
2025 წლის მაისის ბოლოდან სატურნი ვერძის ნიშანში გადავა და იქ 2028 წლის აპრილამდე დარჩება. ეს მოვლენა 30 წელიწადში ერთხელ ხდება და პასუხისმგებლობასთან, გარდაქმნასთან და ცხოვრებისეულ გზასთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილებებს გვპირდება.
აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისათვის იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო 3 წელი თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
შესაძლოა, დაქორწინდეთ და ეს ქორწინება მყარი და გრძელვადიანი იქნება. თუ ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, ამ პერიოდში დაშორების გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებთ. შესაძლოა, შეიცვალოთ სამსახური, პროფესია, სფერო, ნულიდან დაიწყოთ რაღაც, რაც ძალიან გინდათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თქვენი ხედვა, ღირებულებები შეიძლება, სრულიად შეიცვალოს. ამ 3 წლის განმავლობაში, დიდი ალბათობით, გვერდით მხოლოდ ის ადამიანები დაგრჩებათ, ვისაც მართლა უყვარხართ და თქვენთან გულწრფელები არიან. დრო ხელოვნურ კავშირებს აუცილებლად გაფილტრავს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სატურნი პირველად ვერძის ნიშანში 2025 წლის 25-26 მაისიდან 2 სექტემბრამდე პერიოდში შევა.ეს ერთგვარი „წინასწარი მიმოხილვაა“ იმისა, თუ რა გელით მომდევნო წლებში. შემდეგ პლანეტა დროებით უკან დაიხევს. 2026 წლის 15 თებერვლიდან კი აღნიშნულ ნიშანში დიდი ხნით დაბრუნდება და იქ 2028 წლის 12 აპრილამდე დარჩება.
ასტროლოგი ამ პერიოდს უნიკალურს უწოდებს: სატურნის ასეთი გავლენა სიცოცხლეში მხოლოდ ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ ხდება. თქვენს ცხოვრებაში იმდენი სიახლე შემოვა, რომ უკან დასახევი გზა აღარ გექნებათ.
ახალი პროექტი, წიგნზე მუშაობა, განათლების მიღება, შემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება - ყველაფერი, რაც თვითგანვითარებაში დაგეხმარებათ, აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით გამოცოცხლდება. მეტიც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველაფერში, რასაც ახლა ინვესტიციას ჩადებთ, 2028 წლის მარტსა და აპრილში სრულად გამოვლინდება და იმაზე დიდ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც სატურნის გავლენით იწყება, ძლიერი, სტაბილური და ხანგრძლივია. ამიტომ, მოემზადეთ. წინ ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასე დარაჯობს თუ არ შევახსენეთ, რომ კვების დროა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
წყარო: www.beaumonde.ge