Digest Logo

მტკვარში დაღუპული ახალგაზრდების გამო, ზუგდიდში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა

1747293459
მტკვარში დაკარგულები

2 დღის წინ, თბილისში, მდინარე მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან დღეს დილით ამოიყვანეს. ავტომობილში ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სამეგრელოდან იყვნენ. 

ტრაგედიის გამო, 19 მაისს, ზუგდიდში დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა ავრცელებს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვუსამძიმრებ ახალგაზრდების ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. რთულია, ამ დროს ვიპოვოთ სანუგეშო სიტყვები.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ზუგდიდის მერიასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბოლო ზართან დაკავშირებით 19 მაისს დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას, რომლის გადარჩენაც ჩვენმა გმირმა მაშველებმა შეძლეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

მარიამ შენგელია ევროვიზიის სცენაზე დღეს წარდგება

🎥 „მეშინია პოპულარული რომ გავხდები ფუტკრებივით დამესევიან გოგოები, მაგრამ ავიტან“ - გაიცანით 10 წლის გიორგი კახეთიდან

🎥 „არ გასცეთ ფინანსები, პირობები, შეინარჩუნეთ თქვენი რესურსები“ - 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან