
პლანეტები პოზიციას მუდმივად იცვლიან, რაც კონკრეტული დღის ენერგიაზე გავლენას ნამდვილად ახდენს. შესაბამისად, როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტების პოზიციის გათვალისწინებით, ზოგიერთი დღე ბევრად უფრო ხელსაყრელია, ზოგი კი - ნაკლებად.
ასტროლოგებმა 2025 წლის მაისისთვის 2 კონკრეტული დღე დაასახელეს. მათგანი ერთი დადებითი გავლენით გამოირჩევა, მეორე კი ყველაზე რთულია:
თვის საუკეთესო დღე - 2025 წლის 22 მაისი
22 მაისს, ვენერა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში მარსთან ერთად ტრინს ქმნის. ვენერა და მარსი შემოქმედებითობასთან, რომანტიკასთან, სურვილთან, წინსვლასთან და პროგრესთან ასოცირდება, ამიტომ მათი შეერთება ამ სფეროებში განსაკუთრებულ წარმატებას გვპირდება. მომატებულ ენერგიასა და შთაგონებას იგრძნობთ და აღმოაჩენთ, რომ იმ საკითხებსაც კი, რომელთა გადაჭრაც აქამდე რთულად გეჩვენებოდათ, მარტივად უმკლავდებით.
ასევე, ვენერა და მარსი ცეცხლის ნიშანში გაერთიანდებიან, რაც აღნიშნულ დღეს კიდევ მეტ ენერგიას მატებს. შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად. თუკი რაიმეს შეცვლა, გამრავალფეროვნება გსურთ, ამ დღეს დაიწყეთ და შედეგით ბევრად კმაყოფილი დარჩებით. შესანიშნავი პერიოდია ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, კომუნიკაციისთვის, პირადი და კარიერული თვალსაზრისით ცვლილებებისთვის. ამიტომ, აღნიშნული დღის ენერგია აუცილებლად გამოიყენეთ და თქვენი მიზნებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგით.
თვის ყველაზე რთული დღე - 2025 წლის 24 მაისი
24 მაისს სატურნი ვერძის ნიშანში შევა. ეს კომბინაცია ყველაზე დიდ გავლენას სასწორის, ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებზე მოახდენს. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანი იგრძნობს. აღნიშნულ დღეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გარკვეული გამოწვევებია მოსალოდნელი.
შესაძლოა, კომუნიკაცია გაგირთულდეთ და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, გეგმები შეგეცვალოთ, მომატებული ემოციურობა იგრძნოთ, იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ და შემდგომში შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.
ეს დღე განვლილი პერიოდების შესაფასებლად შესანიშნავია. ნუ იჩქარებთ, მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ. გექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი მიზნები, სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულება უფრო ნათლად გაიაზროთ და გაცნობიერებული ნაბიჯები გადადგათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ როინიშვილი მეუღლისა და ახალდაბადებული შვილის ფოტოს აქვეყნებს
⭕მტკვარში დაღუპული ახალგაზრდების გამო, ზუგდიდში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა
⭕მარიამ შენგელია ევროვიზიის სცენაზე დღეს წარდგება
წყარო: www.beaumonde.ge