზე, რაც არის თქვენთვის არაკომფორტული, დაბნელების პერიოდში, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, უთქმელად გაიქცეთ მსგავსი ურთიერთობებიდან და ამ ყველაფერში პარადოქსული ის იქნება, რომ რაშიც თქვენ მოინდომებთ თქვენი პარტნიორების დადანაშაულებას, ზუსტად იმაში დაგადანაშაულებენ ისინი თქვენ, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს გაკვირვებას და შესაძლოა გაგიჭირდეთ კიდეც კონტრარგუმენტების პოვნა.

ამ პერიოდში გაგაოცებთ სხვა ადამიანების მიწიერება ან ზედმეტი პრაქტიკულობა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ პრაქტიკული, ყოველდღიური და რუტინული საქმეების უკან, ისინი ვერ ხედავენ ცხოვრების გლობალურ აზრს, რასაც თქვენ ხედავთ, გაგიჩნდებათ განცდა, რომ თქვენი პარტნიორები ჩაციკლულნი არიან დეტალებზე და ამ წვრილმანების იქით უჭირთ თავიანი საქმიანობის გლობალური მიზნების დანახვა, ასევე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საქმიანი ცვლილებები მათ ცხოვრებაშიც და რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, შესაძლებელია თქვენმა მეორე ნახევარმა შემოგთავაზოთ ლოკაციის ცვლილება, სხვაგან გადასვლა, საცხოვრებელი გარემოს შეცვლა ან ერთობლივი ძალებით რემონტის გაკეთება.

ერთი სიტყვით, რა სახის სირთულეებსაც არ უნდა წააწყდეთ, გახსოვდეთ, რომ მასთან გამკლავების შესაძლებლობა დევს დიამეტრულად მოპირისპირე სახლში და თქვენთვის ეს ნიშანი არის თქვენი პირადი ნიშანი, ანუ თუ რამე უარყოფითი ხდება ურთიერთობებში და ხვდებით, რომ დაუშვით შეცდომები, რომელმაც გამოიწვია დღევანდელი პრობლემები, აქ მნიშვნელოვანია ნაკლები იფიქროთ პარტნიორებზე და გადაერთოთ საკუთარ თავზე, დაკავდეთ საკუთარი გეგმებითა და თვითრეალიზაციით. აგრეთვე, მოსალოდნელია დაემშვიდობოთ ძველ თანამშრომლებს, შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი საქმიანი ურთიერთობების ხარისხიც, მაგალითად: თქვენი საქმიანი პარტნიორები შემოგთავაზებენ თანამშრომლობის ახალ ვარიანტს, ან პირადი პარტნიორისაგან მიიღებთ დაოჯახების წინადადებას, ანუ ეს დაბნელება, კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში, თავის გავლენის არეალში მოაქცევს თქვენს პირად, საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს.

ყველას გისურვებთ, რომ ამ დაბნელებას მშვიდობა და სიკეთე მოეტანოს თქვენს ცხოვრებაში!“, - წერს ნინა ხომერიკი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ გამოტოვოთ ამ დღის „ოქროს წუთი“, ჩაიფიქრეთ სურვილი, გამოხატეთ მადლიერება და აუცილებლად გაუკეთეთ თქვენს საყვარელ ადამიანს საჩუქარი“ - ქეთი ოდიშელი ბუნიობაზე

„არაა გამორიცხული, რომ ბევრ ქვეყანაში გლობალურად სახელმწიფო გადატრიალების ან საპროტესტო ტალღების მცდელობებმა იფეთქოს“ - გიორგი ლობჯანიძის პროგნოზი

დუდა სანაძის შვილი გაქრისტიანდა - პატარა ნინა ზაზა ფაჩულიამ მონათლა